მითოსური წარმოსახვა და რეალური შტრიხები ქართულ ლიტერატურაში

ავტორები

  • მარიამ სულხანიშვილი დუზჯეს უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.28

საკვანძო სიტყვები:

მითოსური წარმოსხვა, რეალური შტრიხები, ქართული ლიტერატურა, მიხეილ ჯავახიშვილი, ეროვნული სინამდვილე

ანოტაცია

ქართული მწერლობა რომ შემოქმედთა სულიერებით შექ­მ­ნი­ლი მითოსური მეტამორფოზაა ინდივიდუალური სახისმეტყველების პრი­ზ­მ­­აში, სულაც არ გახლავთ სიახლე. სიახლეა მითოსთან, ზოგადად ხელ­ო­ვ­ნებასთან, როგორც მისტერიასთან, ჩვენი დამოკიდებულებები და ურთიე­რ­თ­კა­ვშირები. სიახლეა იმ გაგებით, რომ ხელოვნების დანიშნულება ოდითგანვე იყო განსაზღვრული და იგი კაცობრიობის ზნეობრივ აღზრდას ემსახუ­რე­ბო­და. მისი ზეგავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე ფერისცვალებით, არაერთგ­ვა­როვანი მიმღეობით ხასიათდება. ხელოვნების იდუმალი ძალა ინტე­ნ­სი­უ­რად ზემოქმედებს ადამიანურ სამშვინველზე და ახდენს პიროვნების ზნეო­ბ­რივ სრულქმნას, ისეთად, როგორც ეს ჩაფიქრებული აქვს ინსპირატორ-ხე­ლო­­ვანს. შესაბამისად, მხატვრული ფანტაზიით წარმოსახული გმირები მხო­ლოდ მხატვრული შემოქმედებების გალერიებიდან როდი გვიმზერენ, იგი ჩვე­ნში იწყებენ გადმოსახლებას. ხელოვნების ნაწარმოებებთან ჩვენი ინტე­ნ­სიური შეხება იწვევს მედიტაციურ განწყობილებებს და მიწიერი ყოფიერებით გაჯერებული ადამიანური ცნობიერება იძენს სულიერი აზროვნების უნარს, რომლის ნაკადიც მიემართება ზენა სამყაროებისაკენ. ეს არის მისი ჯა­დო­ს­ნუ­რი ძალა და უცვლელი პრინციპი, რამაც შექმნა და ჩამოაყალიბა თავ­და­პი­რ­ვე­ლი მითოსიც და ზოგადად, მხატვრული სამყაროც. ადამიანური პირო­ვ­ნე­ბის ყოვლისმომცველობითი გრძნობა უკვდავი სულის თვისებაა, რომელსაც შესწევს უნარი თავადვე გადაიქცეს ხელოვნების ნაწარმოებად. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ყველა დროში აქტუალურია. ამ გაგებით ადამიანური წარმოსა­ხ­ვე­ბით შექმნილი ფერები უფრო რეალურად აღქმადია, ვიდრე ყოველდღიურ არსებობაში ჩვენი ინტეგრირებული მეცნობიერება. ხელოვნების დახმა­რე­ბით ადამიანის სული ივსება სიახლით, და ამგვარად კონსტრუირებული პი­რო­ვნების განახლებული კატეგორია საზოგადოების წინაშე წარსდგება, რო­გორც ერთგვარი სულიერი ინსტიტუცია. ჩვენ მიერ განხილულ თემაში ერ­თ­მა­ნეთს ვუპირისპირებთ მხატვრული ფანტაზიებით შექმნილ მესიანისტურ გმი­რთა სამყაროს და მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ რეალობაში გად­მო­ცე­მულ ლიტერატურულ პერსონაჟებს. ვმსჯელობთ, თუ რომელი უფრო მარ­თე­ბუ­ლად გამოხატავს ჩვენს ეროვნულ სინამდვილეს.

წყაროები

ჯავახიშვილი (2004) მიხეილ ჯავახიშვილი, თხზულებანი. ტ. 1. თბილისი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“;

ჯავახიშვილი (2011): მიხეილ ჯავახიშვილი, ცოფიანი, გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ცისანა გენძეხაძემ, გამომც. „არტანუჯი“;

ჯავახიშვილი (1985): მიხეილ ჯავახიშვილი, მოთხრობები, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა