საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის მარტში

ავტორები

  • ოთარ დოლიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.13

ანოტაცია

1993 წლის 14 მარტს სეპარატისტებმა გუმისთის ფრო­ნ­ტ­ზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს. მათ ამ ბრძოლაში დაქირავებულ მებრ­ძო­ლე­ბთან ერთად რუსული შენაერთები შეიარაღებით, ტყვია-წამლით, ასევე სამანევრო, საჰაერო და საარტილერიო საშუალებებით მხარს უჭერდნენ.

სეპარატისტებმა ფრონტის ხაზის გარღვევა, ქართული მხარის პოზი­ცი­ების სიღრმეში შეღწევა და სოხუმის გარეუბნებისკენ შეტევის განვითარება შეძლეს. თუმცა 16 მარტის 17 საათისთვის,  ქართული შენაერთების თავგა­ნ­წი­­რული ბრძოლებისა და დროული კონტრშეტევის შედეგად ფრონტის ხა­ზი აღდგა. ხოლო 17 მარტის, დილით ქართული მხარე შეტევაზე გადავიდა და გუმისთის მარცხენა მხარე მთლიანად გაწმინდა.

ომის დაწყებიდან სეპარატისტებს არც ერთ ბრძოლებში ასეთი დიდი დანაკარგი არ განუცდიათ. ისინი ფსიქოლოგიურად დემორალიზებულები იყვნენ. ქართული მხარისთვის გუმისთის ფრონტზე კონტრშეტევისთვის ხე­ლ­საყრელი ვითარება საკმაოდ მომწიფებული იყო, რასაც აფხაზეთის ომში შეიძლება გარდამტეხი როლი ეთამაშა და ქართული მხარისთვის გადა­მ­წ­ყვეტი გამარჯვებაც კი მოეტანა. თუმცა ეს არ მოხდა.

მარტის ბრძოლების შემდეგ გუმისთის ფრონტზე მცირე ხნით სიმშ­ვი­დემ დაისადგურა. თუმცა ეს სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ, ქა­რ­თუ­ლი მხარისგან განსხვავებით პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.

წყაროები

აფხაზეთი მე ვარ, (2019). აფხაზეთი მე ვარ (რუსთავის ბატალიონის წევრების მოგონებები და აფხაზეთის ომის ისტორიები). პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი შორენა ჯავაშვილი. თბილისი.

აფხაზეთის საკითხი (1999). აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში. 1. თბილისი.

ბურჭულაძე (2011). ნინო ბურჭულაძე. გუმისთაზე. გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ , #38, 19-25. 09. 2011.

გოგლიძე (2019). ჯონდო გოგლიძე. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები – წიგნში: ჯონდო გოგლიძე. დაგვიანებული წერილი. თბილისი.

დადგენილება (1993). დადგენილება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრე-ზი¬დიუმისა და აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოსი. –,,აფხაზეთის ხმა“ (გაზეთი), #12, 21 მარტი.

დევიძე (2006). დავით დევიძე. „ძარცვა-გლეჯა მთელი ომის განმავლობაში არ შეწყვეტილა“. გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ , #47, 20-26 ნოემბერი.

მიქატაძე (2018). ზაირა მიქატაძე. მარტის გამარჯვება სოხუმისთვის ბრძოლაში. ,,არსენალი“, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. #3.

პაპასქირი (2007). ზურაბ პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ის-ტორიული წარსულიდან. ნაკვ. II. თბილისი, გამომც. „მერიდიანი“.

ტოკლიკიშვილი (2017). ლია ტოკლიკიშვილი. „როცა ისინი, მკვდრები, იღვიძებენ“. „აფრა“, სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი, N24, თბილისი.

უწყებები (1993). საქართველოს პარლამენტის უწყებები, N5-8.

ყოლბაია, გელანტია, ლაცუზბაია, ჭახრაკია (1996). ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, დავით ლაცუზბაია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი: (1992-1993 წლებსა და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები). თბილისი, შპს „არხატის“ სტ.

ჩიკვაიძე (2004). ალექსანდრე ჩიკვაიძე. პოლიტიკური ჭადრაკი. სამი სხვადასხვა ქვეყნის ელჩის თვალით. თბილისი, გამომც. „ლოგოს პრესი“.

ჯოჯუა (2017). დაზმირ ჯოჯუა. რუსეთი და 1992-1993 წლების ომი აფხაზეთში. – წიგნში: აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. თბილისი, გამომც. „საარი“.

Авидзба (2013). А. Ф. Авидзба. Проблемы военно-политической истории Оте-чественной войны в Абхазии (1992-1993 гг.). В двух книгах. Книга I. Сухум, 2013 Книга II. Сухум. (http://apsnyteka.org/file/av¬idzba_a_p-roblemy_voenno_politicheskoy_istorii_otechestvennoy_voiny_v_abkhazii_1992_1993_kniga_2.pdf).

Пачулия (2010). В. М. Пачулия Грузино-абхазская война 1992-1993 гг. (Боевые действия). Сухум.

Шария (1993). В. Шария. Абхазская трагедия. Сочи.

Headquarters Department Of The Army, FM 3-0.2001 – Headquarters Department Of The Army, FM 3-0. OPERATIONS. June, 2001.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-14

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია