ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ისტორიისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.10საკვანძო სიტყვები:
ეგრისის (ლაზიკის) სამეფო, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, კოლხები, რომი, აბაზგები და აფსილები, ეგრისის გაერთიანებაანოტაცია
გვიანანტიკურ ხანაში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ქართული წყაროები - ეგრისს, ხოლო რომაელი და ბიზანტიელი მწერლები - ლაზიკას უწოდებენ. თავდაპირველად ლაზები აკონტროლებდნენ კოლხეთის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილს ზიდრიტთა ოლქიდან მდ. ეგრისწყლამდე (თანამ. ღალიძგა). მოგვიანებით კი, ლაზების სამეფო აერთიანებს მთელ დასავლეთ საქართველოს. მისი ტერიტორია სამხრეთით მდ. ჭოროხის შესართავამდე ვრცელდება; ჩრდილოეთით კი მოიცავს თანამედროვე აფხაზეთსა და სვანეთს. როდის უნდა მომხდარიყო ლაზების ჰეგემონობის გავრცელება ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთსა და სამხრეთით არსებულ ზიდრიტთა ოლქზე? წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით სწორედ ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი ეგრისის სამეფოს ჩამოყალიბების შესახებ ორი თვალსაზრისი არსებობს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ეგრისის სამეფოს ჩამოყალიბება ხდება IV ს. ბოლოსთვის, სხვების ვარაუდით კი, II საუკუნეში. ჩვენი აზრით, ლაზების მიერ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ანუ უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთით არსებული სანიგებისა და სამხრეთით არსებული ზიდრიტთა ოლქის შემოერთება განხორციელდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ლაზებმა რომაელთა თანხმობით შემოიერთეს აფსილების, აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებები და ლაზთა სამეფოს საზღვრები ჩრდილო-დასავლეთით განავრცეს მდ. აქეუნტამდე (თანამ. შახე). ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა II ს. შუახანებში, მეფე პაკორის მმართველობის პერიოდში, რასაც პირდაპირ მოწმობს გაგრის რაიონის სოფელ აჩმარდის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვერცხლის თასზე შესრულებული ბერძნული წარწერა. II საუკუნეში ლაზთა სამეფო დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს რომ აერთიანებს, მოწმობს შემდეგი ფაქტიც: II ს. მიწურულს, როდესაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსს (193-211 წწ.) მოუხდა აჯანყებული ლაზების დამორჩილება, გიორგი სინგელოზის ცნობით, მან ,,დაიპყრო კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე“. ანუ ამ დროისათვის ლაზების ჰეგემონობა უკვე თითქმის მთელ კოლხეთზე ვრცელდებოდა.
რაც შეეხება სამხრეთით არსებულ ზიდრიტთა ოლქს, ამ მიმართულებით ლაზების ექსპანსია II საუკუნეში გამორიცხული იყო, რამდენადაც ეს რაიონი ძლიერი იბერიის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო მოქცეული. ზიდრიტთა ოლქის შემოერთება ლაზეთის სამეფომ მოგვიანებით, მხოლოდ III ს. შუა ხანებში მოახერხა, როდესაც რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური კონიუქტურის პირობებში იბერია იძულებული გახდა დაეცალა შავი ზღვის სანაპიროს აღნიშნული სექტორი.
წყაროები
ა)წყაროები:
კეჭაღმაძე (1961): ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი II. თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;
სამეცნიერო ლიტერატურა:
დუნდუა (2017): თედო დუნდუა, საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები, თბილისი;
დუნდუა, წირღვავა (1971): გიორგი დუნდუა, ვ. წირღვავა, ეკის განძი, „ძეგლის მეგობარი“, 27/28;
თოდუა (2008): თემურ თოდუა, სებასტოპოლისის გამაგრების სისტემა (ახ. წ. I-VI სს.), „ძეგლის მეგობარი“, 4 (111), თბილისი;
თოდუა, მურვანიძე (1997): თემურ თოდუა, ბ. მურვანიძე, რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან, გურია, მხარის კვლევა-ძიების შედეგები, II, თბილისი;
ლორთქიფანიძე (1991): გურამ ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
ლომოური (1975): ნოდარ ლომოური, ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
ლომოური (1968): ნოდარ ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბილისი;
მაკალათია (1944): სერგი მაკალათია, სეფიეთში აღმოჩენილი რომაული ფულების განძი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XII-B, Tb.;
მელიქიშვილი (1970): გიორგი მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I-III საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბილისი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
მუსხელიშვილი (1977): დავით მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“;
მუსხელიშვილი (2003): დავით მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი. გამომცემლობა „მემატიანე“;
ფიფია (2001): კახაბერ ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების ,,სამეფო“ - რომის მოკავშირე აღმოსავლეთში, „საისტორიო ძიებანი“, IV, თბილისი;
ფიფია (2002): კახაბერ ფიფია, ანტონინუს პიუსის მიერ ლაზებ¬ისათვის ,,მეფის“ დანიშვნის დროის საკითხისათვის, „საისტორიო ძიებანი“, V, თბილისი;
ფიფია (2005): კახაბერ ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბილისი;
ფიფია (2006): კახაბერ ფიფია, რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (ახ. წ. III ს.), თბილისი;
ფიფია (2008): კახაბერ ფიფია, იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი და ლაზეთის სამეფო, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, X, თბილისი;
ფიფია (2012): კახაბერ ფიფია, რომის აღმოსავლური პოლიტიკა და ცალკეული ,,სამეფოების“ წარმოქმნა კოლხეთში (ახ. წ. II ს.), თბილისი;
ფიფია (2016): კახაბერ ფიფია, პიტიუნტი რომის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში (ახ. წ. II-IV სს.), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შრომათა კრებული, ჰუმანიტ. მეცნიერებათა სერია, ტ. 4-5, თბილისი;
წერეთელი (1942): გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა, აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, XIII, თბილისი;
Виноградов (2013): Виноградов Андрей Юрьевич, Кувшин царя Бакура – новый источник по ранней истории Кавказа, ინტერდისციპლინარული არქეოლოგია, II, თბილისი;
Дьяконов (1961): Дьяконов Михаил Михайлович, Очерк истории древнего Ирана, Москва;
Кигурадзе (1987): Нино Кигурадзе Шалвовна, Гурам Лордкипанидзе, Темур Тодуа, Клейма XV легиона из Пицундского городища, Вестник древней истории, 1987, №2; Москва;
Ломоури (1997): Нодар Ломоури Юлонович, Абхазия в античную и ран-несредневековую эпохи, Тбилиси;
Ломоури (1981): Нодар Ломоури Юлонович, Грузино-римские взаим-оотношения, Тбилиси;
Луконин (1961): Владимир Луконин Григорьевич, Иран в эпоху первых Сасанидов, Ленинград;
Меликишвили (1959): Георгий Меликишвили Александрович, К истории древней Грузии, Тбилиси;
Моммзен (1949): Теодор Моммзен, История Рима, V, Москва;
Шестаков (1908): Сергей Шестаков Петрович, По поводу новейших трудов по истории и топографии Xерсонеса Таврического, Казань;
Харматта (1967): Янош Харматта, К истории Xерсонеса Таврического и Боспора, Античное общество, Труды конференции по изучению проблем Античности, Москва;
Debevoise (1938): Debevoise Neilson Carel, A Political History of Parthia, Chicago – Illinois;
Sprengling (1953): Martin Sprengling, Third Century Iran, Sapor and Kartir, Chicago;
Speidel (1988): Speidel Michael Paul, Temur Todua, Three inscriptions from Pityus on the Caucasus frontier, Saalburg Jahrbuch, 44;
Honigmann (1953): Honigmann Ernest et Maricq André, Recherches sur les Res gestae divi Saporis, Bruxelles.