მიხეილ შარვაშიძის ერთი წერილის შესახებ

ავტორები

  • თეა ქართველიშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.11

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთის სამთავრო, მიხეილ შარვაშიძე, ეპისტოლური მემკვიდრეობა, ყირიმის ომი, ოკუპირებული ტერიტორიების წყაროები

ანოტაცია

აფხაზეთის შესახებ არსებული წყაროების შესწავლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეპისტოლურ მემკვიდრეობას, რომლის შინაარსობრივი და გარეგნული მახასიათებლები წარმოგვიჩენს თანადროულ პოლიტიკურ-კულტურულ თუ სოციალ-ეკონომიკურ გარემოს.

საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის - მიხეილ შარვაშიძის წერილი, რომლის ადრესატი უცნობია. წერილი თარიღიანია და შესრულებულია 1854 წლის 5 ოქტომბერს.  მოცემულ პერიოდში მიმდინარეობდა ყირიმის ომი. საომარი ოპერაციები ხორციელდებოდა უშუალოდ აფხაზეთის ტერი­ტო­რიაზე. დაპირისპირებული მხარეებისთვის (რუსეთისა და ოსმალეთის იმპე­რიები), არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზეთის მთავრის პოზიციას, რო­მე­ლსაც საკუთარი სამთავროს გარდა დიდი ავტორიტეტი და გავლენა ჰქო­ნდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებშიც.

ომის მსვლელობისას, გარკვეულ პერიოდში, მიხეილ შარვაშიძე იძუ-ლე­ბული გახდა დაეტოვებინა სამთავრო და თავის სიმამრთან - გიორგი და­დი­ანთან  სამეგრელოში დაბინავებულიყო. წერილიც სწორედ, სამეგრე­ლო­ში ყოფნის დროს არის დაწერილი. ტექსტში მთავარი ეხება ომის ამბებს, ოსმალთა ჯარის მიერ სოხუმისა და ოჩამჩირის დაკავებას და თავის სა­მო­მა­ვ­ლო გეგმებს.

წყაროები

ახალაძე (2022): ლ. ახალაძე, აფხაზეთის სამთავრო სახლის წერილობითი მემკვიდრეობა XIX საუკუნეში (საბუთები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ეპიტაფიები), ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, XIV, ქუთაისი;

თაკალანძე (2000): ნ. თაკალანძე, მიხეილ შარვაშიძე, ცხოვრება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი;

პაპასქირი (2003): ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. I, თბილისი;

ჩხეტია (1963): შ. ჩხეტია, აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის, საისტორიო მოამბე, 15-16, თბილისი;

წურწუმია (2009): ზ. წურწუმია, აფხაზეთი რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში (XV ს. II ნახ. – XX ს. I მეოთხედი), საკვალიფიკაციო ნაშრომის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი;

ხორავა (2011): ბ. ხორავა, აფხაზთა სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე, თბილისი;

ჯანელიძე (2023): ო. ჯანელიძე, ყირიმის ომი და კავკასია, წგ. კავკასიის ისტორია, II, თბილისი;

Акты (1885): Акты, собранные Кавказскою археографической комиссии, X, Тифлис;

Акты (1888): Акты, собранные Кавказскою археографической комиссии, XI, Ти¬флис;

Кавказский Узел, 2014: Мухаммед-Амин, Источник: https://www.kavkaz-uzel.¬me¬dia/articles/219069 Кавказский Узел, 20 мая 2014

Цагареишвили (1953): Шамиль-ставленник султанской Турции и ангглийских колонизаторов. Сборник документальных материялов, под ред. Ш. В. Цагареишвили, Тблиси;

ინტერნეტრესურსი:

https://tr.wikipedia.org/wiki/Naib_Muhammed_Emin?fbclid=IwAR07GME5DI5pMZq6niMR207EMXYJG4uJHa7Admg6ANoOecI6R_53cYXLmV0

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია