ტერმინ „აფხაზეთის“ გააზრებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოებში

ავტორები

  • მაია ფირჩხაძე იტალიური სკოლა „ცისკარი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.31

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, სკოლა, ისტორიის სახელმძღვანელო, გრიფირება, მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, რუკები, სავარჯიშოები

ანოტაცია

აფხაზეთი დღეს ოკუპირებული ტერიტორიაა და მასთან უშუალო კონტაქტის საშუალება ქართულ საზოგადოებას და მოსწავლეებს არ გააჩნიათ. საკითხის აქტუალობის გამო მიზნად დავისახეთ, გამოგვე­კ­ვ­ლია „ჩვენი საქართველოს“ და „ისტორიის“    გრიფირებული სასკოლო სახე­ლ­მძღვანელოების  (ერთ-ერთ ძირითად სასწავლო რესურსების)  შინაა­რ­სო­ბ­რივი ნომენკლატურა, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოუყალიბდეს მოს­წა­ვლეს წარმოდგენა ტერმინ „აფხაზეთთან“ დაკავშირებით; უწყობენ თუ არა ისინი ხელს (ან რამდენად უწყობენ) იმ უნარების გამომუშავებას, რომელთა ოპერირებით მოსწავლეები ლოგიკური დასკვნების გაკეთებას შეძლებენ მო­ცე­მულ ტერიტორიულ ერთეულთან  დაკავშირებით, მათ შორის  ტერი­ტო­რიული პრობლემების  განხილვის დროს.

ეს აქტუალური საკითხია სასწავლო-მეთოდური კუთხითაც, რადგან მე­სამე თაობის   ეროვნული სასწავლო გეგმა უშუალოდ მოითხოვს სასწავლო პროცესის ცნებითი კატეგორიებისა და თემების დამუშავების საფუძველზე წარმართვას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის მასალები და რესურსები, რომელსაც „აფხაზეთთან“ დაკავშირებული თემების შესწავლისას ვთა­ვა­ზობთ მოსწავლეებს. 

საკითხის შესწავლამ გვიჩვენა, რომ „ჩვენი საქართველოს“, „ისტო­რიის“ გრიფირებულ  სასკოლო სახელმძღვანელოში („ჩვენი საქართველო“, VI კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცემლობა „კლიო“, 2018; „ჩვენი საქა­რ­თ­ვე­ლო“, VI კლასი, მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა „კლიო“, 2018; ის­ტორია, VII კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცელობა „ლოგოს პრესი“, 2020; ის­ტორია, VII კლასი, მასწავლებელის წიგნი, გამომცელობა  „ლოგოს პრესი“, 2020; ისტორია, VII კლასი, მასწავლებელის წიგნი,  გამომცელობა  „დიოგენე“, 2019; ისტორია, VII კლასი,  გამომცელობა  „დიოგენე“, 2019;  ისტორია; VIII კლასი,  გამომცელობა  „დიოგენე“,2020; ისტორია, VIII კლასი, გამომცელობა „ლოგოს პრესი“, 2020; ისტორია,  IX  კლასი, გამომცელობა  „დიოგენე“, 2020;  ის­ტორია,  IX  კლასი, გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, 2020; მოსწავლის წიგნი) წარმოდგენილი ტერმინოლოგიური და მეთოდური აპარატი, ნა­რა­ტი­უ­ლი და ვიზუალური მასალები  ნაკლებად იძლევა ისტორიულ-გეოგ­რა­ფიუ­ლი „აფხაზეთის“ და „აფხაზის“ გააზრებისა და „საქართველოსთან“ და „ქარ­თ­ველთან“ მათი ურთიერთმიმართების დანახვის საშუალებას (და, ზო­გა­დად, არასაკმარისია სანიგია-აფშილია-აბაზგიის და ეგრისი/ლაზიკას შე­სახებ ცოდნის ჩამოყალიბებისთვის),  არც  სავარჯიშოები უბიძგებენ  მოს­წა­ვ­ლეებს  უფრო ღრმა ლოგიკური კავშირებისა და კვლევითი სამუშაოს შესრუ­ლე­ბისკენ და აღნიშნულ თემაზე სწორი წარმოდგენების ფორმირებისკენ.

მნიშვნელოვანია, ტერმინ „აფხაზეთთან“ დაკავშირებით მოს­წა­ვ­ლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი ნარატიული მასალა, ისტორიული წყაროები, რუკები და სავარჯიშოები, აქტიურად გამოვიყენოთ მედიაწიგ­ნიე­რე­ბის მიდგომები და მათი ცოდნა, დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბები და წარმოდგენები ისტორიული-გეოგრაფიული აფხაზეთის მიმართ გაცილებით ღრმა და სა­ფუ­ძ­ვლიანი იქნება, გამოუმუშავდებათ ის უნარები, რომელიც საკითხების ღრმად კონტექსტუალიზაციის საშუალებას მისცემს.

წყაროები

ახმეტელი, ლორთქიფანიძე, ფირცხალავა (2020), ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა, ისტორია, IX კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცემლობა „დიოგენე“;

ახმეტელი, ლორთქიფანიძე, ფირცხალავა (2020), ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა, ისტორია, IX კლასი, მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა „დიოგენე“;

ახმატელი, ლორთქიფანიძე (2020), ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ისტორია, მოსწავლის რვეული, VIII კლასი, გამომცე. „დიოგენე“;

თოფჩიშვილი,მეძმარიაშვილი,ელიზბარაშვილი,ავთანდილაშვილი, (2018) როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, გიორგი ავთანდილაშვილი. ჩვენი საქართველო, VI კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცემლობა „კლიო“;

კერესელიძე, უზუნაშვილი, სურგულაძე, კიკნაძე, სუმბათაშვილი, 2020: ლაშა კერესელიძე, თამარ უზუნაშვილი, მზია სურგულაძე, ზურაბ კიკნაძე, ეკატერინე სუმბათაშვილი, ისტორია, VII კლასი, გამომცელობა „ლოგოს პრესი“;

კერესელიძე, შალვაშვილი, სურგულაძე, კეკელია (2020) ლაშა კერესელიძე, თამარ შალვაშვილი, მზია სურგულაძე, ვლადიმერ კეკელია, ისტორია, VIII კლასი, მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა „ლოგოს პრესი“;

კუპრავა - გოგოლაძე, ავთანდილაშვილი (2018) ანა კუპრავა - გოგოლაძე, გიორგი ავთანდილაშვილი. „ჩვენი საქართველო“, VI კლასი, მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა „კლიო“;

ლორთქიფანიძე, ახმეტელი, (2019) ბესიკ ლორთქიფანიძე, ნატა ახმეტელი, ისტორია, VII კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცელობა „დიოგენე“.

სურგულაძე, გამყრელიძე, კიკნაძე, პატარიძე, კერესელიძე, (2020) მზია სურგულაძე, გელა გამყრელიძე, ზურაბ კიკნაძე, ლელა პატარიძე, ლაშა კერესელიძე. ისტორია, VII კლასი, მოსწავლის წიგნი, გამომცელობა „ლოგოს პრესი“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-19

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერებანი