ენტონი ბერჯესის დისტოპიური რომანი „მექანიკური ფორთოხალი“
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.20საკვანძო სიტყვები:
ენტონი ბერჯესი, „მექანიკური ფორთოხალი“, დისტოპიური რომანი, ავტორიტარული რეჟიმი, კლასიკური მუსიკა, სიკეთისა და ბოროტების საკითხიანოტაცია
ენტონი ბერჯესი XX საუკუნის გამორჩეული სტილისა და ხედვის ბრიტანელი მწერალია. შინაარსობრივად მწერლის რომანების დიდი ნაწილი ძალადობას, პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებას ეძღვნება. მწერალი ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური რომანების ავტორი. ბერჯესის წერის სტილმა იმთავითვე მიიქცია ფართო მკითხველი საზოგადოების ყურადღება. ევროპელ და ამერიკელ კრიტიკოსებს „მექანიკური ფორთოხალის“ მიმართ არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონდათ.
არაჯანსაღი გარემო, ომი, სოციალური სიდუხჭირე, ღმერთის არსებობაში დაეჭვება, ცრუ ფასეულობების მიღება იწვევს პიროვნების „ავადმყოფური სი-მახინჯეებისაკენ“ ლტოლვას. სად არის საძიებელი ალეკსის სულიერი ტრავმების სათავე? „აწმყოს განადგურებამ“ ხომ არ წარმოშვა ალეკსის სულიერი „მეტასტაზები“? იქნებ, მომავლის განჭვრეტაშია ადამიანის უბედურების მიზეზი და ეგზისტენციალური შიშების სათავე? საზოგადოების მიმართ ნდობის დაკარგვას მოსდევს გაუცხოება, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა, ძალადობა, ფსიქიკური სიგიჟეები. ვფიქრობთ, რომ ალეკსი „ნგრევის ეპოქის“ მსხვერპლია. მეამბოხე თინეიჯერი თანდათან საზოგადოებას უბრუნდება, სიკეთისა და ბოროტების გააზრებას იწყებს. ამაში მას კლასიკური მუსიკა - ბეთჰოვენის „დიადი მეცხრე“ ეხმარება. ალეკსი ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლია. უსულგულო მთავრობამ მას ყველაზე ძვირფასი თავისუფლება, მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული წაართვა.
წარმოდგენილ სტატიას გასდევს დისკურსიული აზროვნება, ანალიტიკური, კონოტაციური ძიებანი, კრიტიკული ანალიზი, მედიტაციები, აზრის მრავალპლანიანობა, შეპირისპირების მეთოდი.
წყაროები
არისტოტელე (1979) არისტოტელე, პოეტიკა, წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარები ს. დანელიასი, თბილისი;
ალიგიერი (2012) დ. ალიგიერი, ღვთაებრივი კომედია, თარგმანი და განმარტებანი კ. გამსახურდიასი, თბილისი;
ბერჯესი (2014) ე. ბერჯესი, მექანიკური ფორთოხალი, თარგმანი გ. ჭუმბურიძის, თბილისი;
ბოჭორიშვილი (1991) ა. ბოჭორიშვილი, თხზულებები ხუთ ტომად, ტომი I, თბილისი;
ბოჭორიშვილი (1980) ა. ბოჭორიშვილი, რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ, თბილისი;
იუნგი (2014): კ. გ. იუნგი, თანამედროვე ადამიანის სულიერი პრობლემა, კარენ ჰორნი, კულტურა და ნევროზი, ერიხ ფრომი, ვართ კი ნორმალურები? თარგმანი ნ. კუჭუხიძის, ქუთაისი;
კაპანელი (1937) კ. კაპანელი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ვაგნერი, სახელგამი, თბილისი;
ნიცშე (1989) ფ. ნიცშე, ესე იტყოდა ზარატუსტრა, თარგმანი ე. ტატიშვილის, „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, თბილისი;
პლატონი (2003) პლატონი, სახელმწიფო, თარგმანი ბ. ბრეგვაძის, თბილისი;
ლომბროზო (1908) ჩ. ლომბროზო, როგორ უყურებს ბოროტ-მოქმედებას ლომბროზო და მისი სკოლა, გაზეთი „ამირანი“, N101, 103, თბილისი;
უსლ (2005) უცხო სიტყვათა ლექსიკონი, შემდგენელი ს. თეზელიშვილი, თბილისი;
ფროიდი (2012) ზ. ფროიდი, კულტურით უკმაყოფილება, თარგმანი ა. პეტრიაშვილისა და გ. ხოშტარიასი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი;
შტაინერი (2014) რ. შტაინერი, ბოროტების წარმოშობა, „შუა საუკუნეების მისტერიათა ცენტრები“, თარგმანი ა. კვარაცხელიასი, თბილისი;
შოპენჰაუერი (2008) ა. შოპენჰაუერი, მუსიკის შესახებ, მშვენიერების მეტაფიზიკა, თარგმანი ვ. ფეიქრიშვილისა, თბილისი;
საფრანსკი (2015) რ. საფრანსკი, ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა, თარგმანი ანა კორძაია-სამადაშვილისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი;
ჰოიზინგა (1985) ი. ჰოიზინგა, თამაშის, როგორც კულტურის მოვლენის, არსი და მნიშვნელობა, თარგმანი გ. ნოდიასი, ჟურნალი „საუნჯე“, N6. თბილისი;
Roger (2002): Lewis Roger, Anthony Burgess, Faber and Faber, New York;
Phillips (1999): Paul Phillips, The Music of Anthony Burgess, London;
Coale (1981): Samuel Coale, Anthony Burgess, New York.