ქორწინებანი კახეთის სამეფო და სამეგრელოს სამთავრო სახლების წარმომადგენელთა შორის (XVI-XVIII საუკუნეები)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.14საკვანძო სიტყვები:
ბაგრატიონები, დადიანები, კახეთის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროანოტაცია
გამოკვლევაში შესწავლილია კახეთის და ქართლ-კა ხეთის სამეფო სახლების წარმომადგენელთა ქორწინებანი სამეგრელოს/ოდიშის სამთავრო სახლის წარმომადგენლებზე. ეს შეუღლებანი განამტკიცებდა კავშირს ხსენებული სამეფოების მმართველ ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტოსა და ოდიშის სამთავროს მმართველ დინასტიას - დადიანებს შორის.
ნაშრომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის შესწავლილი ასეთი შეუღლებანი, რომლებიც ოთხჯერ მოხდა: 1) 1590 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის (მეფობდა 1574-1601; 1602-1605 წლებში) ასული ნესტან-დარეჯანი ცოლად გაჰყვა მანუჩარ I-ს (მთავრობდა 1590-1611 წლებში). 1591 წელს ნესტან-დარეჯანი მშობიარობისას გარდაიცვალა. მისი ძე - ლევან II (1591-1657) - 1611-1657 წლებში მთავრობდა; 2) 1750 წელს მეფე ერეკლე II-მ (1744-1762 წლებში მეფობდა კახეთში, 1762-1798 წლებში - ქართლ-კახეთში) ცოლად შეირთო დარეჯანი (1734-1807), ასული კაცია/გიორგი დადიანისა, რომლის ძმისწული კაცია II - 1757-1788 წლებში მთავრობდა; 3) 1765 წელს ერეკლე II-ის და - ელისაბედი (1750-1770) ცოლად გაჰყვა კაცია II-ს. ელისაბედი მშობიარობისას გარდაიცვალა. მისი ძე - გრიგოლი (1770-1804) - 1788-1804 წლებში მთავრობდა; 4) 1790 წელს ერეკლე II-ის შვილიშვილი - ნინო გიორგის ასული (1772-1847) ცოლად გაჰყვა მთავარ გრიგოლს. მეუღლის გარდაცვალების (1804) შემდეგ, ნინო რეგენტის რანგში განაგებდა სამთავროს, სრულწლოვანობამდე თავისი ძისა-ლევან V-ისა (1793-1846), რომელიც 1810-1840 წლებში მთავრობდა.
წყაროები
ამილახვარი (1997): ამილახვარი ალექსანდრე, ბრძენი აღმოსავლეთისა, გეორგიანული ისტორია, გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო ვაჟა კიკნაძემ, თბილისი;
ანთელავა (1990): ანთელავა ილია, ლევან II დადიანი, თბილისი, 1990;
ბარათაშვილი (1950): იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით, ლექსიკონით და საძიებლებით ავთანდილ იოსელიანმა, თბილისი;
ბატონიშვილი (1941): დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თამარ ლომოურის გამოცემა, თბილისი;
ბერძნიშვილი (1980): ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, თბილისი;
დადიანი (1962): დადიანი ნიკო, ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შოთა ბურჯანაძემ, თბილისი;
ქრონიკები XVII-XVIII (1980): საქართველოს ისტორიის ქრონიკები (XVII-XVIII საუკუნეები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ავთანდილ იოსელიანმა, თბილისი;
ორბელიანი (1981): ორბელიანი პაპუნა, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბილისი;
ჯავახიშვილი (2020): ჯავახიშვილი დავით, ბაგრატიონთა კახეთის შტოს დემოგრაფიული განვითარება (XV-XXI საუკუნეები), კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემა, თბილისი;
Дворянские роды (1998): Дворянские роды Российской империи, под редакцией С. Думина, т.IV, С. Думин, Ю. Чиковани, Князья Царства Грузинского, Москва.