ჩხუტელის კრიპტა
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.12საკვანძო სიტყვები:
ჩხუტელის კრიპტა, ქრისტიანული ეკლესიები, ისტორიული წყაროები, წმინდა მაქსიმე აღმსარებელიანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესიის ია-ტაკქვეშ გამოვლენილი კიბიანი ნაგებობის ნაშთი, რომელიც თავისი ფორმით წარმოადგენს მიწისქვეშა სათავსოს, სამალავს, გალერეას, კრიპტას, რომელსაც იყენებდნენ წმიდანის დასაკრძალავად და საეკლესიო სამსახურისათვის. მსგავსი კრიპტები მრავლადაა გამოვლენილი არქეოლოგების მიერ ადრეშუასაუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ეკლესიების იატაკქვეშ (დავათი, ნეკრესი, ბირელ კატი და სხვ.).
ახლადგამოვლენილი კრიპტა და მასზე გამოვლენილი წამების კვალიანი თითები ადამიანისა, VII-IV, XI-XII საუკუნეების ბერძნული და ქართული წერილობითი წყაროების ცნობები, აგრეთვე ასევე სხვა გარემოებები, საფუძველს გვაძლევენ ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სამარხთან.
წყაროები
ხვისტანი (2012) რევაზ ხვისტანი. ჩხუტელის წმიდა მაქსიმე აღმსარებელის სახელობის ეკლესიის ინტერერში აღმოჩენილი ინტალიო, აფხაზეთის მოამბე, #1(8), 2012, გვ. 31-37;
ხვისტანი, რჩეულიშვილი (2013-2014) რევაზ ხვისტანი, გიორგი რჩეულიშვილი, ლეჩხუმში წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის ადგილსამყოფელის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, XI, თბ., 2013-2014, გვ. 437-446;
ხვისტანი, რჩეულიშვილი (2015) რევაზ ხვისტანი, გიორგი რჩეულიშვილი, ჩხუტელის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესიის ინტერიერში 2011 წლის იანვარში წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, წმიდა მაქსიმე აღმსარებლისა-დმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები, I, 2015, გვ. 183-153.