აფხაზეთი და მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავტორები

  • ლია ახალაძე (რედაქტორი) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ლევან ჯიქია (რედაქტორი) Sokhumi State University

DOI:

https://doi.org/10.52340/mng.2023.02.27

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, საქართველო, კულტურული ფასეულობები, მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კონფერენცია, მოხსენებათა მოკლე შინაარსები

ანოტაცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამენიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით დაფუძნდა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, კულტურა, ისტორია“. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2021 წელს აფხაზეთის ა/რ -ის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2022 წელს უნივერსიტეტის ინიციატივას შემოუე­რ­თ­და საქარ­თ­ვე­­ლოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მასთან არსებული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, გაფა­რთ­ოვდა კონ­ფე­რენციის მიზნები და ამოცანები, დაემატა ახალი სექციები და ა.შ.

„აფხაზეთის კულტურული ფასეულობების“ მეორე საერთაშორისო კო­­ნ­ფე­რე­ნცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიის მეც­ნი­ე­რე­ბათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკა­დე­­მი­­კოსის, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუ­ბი­ლეს. წინამდებარე კრებულში  კონფერენციის მოხსენებათა მოკლე ში­ნა­ა­რსები წარმოდგენილია ორ განყოფილებაში 1. აფ­ხა­ზეთი და მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა, 2. ის­ტო­რია, ეთნოლოგია, ფილოლოგია, პოლიტიკა,  საერთაშორისო ურთი­ე­რ­თო­ბე­ბი, სა­მა­რთალი, განათლების მეცნიერებანი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის,  სერბეთის,  თურქეთის, უკრაინის, უზბეკეთის, მოლდოვის, ისრაელის სხვა­დასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები:  ზურაბ ხონელიძე, ზურაბ პაპასქირი, შალვა გლოველი, ლია ახალაძე, ნონა ქარაია, მელორ ალფენიძე, ეკა ესებუა, ნანა არახამია, ომარ არდაშელია, გიორგი აფხაზავა, ირადა ბაგიროვა,  ბესო ბერიძიშვილი, ნოდარ ბერულავა, იური ბონდარი, გიორგი ბუბაშვილი, ლალი გაბისონია, ჯემალ გამახარია, ვეფხვია გვარამია, ლევან გვიჩიანი, ირინა გოგონაია, როზეტა გუჯეჯიანი, ნოდარ დარსანია, ჯულიეტა ძაძუა, ნინო ვახანია, თამილა ზვიადაძე, მარინა იზორია, მარინე კაკაჩია, ქეთევან მარგიანი,  მარინა ჯღარკავა, კახა კვაშილავა, ოლეჰ კუპჩიკი, ნანა კუცია, მირანდა თოდუა, ნესტან ლომაია, გიორგი ლორია, გურამ მარხულია, ნინო მაშია, ლელა მირცხულავა, მარიამ მირესაშვილი, ტიტე მოსია, მამუკა ნაცვალაძე, მერაბ ნაჭყებია, გულ მუქერრემ ოზთურქი, ზუბეირ უზუნი, ნერიმან ილმაზი, კობა ოკუჯავა, დავით ოქროპირიძე, იაროსლავ პილიპჩუკი, მილოშ პეტროვიჩი, ლუარა სორდია, ნესტან სულავა, მარინა ტურავა, შოჰისტოხან ულჟაევა, მაია ფირჩხაძე, კახაბერ ფიფია, ეკატერინე ქარდავა, გურანდა ჭელიძე , თეა ქართველიშვილი, მარი ყალაბეგაშვილი რუსლან შევჩენკო,  თამარ შინჯიაშვილი, ლევან კვარაცხელია, აბრაამ შმულევიჩი,  გელა ცაავა, ინდირა ძაგანია, სოფიკო ჭაავა, ქეთევან ხუციშვილი, ლევან ჯინჯიხაძე, ლევან ჯიქია, ია ჯიჭონაია, სამსონ ჯოჯუა, ჰაჯი ჰასანოვი, ზეინაბ გაფაროვა, გასიმ ჰაჯიევი, რიზვან ჰუსეინოვი. საერთო ჯამში კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა რვა ქვეყნის  19  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 70 მეცნიერი, მათ შორის 15 უცხოელი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-15

გამოცემა

სექცია

Articles