საერობო ხმოსანთა არჩევნები 1918 წელს ზუდიდის მაზრაში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.06საკვანძო სიტყვები:
ზუგდიდის მაზრა, ხმოსნები, საარჩევნო უბნები, საარჩევნო სია, პოლიტიკური პარტიებიანოტაცია
1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერობის რეფორმის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დანერგილიყო სამსაფეხურიანი საერობო სისტემა: მცირე საერობო ტერიტორიული ერთეული, სამაზრო და საგუბერნიო, ანუ საოლქო. ერობის არჩევნები საყოველთაო (განურჩევლად სქესისა), პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმი მუშაობას შეუდგა, მათ სასწრაფო წესით შექმნეს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისია. 18 თებერვალს დაარსდა ერობის შემომღები ინსტრუქტორის სამდივნო, რომელმაც დაიწყო სამაზრო საერობო კომისიების შექმნა. 1918 წლის 1 დეკემბერს, ზუგდიდის მაზრაში საერობო არჩევნები ჩატარდა. ზუგდიდის მაზრაში რეგისტრირებული იყო 65 024 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა 21 996 ამომრჩეველმა მიიღო. პოლიტიკურ პარტიებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა: სოციალისტური ბლოკი (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და საქართველოს სოფიალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის გაერთიანებული ბლოკი) - 11 641 ხმა; საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 2 8901 754 ხმა; საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 8 601 ხმა.
წყაროები
ფონდი 1863: საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1863,
აღწერა 1, საქმე 469;
აღწერა 1, საქმე 907;
აღწერა 1, საქმე 908.