საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობების ისტორიიდან XI საუკუნეში

ავტორები

  • ია ჯიჭონაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.16

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ჩრდილოეთ კავკასია, XI საუკუნე, სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ურთიერთობები

ანოტაცია

XI საუკუნის დასაწყისისთვის ფეოდალური საქარ­თ­ვე­ლო პოლიტიკურად ერთიანი სახელმწიფოა და სოციალურ-ეკონომიკური თვალ­სა­ზრისით განვითარების ახალ საფეხურზე დგას. XI საუკუნის 30-50-იან წლე­ბ­ში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე შემდეგი საგარეო-პო­ლი­ტი­კური ამოცანები დგას: ბიზანტიის იმპერიის დამორჩილებისგან თავის დაღწევა და ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვება. პოზიციების განმტკიცება კავკასიაში და მოკავშირეების მოძიება. საქართველოს ერთ-ერთ ასეთ მოკავშირედ ით­ვ­ლებოდა ოვსეთის სამეფო. ამ დროისთვის ოვსეთის სამეფოს პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნა გაორმაგდა. X საუკუნეში ჩამოყალიბებული ოვსეთის მძლავრი სა­მე­ფო მაშინვე იქცა აქტიურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალად მთელს კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც ანგარიშვალდებული იყო მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის ბი­ზანტიის იმპერიის წინაშე. XI საუკუნეში ქართველი მეფეები გიორგი I და  ბა­გ­რატ IV დი­ნა­სტიური ქორწინების გზით ცდილობდნენ სამხედრო-პო­ლი­ტი­კური კავ­ში­რის დამყა­რე­ბას ოვსეთის სამეფოსთან და მის ანტიბიზანტიურ კოალიციაში შეყვანას.

წყაროები

თოგოშვილი (1958) გიორგი თოგოშვილი. საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV ს. დამ-დე). თბილისი;

მატიანე ქართლისაჲ (1959) მატიანე ქართლისაჲ, წიგნში: ქართლის ცხოვრება, ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი;

პაპასქირი (1990). ზურაბ პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბილისი;

ჟამთააღმწერელი (1941) თეოფანე ჟამთააღმწერელი. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლის ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. IV. თბილისი;

სტეფნაძე (1974). ჯ. სტეფნაძე. საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა კავკასიის ხალხებთან XII საუკუნეში. თბილისი;

ჯავახიშვილი (1983) ივ. ჯავახიშვილი. თხზულებანი, ტ. II. თხზულებანი თორმეტ ტომად, „მეცნიერება“, თბილისი;

ჯუანშერი (1955). ჯუანშერ ჯუანშერიანი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბილისი;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-14

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია