პერსონაჟისეული პოეტიკის ასპექტი და მისი სტრუქტურა „მწველი საიდუმლო“-ს საფუძველზე

ავტორები

  • თეა ჯღარკავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.21

საკვანძო სიტყვები:

ავტორისეული ნარატივი, ტექსტობრივი ბადე, პერსონაჟის პოეტიკა, ფუნქციურ-სემანტიკური ველი, მხატვრული ნარატივი, ინტერდისციპლინარულობა, კომუნიკაციური ლინგვისტიკა, სამეტყველო-კომპოზიციური ფორმები

ანოტაცია

სტატია ეხება იმ პრობლემას, თუ როგორ შეიძლება პე­რ­სო­ნა­ჟი დახასიათდეს ავტორისეულ მეტყველებაში. ეს მახასიათებელი შეიძლება განხორციელდეს ენობრივი საშუალებების ნაკრებით, რომელიც შეიძლება წარ­მო­დგენილი იყოს როგორც მისი ტყუპისცალი, კონცეპტუალიზებული „ტექსტურ ქსელად“ და ჩვენ ასევე ვცადეთ, თანამედროვე ფილოლოგიური კვლევის ასპექ­ტე­ბის გაშუქება, რაც მეთოდოლოგიურად ორიენტირებულია ინტერდისციპ­ლი­ნა­რულობაზე“. ნაშრომი მიზნად ისახავს თანამედროვე ფილოლოგიური კვლ­ე­ვის ასპექტების ურთიერთდაკავშირებას, ნარატიული ტექსტის პოეტიკის გაღ­რ­მა­ვებულ და განახლებულ კვლევას. მიუხედავად ამისა, საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ უმთავრესად ვგულისხმობთ პერსონაჟისეულ პოეტიკას, თუ როგორ ხდება კლასიკურ ნარატივში, პერსონაჟის ავტორისეული დახასიათება.

რაც შეეხება ნარატიული პოეტიკის კავშირს, კომუნიკაციურ ლინგვის­ტი­კა­სთან, პოეტიკა განისაზღვრება როგორც მეცნიერება ენობრივ საშუალებათა მხატვრული გამოყენების შესახებ. რადგანაც პოეტიკა კომპლექსურად უკავში­რ­დე­ბა ენას, აქედან გამომდინარე, ასეთივე კავშირია თანამედროვე პოეტიკისა, კო­მუნიკაციურ ლინგვისტიკასთან. კომუნიკაციური ლინგვისტიკა წარმოადგენს საკომუნიკაციო აქტისა და ტექსტის კვლევას. ტექსტის ლინგვისტიკა დაკავ­ში­რებულია პოეტიკასთან, სამეტყველო-კომპოზიციური ფორმათა თეორიით. აღ­ნი­­შნულ თეორიაში იგულისხმება  შემდეგი ფორმები: თხრობა, აღწერა, დახა­სი­ა­თება  და მსჯელობა.

ისმის კითხვა, თუ როგორი შეიძლება იყოს „დახასიათების ტექს­ტო­ბ­რი­ვი სტრუქტურა კლასიკური ტიპის მხატვრულ ნარატივში“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია „ტექსტობრივი ბადის“ ცნების გათვალისწინებით. „ტე­ქ­ს­ტობრივი ბადე“ კი სწორედ ის ცნებაა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძ­ლე­ბე­ლია იმის ჩვენება, თუ რა სახეს იღებს ენის სისტემაში არსებული ფუნქციურ-სე­მა­ნტიკური ველი ტექსტობრივი სინტაგმატიკის პირობებში? ენაში არსებული ველი გარდაიქმნება „ტექსტობრივ ბადედ“. ავტორისეულ თხრობაში პერ­სო­ნა­ჟის ავტორისეული დახასიათება ხდება თანმიმდევრული სისტემის მიხედვით. საყურადღებოა, რომ ეს თანმიმდევრულობა მიუთითებს თანამედროვე დონეე­ბ­რივ მოდელს: სიტყვა - წინადადება - ტექსტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტო­რი­სეულ მეტყველებაში პერსონაჟი ხასიათდება ტექსტის, წინადადების და სიტყვის დონეზე.

წყაროები

ლებანიძე (2004): გ. ლებანიძე, კომუნიკაციური ლინგვისტიკა, თბილისი;

Bessmertnaja (1979): N. Bessmertnaja, E. Wittmers, Uebungsbuch zur Textlinguistik (Einfache Komunikationsformen), Moskau;

Ноздрина (2004): Л. А. Ноздрина, Поетика грамматических категорий, Moskвa.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება