რეგრესიის მოდელი - კორელაცია ასაკსა და კორონავირუსის ქეისს შორის ავსტრალიის მაგალითზე

ავტორები

  • მზევინარ ფაცაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ელენე ესიავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.29

საკვანძო სიტყვები:

რეგრესიის მოდელი, კორელაცია, ასაკი, კორონავირუსის შემთხვევა, კოეფიციენტი, გაფანტვის დიაგრამა, დადგენილების კოეფიციენტები, ავსტრალიის მაგალითი

ანოტაცია

ეს კვლევა ეხება თანამედროვე ერთ-ერთ უმნიშ­ვ­ნე­ლო­ვანეს და აქტუალურ საკითხს - COVID-19-ს. კვლევის ფარგლებში, ჩვენ ვეცა­დეთ სტატისტიკურად აღგვეწერა და გაგვეკეთებინა ანალიზი ვირუსთან და­კა­ვ­შირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის, ავსტრალიის შე­მ­თ­ხვევაზე. კვლევის მიზანია ცნობიერების ამაღლება ამ, ჯერ კიდევ ნაკ­ლე­ბად ცნობილი ფენომენის შესახებ და მისი გამოყენების პრაქტიკული რეკო­მე­ნ­და­ციების დოკუმენტად ქცევა მომავალში.

         უფრო კონკრეტულად, კვლევის მთავარი ფოკუსი არის ვირუსით ინ­ფი­ცი­რებული ადამიანების რაოდენობასა და მათ ასაკობრივ ჯგუფებს შორის კო­რელაციის ანალიზი, რათა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა ამ ორ ცვლადს შორის კავშირი. ამისთვის ჩვენ გამოვთვალეთ T-ტესტი Excel-ის ინ­ს­ტ­რუმენტების გამოყენებით. შედეგების უკეთესი ვიზუალიზაციისა და სან­დო­ობის მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად, შევიყვანეთ კიდევ ერთი ცვლა­დი - სქესი, და შევადარეთ ინფიცირებული მამაკაცებისა და ქალების კრო­სტაბულაციები.

        კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასაკსა და COVID-19-ით ინფ­იცი­რე­ბულ შემთხვევებს შორის კორელაცია არ არსებობს (რადგან 20%-იანი მნიშ­ვ­ნე­ლობის დონეზე ნულოვანი ჰიპოთეზა უარყოფილი იქნა, ხოლო ქალების შე­მთხვევაში ნულოვანი ჰიპოთეზა დადასტურდა როგორც 10%, ასევე 20%-იანი მნიშვნელობის დონეზე). შესაბამისად, მოგვიხდა ე.წ. "scatterplot"-ების, ანუ გრაფიკების გამოყენება, მიღებული მონაცემების სტანდარტიზაციისა და სქესობრივ განსხვავებათა მინიმიზაციის შემდეგ. ორივე შემთხვევაში, ასაკსა და „კორონავირუსის“ შემთხვევებს შორის კორელაციის ხაზი უარყოფითი მი­მა­რთულების იყო, ხოლო საუკეთესო შესაბამისი ხაზიც უარყოფითი დახრი­ლო­ბის. უფრო მეტიც, ორივე შემთხვევაში მივიღეთ ხაზოვანი გაფან­ტუ­ლო­ბა, რაც გვაძლევს საფუძვლიან მიზეზს ვივარაუდოთ, რომ ამ ორ ცვლადს შორის რეგულარული კორელაცია არსებობს (ასაკსა და COVID-19-ის შემთ­ხ­ვე­ვებს შორის).

წყაროები

Australia COVID: 33,726 cases and 923 deaths. (0131). Worldometer - real time worldstatistics. https://www.worldometers.info/coronavirus/country/australia/

Australia: Number of COVID-19 cases by age and gender 2021. (2021, June 1). Statista. https://www.statista.com/statistics/1104012/australia-number-of-coronavirus-cases-by-age-group/;

(n.d.). Homepage. https://home.iitk.ac.in/~shalab/regression/Chapter3-Regression-MultipleLinearRegressionModel.pdf;

Sharpe, N. R., Veaux, R. D., & Velleman, P. F. (2014). Business statistics. Pearson College Division;

What do correlation coefficients positive, negative, and zero mean? (n.d.). Investopedia. https://www.investopedia.com/ask/answers/032515/what-does-it-mean-if-correlation-coefficient-positive-negative-or-zero.asp.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-18

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერებანი