2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია საქართველოში

ავტორები

  • ნოდარ დარსანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.23

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, 2020 წლის 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური ვითარება, ევროკავშირი, მედიატორი

ანოტაცია

არჩევნები დემოკრატიული წეს-წყობილების უმნიშვნე­ლო­ვანესი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეთა მიერ თავისი საარჩევნო უფ­ლე­ბების რეალიზაცია სახელმწიფოს მართვაში მათი მონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა, რადგანაც წარმომადგენლობითი ორგანოები გვე­ვ­ლინება სწორედ ხალხის  სახელმწიფოებრივი ნების გამომხატველად.

2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. საარჩევნო კამპა­ნია ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა. ყველა პარტია თუ პარტიული ბლო­კი ძალისხმევას არ აკლებდა, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნა­წი­ლის მხარდაჭერა მოეპოვებინა და საარჩევნო მარათონზე წარმ­ა­ტე­ბი­სათვის მიეღწია.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ იმავე წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, პარ­ლამენტში  ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ყველაზე მეტი, 90 მან­დ­ატი (60 პროპორციული წესით და 30 - მაჟორიტარული), პარტია „ქართუ­ლ­მა ოცნებამ“ მოიპოვა. დანარჩენი მანდატები 8 პოლიტიკურ გაერთიანებას შორის განაწილდა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 36 მანდატი, პარტია „ნაციო­ნა­ლურმა მოძრაობამ“ მიიღო.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ვითარება ძა­ლიან დაიძაბა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ანტიდემოკ­რა­ტი­უ­ლი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და მასთან ურთიერთობის გა­რკვევას მხოლოდ ქუჩის აქციებით ცდილობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნები ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსესუსი ვერ შედგა. პო­ლი­ტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში უმართავი ხასიათი მიიღო, რაც ევ­რო­კა­ვ­შირის  ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ევროკავშირმა მედიატორის როლი იკი­სრა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქართველოს მათი წარმო­მა­დ­გენლობა ეწვია. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიღწეულ იქნა ორივე დაპირისპირებული მხარისათვის კომპრომისული შეთანხმება  და, შესა­ბა­მისად, გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი.

წყაროები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი 2020 წლის (10 ივნისის მდგომარეობით), თბილისი, 2020;

ცხვედიანი (2000). რ. ცხვედიანი. საქართველოს საარჩევნო სისტემა. ნორმატიული აქტების კრებული. შემდგენელი როსტომ ცხვედიანი, თბილისი;

ჰეივუდი (2008). ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. თბილისი;

მაცაბერიძე (2006). მალხაზ მაცაბერიძე. ქართული პოლიტიკა: ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი. თბილისი;

გაზეთი „ახალი თაობა“, 2020, 2 ნოემბერი, N228;

გაზეთი „ახალი თაობა“, 2021, 4 თებერვალი, N15;

გაზეთი „ახალი თაობა“, 2021, 20 აპრილი, N67;

გაზეთი „ახალი თაობა“, 2020, 4 დეკემბერი, N25;

გაზეთი „ახალი თაობა“, 2020, 13 ოქტომბერი, N214.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-18

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია