აფხაზეთის საკითხი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში

ავტორები

  • დავით მახათაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.07

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ყაზახეთი, აფხაზეთი, სეპარატიზმის პრობლემა, ოფიციალური დოკუმენტები, ინფორმაციის ვალიდურობა

ანოტაცია

კვლევის მიზანია შეისწავლოს როგორ გავლენას ახდენს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის საკითხი ყაზახეთის სა­გარეო და საშინაო პოლიტიკაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქარ­თ­ვე­ლო და ყაზახეთი განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას თან ახლდა გადაუწყვეტელი კონფ­ლი­ქ­ტები ავტონომიურ რეგიონებში - აფხაზეთში და სამაჩაბლოში. სეპარატიზმის პრობლემა ყაზახეთისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები რუსი ეროვნების მოსახლეობის დიდი წილის გამო. ისტორიული და გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე ყაზახეთი აქტიურად მონა­წი­ლეობს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ გაერთიანებებში, სადაც რუსეთს წამყვანი როლი უჭირავს. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყა­რე­ბი­დან დღემდე ყაზახეთი ურყევად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლი­ა­­ნობას. ეს პოზიცია არ შეცვლილა 2008 წლის აგვისტოს ომის თანმდევი მო­ვ­ლე­ნების მიუხედავად. ნურსულთან ნაზარბაევის ოცდაათწლიანი ხელისუფლების შეცვლამ (2019 წელი), რუსეთის დახმარებით 2022 წლის იანვრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თავიდან აცილებამ, იმავე წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა კვლავ მნიშვნელოვანი გახადა ყაზახეთის და­მოკიდებულება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ყა­ზა­ხი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, ფართო საზოგადოება, მიუ­ხე­დავად ყაზახეთის და საქართველოსთან მზარდი ურთიერთობებისა, არ არიან საკმარისად ინფორმირებული აფხაზეთის ისტორიული და თანამედროვე მდგო­მა­რეობის შესახებ. კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს, თუ რა განაპირობებს ყაზახეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივ პოზიციას აფხაზეთის პრობლემის მიმართ და როგორ შეიძლება დადებითი ტენდენციების გაძლიერება და არ­სე­ბუ­ლი ხარვეზების გამოსწორება. კვლევაში ქრონოლოგიური, ნარატიული, შედარებითი მეთოდების გამოყენებით გაანალიზირებულია ყაზახეთის რესპ­უ­ბ­ლიკის ოფიციალური დოკუმენტები, ყაზახი სახელმწიფო და საზოგა­დო­ე­ბრივი მოღვაწეების პოზიცია აფხაზეთის საკითხზე.

წყაროები

Бганба, 2014: Валерий Бганба. И. о. президента Абхазии просит Казахстан и Белоруссию признать независимость республики, 21 августа 2014, Tass.ru. https://-tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/1392377

Венедиктов, 2008: Алексей Венедиктов. Интервью премьер-министра РК Карима МАСИМОВА радио «Эхо Москвы», 12 декабря 2008 года. Ак Жайык — еже-недельник Атырау, https://azh.kz/ru/news/view/1974

Жусип, Сабаева, 2008: Нурторе Жусип, Гулбаршын Сабаева. Олжас Сулейменов: Я всегда был и остаюсь интернационалистом https://almaty-lit.ucoz.ru/publ/12-1-0-236

Кадир, Шайхинов, 2017/2022: Айгюзель Кадир, Болат Шайхинов. Абхазия глазами казахстанцев: Черное море, Кавказ и "Нарты из Абхазии", 16.02.2017 (обновлено: 13:05 01.02.2022). ¬https://ru.sputnik.kz/20170216/abhaziya-glazami-kazahstancev-chernoe-more-kavkaz-i-narty-iz-abhazii-1585823.html?ysclid=l-q9s0otxmk290473216

КазТАГ, 2021: Мы не признали Крым российским из-за Осетии, Абхазии и Косово – Назарбаев. Общественно-политический журнал Казахстана, 04 декабря 2021. https://time.kz/news/politics/2021/12/04/my-ne-priznali-krym-rossijskim-iz-za-osetii-abhazii-i-kosovo-nazarbaev

Lada, 2020: Почему в Казахстане ездят машины с абхазскими номерами, рассказали в МИД РК, Новости Казахстана и мира Lada, 20.12.2020. https://www.lada.kz/an¬other_news/86687-pochemu-v-kazahstane-ezdyat-mashiny-s-abhazskimi-nomerami-rasskazali-v-mid-rk.html

МИД России, 2008: Заявление МИД России, 1246-26-08-2008; 27.08.2008 13:51 https¬://www.mid.ru/ru/foreign_policy/news/1600343/

Николаев, 2023: Виктор Николаев. Приговор по громкому делу о сепаратизме вы-не¬сли в СКО https://www.nur.kz/incident/crime/2048067-prigovor-po-gromkomu-delu-o-separatizme-vynesli-v-sko/

Панфилова, 2008: Ольга Панфилова. Казахстан еще не определился с признанием Абхазии и Южной Осетии https://newdaynews.ru/inworld/193405.html

Ромашкина , 2023: Светлана Ромашкина. Доля казахов в этническом составе Казахстана достигла 70,7% https://vlast.kz/novosti/55039-dola-kazahov-v-etnicesk-om-sostave-kazahstana-dostigla-707.html

Тажин, 2008: Марат Тажин. Казахстан отказался признать независимость Абхазии и Южной Осетии, Радио Азаттык, 2 октября 2008, https://rus.azattyq.or-g/a/1293423.¬html

Сухоруков, 2021: Виктор Сухоруков. Можно ли ездить в Казахстане на машинах из Абхазии и Южной Осетии, Ответ дали в Комитете государственных доходов МФ РК. 26 апреля 2021 kolesa. Kz https://kolesa.kz/content/news/mozhno-li-ezdit-v-kazahstane-na-mashinah-iz-abhazii-i-yuzhnoj-osetii/

Токаев, 2022: "Как вы относитесь к нашей спецоперации?" Токаев ответил на вопрос Симоньян, Inform buro 17 июня 2022, https://informburo.kz/novosti/kak-vy-otnosites-k-nashej-specoperacii-tokaev-otvetil-na-vopros-simonyan

Шария, 2022: Виталий Шария. Абхазская обида на Касым-Жомарта Токаева, Эхо Кавказа, Июнь 20, 2022 https://www.ekhokavkaza.com/a/31906903.html

Эхо Кавказа, 2023: Глава абхазского Минтуризма выступил на Международном форуме в Казахстане, Эхо Кавказа, Сентябрь 16, 2023.https://www.ekhok-avkaza.com/a/32595646.html

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია