ნაციონალური ნარატივი (აკა მორჩილაძის „obOle“)

ავტორები

  • მარინე ტურავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.29

საკვანძო სიტყვები:

აკა მორჩილაძე, „ობოლე“, ნაციონალური ნარატივი,, მულტიპერსპექტიურობა, მეხსიერება, კლანურობა, ნაციონალურობა

ანოტაცია

ფრანგები ერთმანეთისაგან მიჯნავენ ისტორიასა და მეხ­სი­ე­რე­ბას, პირველი წიგნებში ინახება, მეორე ცოცხალ ხსოვნას ემყარება. „ობო­ლეში“ ორივეა - ისტორიაცა და მეხსიერებაც. მთავარი პერსონაჟი - ირაკლი - ისე იხსენებს უძველეს ამბებს, როგორც მეხსიერების სალაროში შენახულს, გა­დახარშულ-გადამუშავებულს. ბავშვობიდან ნანახი და მოსმენილი ერთ­ბა­შად ამოტივტივდება მის გონებაში. ძველი საგვარეულო სახლი მოგონებების სკივრად იქცევა. მოქმედება დასავლეთ საქართველოში,  ლეჩხუმში მიმ-დი­ნა­რეობს, მურის ციხეც აქ არის და მაქსიმე აღმსარებლის საფლავიც. ლეჩ­ხუ­მში ძალიან ძლიერია, ერთი მხრივ, სვანეთის, მეორე მხრივ კი, იმერეთის ზე­გა­ვლენა. ქართული ლიტერატურის რუკაზე კიდევ ერთი ტოპოსი, ლოკალი მო­ინიშნა, დამახასიათებელი მეტყველებითა და ხასიათებით, ყოფით, დე­ტა­ლებით.  მოქმედების ადგილი მკვეთრად ტოპონიმიზებული, დრო კი გა­ნ­სა­ზღვრულია.

       მწერალი მულტიპერსპექტიულ თხრობას იყენებს, „ობოლეშიც“ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ინდივიდუალურ, სუბიექტურ კონსტრუქციას გვთავაზობს, თუმცა, სხვა რო­მანებისაგან განსხვავებით, აქ მეტია განზოგადება, ვრცელი და ღრმა კო­ნ­ტექსტი.

       ირაკლისა და მისი ძმის, ნიკას ერთგვარი „კონკურენცია“ მთელ ტექსტს გა­­სდევს - ნიკა უფრო წარმატებულია, ამერიკაში ცხოვრობს, ფულიც მეტი აქვს, პაპისეულ მამულში ახალი სახლი აიშენა, თუმცა ეს მაინც კლანია (შო­ტ­ლა­ნდიურ არქეტიპში გვარი, მოდგმა). ირაკლის ყველა ნათესავი, რომელიც დაბაში ხვდება, სწორედ ამ კლანურ ერთიანობას განასახიერებს: შესაძლოა, ნაკლებად მყარს, ვიდრე ადრე, მაგრამ მაინც თვალშისაცემსა და მნიშვნ­ე­ლო­ვანს. სწორედ ამ თემას შემოაქვს ტექსტში სოციალური დისკურსი, რომე­ლიც აკა მორჩილაძისთვის არ არის უცხო. პერსონაჟთა ამ ანსამბლში გამო­რ­ჩე­ულია ბაბუცა მამიდა, სწორედ ის არის კერიის, ადათისა და სიყვარულის მცველი. ტიმოთეს მემკვიდრეების კლანურობა მხოლოდ ცოცხლებით არ შე­მო­იფარგლება, მათი ერთიანობა მათ მიცვალებულებშია, მათი სასაფლაო უფ­რო ცოცხალია, ვიდრე ყველა სასაფლაო, ერთად აღებული. სწორედ  ამ­გვარი დეტალების გამო ეწოდა წიგნს ნამდვილი ქართული ამბავი. ამასთან, ეს არის გასული საუკუნის 90 იანი წლების, როგორც თავად ავტორი უწოდებს, „სახალხო სროულობის“ ეპოქის, პოლიტიკური წიაღსვლების, მხედრ­იო­ნე­ლ­თა საქმეების შეულამაზებელი სურათი. „ქართველმა თუ წარსულის ამბები არ გადმოალაგა, დღევანდელისას რას ამბობს, ვერ გაუგებ“ - თავისივე სი­ტ­ყვებს ამართლებს მწერალი.  „ყოფითად, დიდი აღზნებისა და სადღე­გ­რ­ძე­ლო­­ების გარეშე“ მოყოლილი ამბების ოსტატია აკა მორჩილაძე.

      კვლევის სიახლეც სწორედ ეს არის ერთიანად, კომპლექსურად, კო­მპ­ო­ზი­ციურ-მხატვრული თვალსაზრისით რეფლექსირდეს ჩვენი ეპოქის გამო­რ­ჩე­უ­ლი ავტორის გამორჩეული მხატვრული ტექსტი.

წყაროები

მორჩილაძე (2011) აკა მორჩილაძე, obOle, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი;

მორჩილაძე (2021) აკა მორჩილაძე. ჩვენნაირად რომანებს მსოფლიოში არა-ვინ წერს, აკა მორჩილაძე 55 წლის იუბილეს აღნიშნავს, ინტერნეტ გამოცემა SPUTNIK საქართველო, 2021/10/11. sputnik-georgia.com › 202111-10 › aka-morcilaze-55.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა