თანამედროვე კლასის დამრიგებლის მშობლებთან მუშაობის მეთოდიკა
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.41საკვანძო სიტყვები:
კლასის დამრიგებელი, მშობლებთან მუშაობის მეთოდიკა, აღზრდის თეორია, საოჯახო აღზრდაანოტაცია
დღევანდელ მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგიის საფუძველზე უამრავი ახალი პედაგოგიური თეორიები და ინოვაციები შეიქმნა, რამაც უფრო მოქნილი და მიმზიდველი გახადა სასწავლო პროცესი; თუმცა ამას ვერ ვიტყვით აღმზრდელობითი კუთხით მიმდინარე პროცესზე: აღზრდის თეორია საერთოდ ამოღებულია უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო კურსიდან, ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სახელმძღვანელო წიგნებში შეტანილი სასწავლო მასალის უმრავლესობა ზნეობრივი დატვირთვის კუთხით რამდენამდე ჩამორჩება წინა წლებში შეტანილი სასწავლო მასალის დონეს.
საკითხი აქტუალურია, შესაბამისად, ჩვენი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს პედაგოგიურ პროცესში აღმზრდელობითი თემატიკის წინა პლანზე წამოწევა, პიროვნების ფორმირების პროცესში მისი როლისა და მნიშვნელობის უკეთესად გაცნობიერება. კონკრეტულად განვიხილავთ კლასის დამრიგებლის როლსა და მნიშვნელობას როგორც სასწავლო პროცესში, ასევე მშობლებთან მუშაობის თვალსაზრისით.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია კლასის დამრიგებლის მშობლებთან მუშაობის რამდენიმე ასპექტზე, კონკრეტულ ფორმებსა და მეთოდებზე, რომელსაც დამრიგებელი მშობლებთან ურთიერთობების პროცესში უნდა იყენებდეს.
წყაროები
ამონაშვილი (1998) შალვა ამონაშვილი. ცხოვრების სკოლა, თბილისი;
ბოჭორიშვილი (2018) მანანა ბოჭორიშვილი. კლას-კომპლექტში სწავლება, მეთოდური რეკომენდაცია, თბილისი;
ქორიძე (2019) ქორიძე თ. კლასის დამრიგებელი გაზეთი „ახალი განათლება“, თბილისი;
Лодкина (2009) Лодкина Т. Педагогическое исследование семейных норм и ро-дительской психологии, Москва, 4-е издание, Москва, Издательство Центр «Академия»