დამფუძნებელი კრების არჩევნები ზუგდიდის მაზრაში

ავტორები

  • ბაკურ ლაშხია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.05

საკვანძო სიტყვები:

დამფუძნებელი კრება, ზუგდიდის მაზრა, სამაზრო საარჩევნო კომისია, საისტორიო ცენტრალური არქივი, საარჩევნო უბნები, ზუგდიდის მაზრის არჩევნების ოქმები

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში შესწავლილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუ­ძ­ნე­ბე­ლი კრების არჩევნები ზუ­გ­დი­დის მაზრაში, რომელიც დღემდე შესწავლილი არ არის. 1917 წლის 19 ნოემბერს საქარ­თ­ვე­ლოს ეროვნული ყრი­ლო­ბა გაიხსნა, 21 ნოემბერს  ეროვნულმა ყრილობამ  აირჩია „საქართველოს ერო­ვ­ნული საბჭო“, რომელსაც დამფუ­ძ­ნე­ბელი კრების მოწვევა დაევალა. 1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ერო­ვ­ნული საბჭოს მე-12 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა გადადგა და დამფუძ­ნ­ებელი კრების შეკრებამდე, მის მოვა­ლე­ო­ბას დროებითი მთავრობა ას­რუ­ლე­ბდა. 1918 წლის ოქტომბერში ეროვნულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწო­და, რომელმაც იმავე წლის 22 ნოე­მ­ბერს დაამტკიცა დამფ­უძ­ნე­ბელი კრების არჩევნების დებულება. 1919 წლის 10 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვე­ტი­ლება დამ­ფუ­ძ­ნე­ბელი კრების არჩევ­ნე­ბის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. 1919 წლის 3 იანვარს, საქართველოს პარ­ლა­მე­ნტის 77-ე კრების სხო­მა­ზე მი­ღე­ბული გადაწყვეტილების თანახმად, დამფუძნებელი კრების არ­ჩე­ვ­ნები 14-16 თებერვალს ჩაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1919 წლის 16 იანვარს, ქალაქ ზუგდიდის სამაზრო ერობის გამგეობის ხე­ლმძღვანელობით, შედგა სა­მაზრო დამფუძნებელი კრების საარჩევნო კო­მი­სია.

ნაშრომში ეტაპობრივადაა განხილული ზუგდიდის მაზრაში ჩატა­რე­ბული არჩევნები და მისი შედეგები. 1919 წლის 14-17 თებერვალს ზუგ­დი­დიდს მაზრაში ჩატარებული დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგები 24 თებერვალს განიხილა ზუგდიდის სამაზრო კომისიამ.  პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებს შორის შედეგები შემდეგნაირად გადა­ნა­წი­ლდა: საქართველოს სო­ციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 15 149 ხმა; საქართველოს ეროვ­ნულ-დემოკრატიული პარტია - 2 414 ხმა; საქართველოს სოციალისტ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერთა პარტია - 8 070 ხმა; საქართველოს სოციალისტ-ფედერა­ლი­სტთა სა­რე­ვოლუციო პარტია - 2 315 ხმა; საქართველოს ეროვნული პა­რტია - 7 ხმა; სა­ქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარ­ტია - 57 ხმა;  დამოუკიდებელ უპარტიოთა კავშირი - 1 ხმა.

ნაშრომში გაანალიზებულია ზუგდიდის მაზრაში მიმდინარე დამფუძ­ნე­ბელი კრე­ბის არჩევნები  და გამოტანილია დასკვნა, რომ საქართველოს ამ კონკ­რე­ტულ მონაკვეთზე არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდა.

წყაროები

ბენდიანიშვილი, (2001). ა. ბანდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921წწ.), თბილისი;

ირემაძე, (2018). . ირემაძე. პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში, თბილისი;

კუპატაძე, (2009). ბ. კუპატაძე. საქართველოს ხელისუფლების ისტორია, თბილისი;

ჯანელიძე, (2018). ოთარ ჯანელიძე. საქართველოს დამოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი.

საარქივო ფონდები:

ფონდი 1833: საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1833,

 აღწერა 1, საქმე 54-1;

ფონდი 1834: საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1834,

 აღწერა 1, საქმე 5;

 აღწერა 1, საქმე 88;

 აღწერა 1, საქმე 127;

 აღწერა 2, საქმე 17;

 აღწერა 2, საქმე 66;

 აღწერა 2, საქმე 74;

ფონდი 1836: საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1836,

 აღწერა 1, საქმე 51;

ფონდი 1836: საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1836, აღწერა 1, საქმე 400;

საგაზეთო პუბლიკაციები:

გაზეთი „ერთობა“ (1917), 25 ნოემბერი, N205, თბილისი;

გაზეთი „ერთობა“ (1919), 5 იანვარი, N4, თბილისი;

გაზეთი „ერთობა“ (1919), 10 იანვარი, N6, თბილისი;

გაზეთი „ერთობა“, (1919), 23 იანვარი, N17, თბილისი;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია