ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა განსხვავებული სირთულის თავდაცვითი რეაქციების ტესტირებისას
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.34საკვანძო სიტყვები:
ბიოქიმიური მაჩვენებლები, ფსიქოგენური სტრესი, ქცევა, თვითრეგულაცია, ადაპტაცია, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია ბიოქიმური მაჩვენებლების ცვლილებები ფსიქოგენური სტრესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. იგი განეკუთვნება ფუნდამენტურ გამოკვლევათა რიცხვს და მიღებული შედეგები საკმაოდ სრულ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა სტრესული მდგომარეობისას ორგანიზმის ჰუმორული რეგულაციის შესახებ. კერძოდ, ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა აღნიშნავს სტრესული მდგომარეობის რეაქციული სინდრომის დასაწყისს, რომელიც ორგანიზმში მართავს ყველა ცირკულაციურ და მეტაბოლურ პროცესს, რასაც საბოლოოდ მივყავართ გარემოს შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციასთან. გამოკვლევის შედეგებს აქვს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება. კომპლექსური კვლევებით მივიღეთ ახალი დებულებები, ინფორმაციული ტრიადის ფაქტორთა არახელსაყრელი შერწყმით განვითარებულ ფსიქოგენური სტრესის პირობებში გამოვ-ლენილი ჰორმონალურ – ბიოქიმიური ძვრები მიანიშნებს ორგანიზმის დამცველობითი თვითმარეგულირებელ მექანიზმების მდგრადობის გაძლიერებაზე. პრაქ-ტიკული თვალსაზრისით მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გა-მოვლენილია ის ქცევითი აქტები, რომლებიც თვითრეგულაციის მექანიზმების მუშაობას გამოხატავს და განაპირობებს ორგანიზმის მდგრადობის დონის აწევას ჯანმრთელობისთვის სახიფათო სტრესოგენური ფაქტორებისადმი, სასარგებლოა ამ აქტების გაძლიერება და არა დათრგუნვა („მკურნალობა“), როგორც ხშირად ხდება უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევის მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, ჩატარებული კვლევებიდან, განსხვავებული სირთულის ექს-პერიმენტის პირობებში, ცხოველების მიერ გამოვლენილი ქცევითი აქტები სტა-ტისტიკური მონაცემებით კორელაციაშია ბიოქიმიური მაჩვენებლების მეტაბოლურ ცვლილებებთან. იგი განიხილება როგორც ბიოლოგიურად დადებითი სტრესული რეაქციის გამოვლინება და ასახავს თავის ტვინის თვითრეგულაციურ მოქმედებას, რაც გამოიხატება სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებაში.
წყაროები
ახალაძე, ხანანაშვილი, ჩიხლაძე (2011) ახალაძე ლ. ხანანაშვილი მ. ჩიხლაძე მ., კორტიზოლის მაჩვენებლის ცვლილებები განსხვავებული სირთულის რეაქციების ტესტირებისას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები X. სა¬ბუ¬ნე¬ბისმეტყველო მეცნიერებათა სერია. გამომცემლობა „მერიდიანი“
ახალაძე (2013) ახალაძე ლ. ბიოქიმიური მაჩვენებლების ცვლილებები ფსიქოგენური სტრესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მონოგრაფია., გამომცემლობა „მერიდიანი“;
ახალაძე, ხანანაშვილი (2014) ახალაძე ლ., ხანანაშვილი მ., ქცევითი და ემოციური მაჩვენებლების ცვლილებები ფსიქოგენუი სტრესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სერიის შრომები ტ. Xll. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“.
ხანანაშვილი (2008) ხანანაშვილი მ., ინფორმაციული სტრესი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა. თბილისი;
ღოღობერიძე (1994) ღოღობერიძე მ., ქცევის თვითრეგულაციის თავისებურებანი და ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები უმაღლესი ნერვული მოქმედების ინფორმაციული პათოლოგიის სხვადასხვა საფეხურზე თეთრ ვირთაგვებში. საკანდიდატო დისერტაცია. თბილისი;
ტატიშვილი, სოსელია (1989) ტატიშვილი ნ., სოსელია თ., იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში.თბილისი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
ლაბაძე (2006) ლაბაძე ი., შიდასახეობრივი ურთიერთობათა ნაწილობრივი დეპრივაციის გავლენა ვირთაგვების უმაღლესს ნერვულ მოქმედებაზე ფსიქოგენური სტრესის პირობებში. საკანდ. დისერტაცია. თბილისი;
Armario, Marti, Gil (1990) Armario A. Marti J, Gil M. The serum glucose response to acute stress is sensitive to the intensity of the stressor and to habituation. J. Psychoneuroendocrinology, 1990, 15(5-6);
Blum, Braverman, Holder, Lubar, et al (2000) Blum K. Braverman E. Holder J. Lu-bar J. et al. – Reward deficiency syndrome: a biogenetic model for the diagnosis end treatment of impulsive, addictive and compulsive behaviors. Jour. Psychoactive Drugs. 2000. v. 32;
Gellerman (1933) Gellerman S.W. Change orders of alternating stimuli in visual discrimination experiments. J.Cenet. Psychol, 1933. V.42;
Devidze, Gogoberidze, Orjonikidze (1997) Devidze N., Gogoberidze M., Orjonikidze Ts. Behavior of rats in the conditions of psychogenic stress. Proc. Georgian Acad. Sci. Biol. Ser. 1997, v.23, №1-6;
Hall (1934) Hall C.S. Emotional behavior in the rat. I.Defecation and urination as measures of individual differences in emotionality. J.Comp. Psychol. 1934. V. №2, P.385-403.
Korda, Biggio (1986) Korda M.J., Biggio G. Stress and gabeargic transmission biochemical and behavior studies. Advances in biochemical psychopharmacology. 1986, V.41, P.121.
McEwen (1998) McEwen B.S., Stress adaptation, and disease. Allostasis and allostatic load. Ann N.Y. Acad. Sci. 1998. 840;
McEwen, Wingfield (2003) McEwen B.S. Wingfield J.C., - The concept of allostasis in biology and biomedi-cine. Horm. Behav.;
Vigas (1989) Vigas M. Neuroendocrine responses to psychosocial and somatic stress in rat and humans//stress: Neurohumoral and humoral mechanisms/ Ed., G.R. Van Loon, R. Kvernansky, R.McCarty, J.Axelrod. – New-York, Cordon and breach science Publischers;
Безверхая (1985) Безверхая Т.П.Физиология надпочечников // в кн.: нарушение функции надпочечников при эндокринных заболеваниях/Под ред. И.В. Комисаренко. – Киев. Здоровья;
Селье (1982) Селье Г. Стресс без дистресса - Москва. Прогресс;
Хананашвили, Реберг (1981) Хананашвили М. М. Реберг Г. Саморегуляция поведения в условях возрастаюших нагрузок на аналитико-синтетическую деятельность мозга у кошек. Журн. В.Н.Д. 1981. т. 31. №4;
Хананашвили, Домианидзе (1989) Хананашвили М. М., Домианидзе Т. Г. Способ мо¬делирования невроза. Авторское свидетельство, №1506474.