დავით მაღრაძის ენობრივი ცნობიერების ასპექტები

ავტორები

  • თამილა ზვიადაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.02

საკვანძო სიტყვები:

დათო მაღრაძე, ცნობიერება, მშობლიური, ენობრივი, სამყარო, მხატვრული, ნაციონალური, მსოფლაღქმა

ანოტაცია

 ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლო­ბე­ბი­თაა სა­ვ­სე, ამ შესა­ძ­ლ­ებლობათა აქტუალიზაცია კი შემოქმედის  ნიჭს ემყ­­არება. და­­ვით მაღრაძე  მშობლ­იური ენობრივი სამყაროს გაც­ნო­ბიერება-გა­თა­­ვი­სე­ბის უნარით გამორჩეული შე­მო­ქ­მე­დია.  პოეტის მხა­ტვრულ- ესთე­ტი­კ­უ­რი თუ ენობრივი პოზიცია აშკარად იკვე­თე­ბა მის პოეტურ ქმნი­ლე­ბებში.  დათო მაღრაძის ენობრივი სტილი მო­ია­ზრებს ენობრივი რე­სუ­რსის ადე­კ­ვა­ტურ გამოყენებას  სხვა­და­სხვა პარამეტრზე დაყ­რ­დ­ნობით -  რო­გორც ფო­ნეტიკურ, ასევე ლექ­სი­კურ დონეზე, რის შე­დე­გადაც იქმნება კომბი­ნა­ციები კონკრე­ტუ­ლი, კონტექსტუალური ფუნ­ქ­ცი­ითა და დატვირთვით;

       წინამდებარე სტატიაში განხილულია დავით მაღრაძის პოე­მა „ბა­რა­ქი­ა­ნი მი­წის“ ენობრივი ცნობიერების მნიშვნელოვანი ასპექ­ტე­ბი, სტი­ლის სახიერი კომ­პო­ნე­ნტები: 1. პოეტური ფონეტიკის საკითხები: თანხმოვათა ალი­­ტე­რა­ციით მიღ­წე­უ­ლი მხატვრული ეფექტი, ქართული ენის ბგერ­წე­რი­თი შესაძლე­ბ­ლო­ბების ორი­­გი­ნალურად გამოყე­ნე­ბის საფუძველზე   სიტყ­ვის საზრისისა და ბგერა­დო­ბის ჰარმონიულად შეხამებება კონცეპტებად წარმ­ოდგენილ სიტყვებში, ბგერობრივად კეთილხმოვანი ლექსიკური ერთე­ულებით მე­ტა­ფორული  მნი­შვნელობების გამოაშკა­რა­ვება; მუსი­კი­სა და სიტყ­ვი­ს საოცარი შეხამება დათო მაღრაძის პოეზიის სახიერი კო­მ­პონენტია; 2. ერთგვარი ლინგვისტური სტრატეგიაა სიტყვებისა თუ გა­მ­ოთქმების უც­ხო­­უ­რი ლიტერებით ჩართვა ლექსში; 3. სარკაზმი, ირონია - მიღწეული  კლიშეთა, ცნობილი  ფრა­ზე­ბის სტრუ­ქ­ტუ­­რული მოდელების ნიუ­ანსობრივი ცვლი­ლებებითა თუ ანდაზათა იუმო­რი­ს­ტულად უარ­ყო­ფით, მათი მახვილგონივრული სიტყვებით ჩანა­ც­ვლების საშუალებით, რო­ცა  იქმნება ე. წ. ანტიგამონათქვამები, რომე­ლ­თა   სტი­ლი­სტიკური და­ნი­შნულება აშკარაა; 4. სიტყვათა თამაშის ლინგვისტური ფენომენი, რომ­ე­ლიც უმე­ტესწილად ირიბი გზით ხორციელდება და  ერთგვარ იმპ­ლი­ცი­ტურ ეფექტს ქმნის მი­ნი­შნებისა თუ ალუზიის სახით; 5.  მდიდარი ლე­ქ­სი­კა, რომელიც  სიტყვა-სახეების გამოსაკვეთადაა  მოხ­მო­ბილი პოემაში და მხატვრული თუ ნაციო­ნა­ლური კოლორიტის შექ­მ­ნა­საც  ემ­სა­­ხუ­რე­ბა  და თანამე­დ­რო­ვე პოეზიის ტენდენციებსაც ასახავს.

        დათო მაღრაძის პოეზიის უმნიშვნელოვანესი თვისება  ის არის, რომ ყვე­ლა ამბავი ერთ მთავარ იდეას, აზრს ეფუძნება. პოეტის მსო­ფ­ლა­ღ­ქმა ვლი­­ნდება გარკვეული მხა­ტვრული საშუალებების სახით. სიტყვებად გა­რ­და­ქმნილი აზრები სცილდება სალექსიკონო მნიშვ­ნე­ლობას და მეტა­ფო­რად იქცევა, მეტაფორული აზროვნება კი ენის სიღრმისეულ  ცოდნასა და ინ­ტუ­ი­ციურ შესაძლებლობაზე მიუ­თი­თებს.

წყაროები

მაღრაძე (2020): დავით მაღრაძე, ,,ბარაქიანი მიწა“, თბილისი, 2020; file:///C:/Users/User/Downloads/ბარაქიანი-მიწა-14.pdf

ბრეგაძე (2020): ლევან ბრეგაძე, ,,მიწაზე მაინც ვერ დამაკავებთ“ (დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“), ხელნაწ. 2020;

ჩხეიძე (2020): როსტომ ჩხეიძე, ,,აჩრდილი პოეზიისა და უფლის მო¬ნა-ტ¬რება“ (,,ბარაქიანი მიწა“: ეპოქაში და ეპოქის მიღმა), ხელნაწ. 2020;

ჯორბენაძე (1999): ბესარიონ ჯორბენაძე, პოეზიის ენა, თბილისი, 1999.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-04