ჭეშმარიტი მწერლობა ერებს შორის მეგობრობის პატიოსანი შუამავალი (დალი ცაავა)

ავტორები

  • ნანა არახამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.05

საკვანძო სიტყვები:

დალი ცაავა, შემოქმედება, კაპრიჩიო, პონტოს ექვსინოსი, სამშობლო, თეთრი მაგნოლია, მონატრება, იალქანი

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია აფხაზეთში მოღვაწე ქართველი პოეტი ქალის დალი  ცაავას პოეტური ნარატივის  მეტ-ნაკლებად წარმოდგენა და შე­ფა­სება. ასევე, ჩვენი ინტე­რე­სის არეალს  განსაზღვრავს დალი ცაავას ტრა­გი­კუ­ლი ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი არაორდინალური შემოქმედების ფა­­რთო აუდიტორიამდე მიტანა და პოპულარიზაცია. მივიჩნევთ, რომ დალი ცაავას შემოქმედება, მისი მეტად მგრძნობიარე და ფაქიზი დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბა  აფხაზეთის თემისადმი, თითქმის არ არის შესწავლილი. ასევე, არ მო­გ­ვე­პოვება დალი ცაავას მეტად  საინტერესო პოეტური  ნარატივის მეცნიერული კვლევა.  ვფიქრობთ, დალი ცაავას ცხოვრება  და შემოქმედებითი ასპექტების მე­ცნიერულად შეს­წა­ვ­ლა  აუცილებელი  და საჭიროა თამედროვე ქართულ ლი­­ტერატურათმცოდნეობაში, რო­გორც ლიტერატირულ-მხატვრული ტექს­ტის შესწავლის თვალსაზრისით, ასევე, ქართულ-აფხაზური ლიტერა­ტუ­რუ­ლი ურთიერთობებისა და აფხაზეთისადმი პოეტი ქალის უზო­მო სიყვა­რუ­ლის გამოხატვის, აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული უზომო დრა­მა­ტი­ზმის წარმოჩენის თვალსაზრისითაც. ჩვენი აზრით, ასეთ პოეტთა შემოქმედების შესწავლა-პო-პუ­ლარიზაცია ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ძმური ურთიერთობების განახლებას.

            კვლევის მეთოდი. ნაშრომში ვიყენებთ ჰერმენევტიკის, ტექსტზე და­კვი­რვების და შედარების მეთოდებს, რაც გვეხმარება დალი ცაავას ლი­ტე­რა­ტუ­რული ნარატივის გაანალიზებასა და მისი  შემოქმედების ძირითადი ას­პე­ქ­ტების დადგენაში.

ნაშრომში პირველად შეფასებულია დალი ცაავას შემოქმედება და მი­სი ესთეტიკური სამყარო. პოეტის შემოქმედება მოითხოვს კომპლექსურ ანა­ლიზს, შესაბამისად ჩვენი ხელს შეუწყობს დალი ცაავას შემოქმედების ამ მი­მა­რთულებით შესწავლას. მიგვაჩნია,  რომ დალი ცაავა განსაკუთრებული პო­ე­ტური ნიჭისა და ღრმად მგრძნობიარე, აფხაზეთზე უბადლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პოეტის ჭეშმარიტი სახეა. ამდენად,  მისი  პოეზიის შესწავლა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ხელს შეუწყობს ქართველ და აფხაზ ერებს შორის ძმური კავ­ში­რე­ბისა აღდგენას. ასევე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, უფრო მე­ტად უნდა იყოს ინფორმირებული ქართველ და აფხაზ ერებს შორის წრფელი  ურთიერთობებისა და დიდი მეგობრობის შესახებ. დალი ცაავას პო­ეტური ნა­რა­ტივი  სწორედ, რომ დასტურია ამ  ფაქტისა.                                                                                                                        

წყაროები

ბექიშვილი (2000). ნინო ბექიშვილი. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, N5, 2000;

იგნატოვა, ე. (2019). ე. იგნატოვა. მოგონებები დალი ცაავაზე. გაზეთი „ჩემი აფხაზეთი“. 2019, N49;

ფირცხალავა: არჩილ ფირცხალავა.... ვიცი დიდი დღის მაინც...“http://bibliote-ka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=3112 (ბოლო ნახვა, 2022.11.12.

ცაავა (2000) დალი ცაავა. პონტოს ევქსინოსი, ლექსები (ავტორი), გამომცემლობა „მერანი“. თბილისი.

ცაავა (1988) დალი ცაავა. თორმეტი კაპრიჩიო, გამომც. „მერანი“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა