მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა აკადემიურ მიღწევებზე მოქმედი ფაქტორები

ავტორები

  • მანანა ბოჭორიშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.36

საკვანძო სიტყვები:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, სტუდენტები, აკადემიური მიღწევები, სოციალური ქსელი (Facebook), აკადემიური მიღწევა, მოქმედი ფაქტორები, ონლაინ ჯგუფები

ანოტაცია

სტატია ეხება პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში  სო­ხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების  საგანმან­ა­თ­ლებლო პროგრამის სტუდენტთა აკადემიურ მიღწევებზე  მოქმე­დი ფა­ქ­ტო­­რების კვლევას.  კერძოდ, მათ აკადემიურ შედეგებზე საგნობრივი სოცია­ლუ­რი ქსელის (Facebook)  როლის შესწავლას. შესწავლილ იქნა  ბოლო სამი სას­წა­ვლო წლის  ცხრა ქეისი თითოეულ ქეისად  განვიხილეთ  ერთი საგნობრივი ჯგუფი და ქეისების შესწავლისას უპირატესობა მივანიჭეთ კორვენგენციულ მიდგომას რაც რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტების გა­მო­ყენების შესაძლებლობას იძლვა და მონაცემთა ანალიზს უფრო სიღ­რ­მი­სეულს ხდის.

      კვლევა მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ცოდნის მიღების პროცესის ხელმისაწვდომობა და პედაგოგიური უნარების გა­ნვითარება. კვლევით გადავამოწმეთ ჰიპოთეზა, რომელიც  ამტკიცებს, რომ სასწავლო პორტალები და დახურული ონლაინჯგუფები მნიშვნელოვნად უწ­ყო­ბენ ხელს სტუდენტების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, სწავ­ლის ხელმისაწვდომობას, კოლაბორაციულ სწავლებას და გრძელვადიან პე­რ­სპექტივაში აუმჯობესებს პედაგოგიურ პრაქტიკას.

     კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დახურული ონლაინჯგუფების გამოყე-ნე­ბა ზრდის სტუდენტების ჩართულობასა და აქტიურობას სასწავლო პრო­ცე­ს­ში. რაოდენობრივი ანალიზი მტკიცედ ადასტურებს კავშირს სტუდენტების აქტიურობასა და აკადემიურ შედეგებს შორის, რაც სტატისტიკურად მნიშვნე­ლო­ვანი კორელაციით  (r = 0.79) დადასტურდა  და  თვისებრივი კვლევით ამ კო­რელაციის ახსნა  მოხდა.

      კვლევის დასკვნა მიუთითებს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდე­ნ­ტე­ბი­ს­თ­ვის დახურული სოციალური ონლაინჯგუფების გამოყენება მნიშვ­ნელ­ო­ვ­ნად აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას, ცოდნის მიღების პროცესის ხელ­მი­სა­წვდომობას და პედაგოგიური უნარების განვითარებას.

წყაროები

Topping, K. J. (2018). The effectiveness of collaborative learning for undergraduate students: A meta-analysis. Review of Educational Research, 68(2), 249-276.

Kumar, V., & Vig, R. (2017). The impact of e-learning on student performance: A case study of university students in Pakistan. International Journal of Information and Education Technology, 7(9), 702-707.

Garrison, D. R., & Anderson, T. (2003). E-Learning in the 21st Century: A Frame-work for Research and Practice. Routledge.

Hrastinski, S. (2008). Asynchronous and synchronous e-learning. Educause Quarterly, 31(4), 51-55.

Bates, A. W., & Sangra, A. (2011). Managing Technology in Higher Education: Strategies for Transforming Teaching and Learning. Jossey-Bass.

Salmon, G. (2002). E-Moderating: The Key to Teaching and Learning Online. Kogan Page.

Dhawan, S. (2020). Online Learning: A Panacea in the Time of COVID-19 Crisis. Journal of Educational Technology Systems, 49(1), 5-22.

Hodges, C., Moore, S., Lockee, B., Trust, T., & Bond, A. (2020). The Difference Between Emergency Remote Teaching and Online Learning. Educause Review.

Jandrić, P., Hayes, D., Truelove, I., Levinson, P., Mayo, P., Ryberg, T., ... & Hayes, S. (2020). Teaching in the Age of Covid-19. Postdigital Science and Education, 2, 1069-1230.

Bates, T. (2020). Crises, Change, and Online Learning. Online Learning and Distance Education Resources.

Li, C., & Lalani, F. (2020). The COVID-19 Pandemic has Changed Education Forever. This is How. World Economic Forum.

Bozkurt, A., Jung, I., Xiao, J., Vladimirschi, V., Schuwer, R., Egorov, G., ... & Paskevicius, M. (2020). A Global Outlook to the Interruption of Education Due to COVID-19 Pandemic: Navigating in a Time of Uncertainty and Crisis. Asian Journal of Distance Education, 15(1), 1-126.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერებანი