საქართველოში დასავლური საგანმანათლებლო იდეების გავრცელების ისტორიიდან (XX საუკუნის დასაწყისი)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.38საკვანძო სიტყვები:
საქართველო, რუსეთის იმპერია, დასავლური საგანმანათლებლო იდეები, ჟურნალი „განათლება“, ჟურნალის კონცეფციაანოტაცია
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ჟურნალ-გაზეთები ფართოდ აშუქებდნენ ქვეყნის საგანმანათლებლო ცხოვრებაში არსებულ ვითარებას, სწავლა-აღზრდის, სასკოლო სახელმძღვანელოების, მასწავლებელთა პროფესიული კადრების მომზადებისა და სხვა საკითხებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ განმანათლებელთა შეხედულებების, სწავლების პროგრესული თეორიებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაცია. გამოქვეყნებულია ჰერმან ვაიმერის, ჟან ჟაკ რუსოს, ოტო ლიპმანის, ფრიდრიხ ნიცშეს, ჰერბერტ სპენსერის, უილიამ ჯეიმსის, ჰაინრიხ პესტალოცის, იან ამოს კომენიუსის, კორნელიუს გურლიტის და სხვათა შეხედულებები, ევროპული და ამერიკული სასკოლო ცხოვრების მოწყობის, სწავლის მეთოდების, მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების, სკოლაში არსებული პრობლემების და მათი დაძლევის შესახებ სხვადასხვა წერილები.
საქართველოში დასავლური საგანმანათლებლო იდეების გავრცელებას ორი ფაქტორი უწყობდა ხელს: 1. XIX-XX სს. მიჯნაზე, რუსეთის დემოკრატიულ წრეებში ინტენსიურად გავრცელებული ევროპული საგანმანათლებლო შეხედულებები საქართველოზეც ახდენდა გავლენას; 2. ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული განათლების სისტემის განახლებაში და მრავალრიცხოვანი ჟურნალ-გაზეთების დახმარებით ცდილობდნენ მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარებას. ამ სახის პუბლიკაციებით გამოირჩეოდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული საგანმანათლებლო ჟურნალი„განათლება“, რომლის დამაარსებელი, გამომცემელი და რედაქტორი იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სახალხო პედაგოგი ლუარსაბ ბოცვაძე.
ნაშრომში ისტორიულ-შედარებითი კვლევის საფუძველზე გაანალიზებულია ჟურნალ „განათლების“ საქმიანობა დასავლური საგანმანათლებლო და სამეცნიერო აზრის გავრცელების მხრივ. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ პუბლიკაციების დიდი ნაწილი ლუარსაბ ბოცვაძის და მისი თანამოაზრეების მიერ იყო თარგმნილი და ორიენტირებული იყო ქართულ საგანმანათლებლო ცხოვრებაში არსებულ საჭიროებებზე და მოწინავე ევროპული სასკოლო ცხოვრების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. კვლევამ დაადასტურა ჟურნალის გაცხადებული ძირითადი მიზნები და ამოცანები, პრიორიტეტული თემები და კონცეპტუალური საგანმანათლებლო ხედვები.
წყაროები
ალანია (2012) ივანე გომართელი. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2. მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სტამბა შპს „საქართველოს მაცნე“ თბილისი;
ბოცვაძე (19081) ლუარსაბ ბოცვაძე. განათლება ძალაა, ჟურნალი „განათლე-ბა“, 1908, N1. გვ. 1-15;
ბოცვაძე (19082) ლუარსაბ ბოცვაძე. დედა ენა, როგორც საფუძველი სწავლებისა, ჟურნალი „განათლება“, 1908, N1. გვ. 57-80;
ბოცვაძე (19083) ლ.ბ-ძისა (ლუარსაბ ბოცვაძე). ბულგარია, სახალხო მასწავლებლები და მათი კავშირი. ჟურნალი „განათლება“, 1908, N1. გვ. 96-108.
ბოცვაძე (19084) უცხოეთის მიმოხილვა. ლას ბანისა, ლუარსაბ ბოცვაძის ფსევდონიმი. ჟურნალი განათლება, 1908. N2. გვ. 159-164.
ბოცვაძე (19085) ლუარსაბ ბოცვაძე. უცხოეთის ამბები, 1908, N1. გვ. 161-170;
ბოცვაძე (1911) ლუარსაბ ბოცვაძე. რედაქციისგან,„განათლება“, 1911, N1. 1-3;
ბოცვაძე (2023) ზურაბ ბოცვაძე. ლუარსაბ ბოცვაძე. შესავალი წერილი ლუარსაბ ბოცვაძის თხზულებათა პირველ ტომში, თბილისი, საქართველოს პა-რლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
გომელაური (1908) ივანე გომელაური. „პედაგოგიური აზრები ილია ჭავჭავაძის თხზულებებში, ჟურნალი „განათლება“, 1908, N1. გვ. 29-40;
ვაიმერი (1908) პედაგოგიის ისტორის დ-რ ვაიმერისა თარგმანი გერმანული-დან ნ. ლორთქიფანიძისა, ჟურნალი „განათლება“, 1908, N1. გვ. 81-95.
მიქაძე (1984) გივი მიქაძე. ფსევდონიმების ლექსიკონი. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
მიქაძე (1961) მიქაძე, გ. ქართული ფსევდონიმების ლექსიკონი, გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. ხელნაწერი. ინფორმაცია ხელმისაწვდო-მიაhttp://www.nplg.gov.g-e/gwdict/index.php?a¬=te-rm&d=¬2&t¬=29148
სახალხო განათლების... (1955) სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 2. ვ. ქაჯაიას რედაქტორობით. სამეცნიერო მეთოთოდური კაბინეტის გამომცემლობა;
რუსო (1908) ჟ.ჟ. რუსო მისი მოძღვრება და მნიშვნელობა მე-XVIII საუკუნეში, Contrat social (საზოგადოებრივი ხელშეკრულება) და სხვ. ჟურნალი, „განათლება“, 1908, N 3-4. გვ. 41-76;
ყუმისთაველი (1908) გერმანიის მასწავლებელთა კავშირი, ა. ყუმისთაველისა, ჟურნალი „განათლება“, N1. გვ. 87-95;
ცომაია (19081) ასტრონომია, ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა - კოპერნიკიდან (1473-1543) ნიუტონით (1642-1727)წ. ს. ცომაიასი. ჟურნალი „განათლება“, 1908, N2. გვ. 46-59.
ცომაია (19082) ასტრონომია, ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა - კოპერნიკიდან (1473-1543) ნიუტონით (1642-1727)წ. ს. ცომაიასი. ჟურნალი „განათლება“-,19082, N3-4: გვ. 22-40).
ჭკუასელი (1981) ივანე ჭკუასელი, ჟურნალი „განათლება“ და მისი ადგილი ქართული პედაგოგიკური აზროვნების განვითარებაში. თბილისი, გამომცემლობა „განათლება“;
ჯეიმსი (1911) უილიამ ჯეიმსი. საუბრები ფსიქოლოგიაზე, ჟურნალი „განათლება“, 1911, N4,5,6;
ჯეიმსი (1912) უილიამ ჯეიმსი. საუბრები ფსიქოლოგიაზე, ჟურნალი „განათლება“, 1912, N 2,3,4;
Delaney, (IEP) James J. Delaney.Jean-Jacques Rousseau (1712 -1778),Niagara University USA.ხელმისაწვდომია საიტზე: https://iep.utm.edu/rousseau/#H4
Encyclopedia Britannica, William James. American psychologist and philosopher, Written by Horace M. Kallen, ხელმისაწვდომია https://www.br-itannica.-com/biography/William-James
Hesse (1995) Die Professoren und Dozenten der preussischen Pädagogischen Akademien (1926-1933) und Hochschulen für Lehrerbildung (1933-1941). Deutscher Studien Verlag, 1995 - 828 Seiten ხელმისაწვდომია საიტზეhttps://-books.google.de/books?id=fpQrAQAAIAAJ&q=Hermann+Weimer ვეიმარი
Horace M. Kallen (1925) Horace M. Kallen, The Philosophy of William James Drawn from his own Works, The Modern Library, New York, ხელმისაწვდომიასაიტზე. https://ia801302.us.archive.org/15/items/philosophyofwill00-jame/philosophyofwill00jame.pdf
Weingardt (2004) Martin Weingardt: Fehler zeichnen uns aus: transdisziplinäre Grundlagen zur Theorie und Produktivität des Fehlers in Schule und Arbeit-swelt. Klinkhardt, Bad Heilbrunn 2004 (bes. S. 42–44);
Rainer Bölling (1978) Rainer Bölling. Volksschullehrer und Politik Der Deutsche Lehrerverein 1918–1933, Kritische Studien zur Geschichtswissenschaft Band 32, Herausgegeben von Helmut Berding, Jürgen Kocka, Hans-Ulrich Wehler, Göttingen. ხელმისაწვდომია საიტზე https://download.e-bookshelf.de/down-load/0003/8990/78/L-G-0003899078-0002337359.pdf