„დავითისა და კონსტანტინეს წამების“ ერთი უცნაური ცნობის გააზრების საკითხისათვის ანუ რატომ გამოაცხადა ქართველმა აგიოგრაფმა კომან-ყივჩაყთა „მეფე“ ჰერაკლე კეისრის მოკავშირედ

ავტორები

  • ზურაბ პაპასქირი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.44

საკვანძო სიტყვები:

დავითისა და კონსტანტინეს წამება, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, ჰერაკლე კეისარი, ბიზანტია, ყივჩაყები, თურქთა ხაკანატი, დავით აღმაშენებელი, ანაქრონიზმი

ანოტაცია

XII საუკუნის ანონიმი ავტორის ჰაგიოგრაფიულ თხზუ­ლე­ბაში, „დავითისა და კონსტანტინეს წამება“, რომელშიც VII-VIII საუკუნეების მო­ვლენებია აღწერილი, გვხვდება ფრიად უცნაური ცნობა. სპარსელების წი­ნა­აღმდეგ ომში ჩაბმული ბიზანტიის იმპერატორის, ჰერაკლე I-ის (610-641) გმი­რობებზე საუბრისას, ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ „...ბრძანებითა ღმრთისაჲთა განილაშქრა“ მან „სპარსთა ზედა და შევიდა ქუეყანასა კო­მა­­თა­სა, რომელ არიან ყივჩაყნი, და მისცა ასული თჳსი ცოლად მეფესა ყივ­ჩა­­თა­სა და წარიყვანა ყოვლითა ძალითა მისითა ძალად თჳსად. და შევიდა სპა­­სეთს და მოკლა ხუასრო, სპარსთა მეფე, და ტყუე ყო, და აღაოჴრა ქუეყანაჲ სპარსეთისაჲ“. ცნობის უცნაურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ სრულიად წარმოუდგენელია VII ს. 20-იანი წლების მოვლენებში კომან-ყივჩაყთა მო­ნა­წი­ლეობა. სრულიად აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანაქ­რო­ნ­ი­ზ­მ­თან, რადგან ისტორია არ იცნობს კომან-ყივჩაყებსა და მათ „მეფეს“, რო­მე­­ლსაც თითქოს მიათხოვა თავისი ქალიშვილი ბიზანტიის ძლევამოსილმა იმპერატორმა ჰერაკლე I-მა.

       წარმოდგენილ ნაშრომში, დასმული პრობლემის ირგვლივ არსებული წე­რილობითი წყაროებისა და ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის მონა­ცე­მე­ბის ანალიზის საფუძველზე, ავტორი ასკვნის, რომ ქართველ აგიოგრაფს ამ შემთხვევაში ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში დაფიქსირებული საკუ­თ­რივ თურქების (დასავლეთ თურქთა ხაკანატის, ან მათი ქვეშევრდომი ხა­ზა­რე­ბის) ნაცვლად გამიზნულად შემოყავს ავანსცენაზე კომან-ყივჩაყები, რო­მ­ლებიც, როგორც ცნობილია, ამ მოვლენებიდან თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ აქტიურად ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.

       „წამების“ ავტორს, როგორც დავით აღმაშენებლის პოლიტიკური კურსის აპოლოგეტს, თურქთა „წარმართი“ ხელმწიფისა და ბიზანტიელი პრინცესას არშემდგარი ქორწინების ნარატივში (რომლის ინიციატორი თვით ძლე­ვა­მო­სილი და ქრისტიანული სამყაროს მხსნელად აღიარებული ჰერაკლე კეი­სა­რი იყო), თურქ-ხაზართა ჩანაცვლება კომან-ყივჩაყებით დასჭირდა იმი­სა­თ­ვის, რომ გაემართლებინა დავით აღმაშენებლის „საჩოთირო“ ქორწინება ასევე „წარმართ“ ყივჩაყთა „უმთავრესის“ ათრაქა შარაღანის ძის ასულზე, რო­მელიც, როგორც ჩანს, იწვევდა გარკვეულ პროტესტს ქართული ეკ­ლე­სიის ორთოდოქსული წრეების და პოლიტიკური ელიტის ცალკეული წა­რ­მო­მა­დგენლების მხრიდან.

წყაროები

ავალიშვილი (1929) ზურაბ ავალიშვილი. ერთი ჯვარის გარშემო. – წიგნში: ზურაბ ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან. ოთხი საისტორიო ნარკვევი. პარიზი;

ალასანია (2008) გიული ალასანია. ქართველებისა და ისლამამდელი თურქების ურთიერთობის ისტორიიდან. – წიგნში: გიული ალასანია. ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბილისი;

ალასანია (2008a): გიული ალასანია. საქართველო, ჰერაკლე კეისარი და მისი მოკავშირე თურქები. – წიგნში: გიული ალასანია. ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბილისი;

ალექსიძე (1968) ზაზა ალექსიძე. კირონ ქართლის კათალიკოსი. ალმუკავკასისა და კიროს ფაზისელის იდენტიფიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით. -ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ანჩაბაძე (1993) გიორგი ანჩაბაძე. ეთნონიმ „ხაზარის“ მნიშვნელობისათ-ვის „ქართლის ცხოვრებაში“. – ქართული წყაროთმცოდნეობა. VIII. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

არახამია (2017) გონელი არახამია. ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქცია. – წიგნში: ახალი „ქართლის ცხოვრება“. ვახტანგისეული რედაქცია. ტ. I. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. თბილისი;

არახამია (2009) გონელი არახამია. ინტერპრეტაცია და ანაქრონიზმი ძველ ქართულ მატიანეებში. – ისტორიანი. სამეცნიერო კრებული. მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი. თბილისი, გამომცემლობა „არტანუჯი“;

არსენ ბერი (1971) არსენ ბერი. ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოჲსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაჲ. – ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ტ. III (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს.). დასაბეჭდად მოამზადეს ილია აბულაძემ, ენრიკო გაბიძაშვილმა, ნარგიზა გოგუაძემ, მანანა დოლაქიძემ, გულნაზ კიკნაძემ, ციალა ქურციკიძემ. ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ბადრიძე (1984) შოთა ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და დასავლეთ ევროპასთან. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ბოგვერაძე (1973) ანრი ბოგვერაძე. ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;

ბოგვერაძე (1971) ანრი ბოგვერაძე. დავით აღმაშენებლის ისტორიის თარიღისა და ხასიათის შესახებ. – ქართული ისტორიოგრაფია. 2. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1971;

გამყრელიძე (1954) ალექსანდრე გამყრელიძე. ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ცნობები ირაკლი კეისრის საქართველოში ლაშქრობის შესახებ. – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკვეთი 31, 1954. თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;

გოილაძე (1997) ვახტანგ გოილაძე. აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო. თბილისი;

გოილაძე (1977) ვახტანგ გოილაძე. ჯუანშერის თხზულებაში მოხსენიებული „თურქთა მეფე საბა“ და „ჯიბღა ერისთავი“ (ვინაობისა და ურთიერთნათესაობის საკითხისათვის). – მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1977, #2. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

დავით აღმაშენებელი (1989) დავით აღმაშენებელი. გალობანი სინანულისანი. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;

დავით აღმაშენებლის (1955) დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი. – ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბილისი, „სახელგამი“;

დავლიანიძე (1965)ლიანა დავლიანიძე. ხაზართა ლაშქრობა თბილისსა და ალბანეთში. მოსე კალანკატუელის „ალბანეთის ისტორიის“ მიხედვით. – ქართული წყაროთმცოდნეობა. I. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

დავლიანიძე (1966) ლიანა დავლიანიძე. მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ. – საქართველო რუსთაველის ხანაში. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

თეოფანე (1941) თეოფანე ჟამთააღმწერელი. ქრონოგრაფია. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. IV, ნაკვთი I. თბილისი;

კაკაბაძე (1913) სარგის კაკაბაძე. დავით აღმაშენებლის მემატიანის ვინაობა. ტფილისი, ს. მ. ლოსაბერიძის სტამბა;

კალანკატუაცი (1985) მოვსეს კალანკატუაცი. ალვანთა ქვეყნის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილმა. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

კეკელიძე (1980) კორნელი კეკელიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ორ ტომად. ტ. I. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

მატიანე (1955) მატიანე ქართლისა. – ქართლის ცხოვრება. ტ. I ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, სახელგამი;

მესხია (2016) შოთა მესხია. ძლევაჲ საკვირველი. დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს მარინე მესხიამ და ზურაბ პაპასქირმა. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;

მესხია (1958) შოთა მესხია. თბილისი ადრეფეოდალურ ხანაში. – წიგნში: შოთა მესხია, დავით გვრიტიშვილი, მამია დუმბაძე, აკაკი სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა;

მოქცევაჲ (1979) მოქცევაჲ ქართლისაჲ. – შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბაადურ გიგინეიშვილმა და ელენე გიუნაშვილმა. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

მროველი (1955) ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. – ქართლის ცხოვრება. ტ. I ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, „სახელგამი“;

მროველი (2008) ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: მიხეილ ქავთარიამ, ელენე ცაგარეიშვილმა, ზურაბ სარჯველაძემ. – ქართლის ცხოვრება. მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, „არტანუჯი“;

მუსხელიშვილი (2003) დავით მუსხელიშვილი. საქართველ IV-VIII საუკუნეებში. თბილისი, გამომცემლობა „მემატიანე“;

მუსხელიშვილი (2012) დავით მუსხელიშვილი. საქართველო VII ს-ის პირველ ნახევარში. – საქართველოს ისტორია ოთხ ტომად. უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე. ტ. II. საქართველო ქრისტიანობის მიღებიდან თამარ მეფის გარდაცვალებამდე. თბილისი, გამომცემლობა „პალიტრა L“ ;

ნიკიფორე (1952) ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი. მოკლე ისტორია მავრიკის მეფობის დროიდან. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. IV, ნაკვეთი II. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;

ოდიშელი (1963) ჯუმბერ ოდიშელი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ვინაობის საკითხისათვის. - ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე. V. თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;

პაპასქირი (1990) ზურაბ პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;

სანაძე, არახამია (2013) მანანა სანაძე, გონელი არახამია. VI ს. ისტორიული ქრონიკა „დავით და კოსტანტინეს წამებაში“. თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;

სუმბატი (1955) სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. – ქართლის ცხოვრება. ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, „სახელგამი“;

ფუტკარაძე (2020) ტარიელ ფუტკარაძე. „ბუნ-თურქები“, თურქები და ყივჩაყები უძველეს ქართულ წყაროებში. თბილისი;

ქართლის ცხოვრება (1849) ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის. გამოცემული ღვაწლითა უ. ბროსე. ნაწილი პირველი. ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ. სანქტპეტერბუღს;

ყაუხჩიშვილი (1952) სიმონ ყაუხჩიშვილი. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის „ისტორიის“ კვალი ძველქართულ მწერლობაში. ბრძოლა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის VII საუკუნეში. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. IV, ნაკვეთი II. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;

ყაუხჩიშვილი (1963) სიმონ ყაუხჩიშვილი. ბერძნული ლიტერატურის ისტორია. ტომი III. ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა. თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა „ცოდნა“;

წამებაი და ღუაწლი (1971) წამებაი და ღუაწლი წმიდათა და დიდებულთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი. – ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ტ. III (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს.). დასაბეჭდად მოამზადეს ილია აბულაძემ, ენრიკო გაბიძაშვილმა, ნარგიზა გოგუაძემ, მანანა დოლაქიძემ, გულნაზ კიკნაძემ, ციალა ქურციკიძემ. ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ხაჩიძე (1921) ლელა ხაჩიძე. ისტორიული ჟანრის ბიზანტიური თხზულებები და მათი გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი. – კორნელი კეკელიძე ქართული ფილოლოგიის პატრიარქი. თბილისი, „ქართველოლოგი“;

ჯავახიშვილი (1979) ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. I. – თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. I. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;

ჯავახიშვილი (1983) ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II. – თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. II. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ჯუანშერი (1955) ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. – ქართლის ცხოვრება. ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, სახელგამი;

Esbroeck (1976) M. van Esbroeck. Une chronique de Maurice à Héraclius dans une récit des sièges de Constantinople. – Bedi Kartlisa. Revue de karthvelologie. 34, 1976. Paris;

Golden (1992) Peter B. Golden. An introduction to the history of the Thrkic peoples: ethnogenesis and state formation in medieval and early modern Eurasia and the Middle East. Wiesbaden, Otto Harrassowitz;

Golden (2011) Peter B. Golden The shaping of the cuman-qïpčaqs and their world. – წიგნში: Peter B. Golden. Studies on the Peoples and Cultures of the Eu¬ra¬sian Steppes. Bucharest, Romanian Academy Publishing House;

Histoire de la Géorgie (1849) Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXe siècle. Traduite di Géorgien par M. Brosset. I. St.-Pétersbourg, Imprimerie de l'Académie Impériale des Sciences;

Marquart (1903) J. Marquart. Osteuropäische und ostasiatische Streifzüge: ethnologische und historisch-topographische Studien zur Geschichte des 9. und 10. Jahrhunderts (ca. 840-940). Hildesheim: Olms Verlagsbuchhandlung, 1961 (Reprint of Leipzig 1903 edition);

Mroveli (2014) leont’i Mroveli. The lives of the Georgian Kings. Translated and with commentary: Dmitri Gamq’relidze. – Kartlis Tskhovreba /A History of Georgia/. Editor in Chief of the Georgian and Russian editions: Roin Metreveli; Editor in Chief of the English edition: Stephen Jones. Tbilisi, Artanuji Publishing;

Sanadze (2024) Manana Sanadze. Unknown Georgian Chronicles Recounting the Persian-Byzantine War of 541-562 and the Khazar Capture of Tbilisi in 628. – Caucasus Journal of Social Sciences. Volume 17, Issue 1, 2024. Tbilisi, The University of Georgia Publishing House;

Shboul (2004) A. Shboul. Byzantium and the Arabs: The Image of the Byzantines as Mirrored in Arabic Literature. – Arab-Byzantine Relations in Early Islamic Times. Ed. by M. Bonner. Aldershot;

Акентьев (2010) К. К. Акентьев. Древнейшие свидетельства появления {Ro$~ на византийской исторической сцене. – Материалы по археологии и истории античного и средневекового Крыма. Вып. II. Севастополь-Тюмень;

Ахинжанов (1980) С. М. Ахинжанов. Из истории движения кочевых племен Евразийских степей в первой половине XI века. – Археологические исследования древнего и средневекового Казахстана. Алма-Ата: «Наука»;

Болотов (1907) В. В. Болотов. К истории императора Ираклия. – Византийский Временник. Т. XIV. Вып. 1. 1907. Санкт Петербург;

Буниятов (1965) З. М. Буниятов. Азербайджан в VII-IX вв. Баку, Издательство Академии наук Азербайджанской ССР, (https://epdf.pub/-vii-ix.html);

Голден (2003) П. Б. Голден Формирование Куман-Кыпчаков и их мира. – Материалы по археологии, истории и этнографии Таврии. Вып. X. 2003. Симферополь, Универсум;

Гусейнов (1973) Р. А. Гусейнов. Сирийский аноним 1234 г. о Византии и ее соседях. – Античная древность и средние века, вып. 10, 1973. Свердловск;

Джанашвили (1900) М. Г. Джанашвили. Осада Константинополя скифами, которые являются русскими, и поход императора Ираклия в Персию. – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Вып. 27. Тифлис;

Джанашвили (1912) М. Г. Джанашвили. об осадах Константинополя персами, скифами-русскими (в 626 году) и арабами. – წიგნში: М. Г. Джанашвили. К материалам по историческим древностям Грузии и России: Заметки, переводы и комментарии. Тифлис;

Ермолова (2013) И. Е. Ермолова. К вопросу о матримониальных отношениях варваров и римлян. – წიგნში: Индоевропейское языкознание и классическая филология. Вып. 17. Санкт-Петербург, издательство «Наука»;

Кулаковский (1996) Ю. А. Кулаковский. История Византии, т. III. 602-717 го¬ды. Санкт-Петербург, издательство «Алетейя»;

Липшиц (1950) Е. Э. Липшиц. Никифор и его исторический труд. – Византийский Временник, т. 3 (28). Москва-Ленинград, Издательство Академии наук СССР;

Любарский (1984) Я. Н. Любарский. Феофан Исповедник и источники его «Хронографии» (К вопросу о методах их освоения). – Византийский временник, т. 45 (70), 1984. Москва издательство «Наука»;

Манандян (1950) Я. А. Манандян. Маршруты персидских походов императора Ираклия. – Византийский временник, т. 3 (28), 1950. Москва-Ленинград, Издательство Академии Наук СССР;

Митрофанов (2022) А.Ю.Митрофанов. Брак Августы Епифании с тюрком: исторический факт или глава приключенческого романа?-Proslogion:Studies in Medieval and Early Modern Social History and Culture, Vol.6(2);

Митрофанов (2023) А. Ю. Митрофанов. Императрица Мартина в походах Ираклия: к проблеме генезиса идеи крестовых походов. – Христианское чтение. Научный журнал Санкт-Петербургской Духовной Академии Русской Православной Церкви. №1;

Мровели (1979) Мровели Леонти. Жизнь картлийских царей. Извлечение сведений об абхазах, народах Северного Кавказа и Дагестана. Перевод с древнегрузинского, предисловие и комментарии Г. В. Цулая. Москва, издательство «Наука»;

Мровели (2008) Леонтий Мровели. Жизнь грузинских царей. Перевод и комментарииВ.Г.Ахвледиани.- Картлис Цховреба (История Грузии). Главный редактор Роин Метревели.Тбилиси, издательство «Артануджи»;

Никифор (1950) Никифора, патриарха Константинопольского, Краткая история со времени после царствования Маврикия [Бревиарий]. Перевод и комментарии Е. Э. Липшиц. – Византийский Временник, т. 3 (28). Москва-Ленинград, Издательство Академии наук СССР;

Никифор (1980) Патриарх Никифор (ок. 758-829). «Бревиарий». – წიგნში: И. С. Чичуров. Византийские исторические сочинения: Хронография Феофана, Бревиарий Никифора. Тексты, перевод, комментарии. Москва издательство «Наука»;

Новосельцев (1968) А. П. Новосельцев. Половцы. – Советская историческая энциклопедия, т. 11. ПЕРГАМ-РЕНУВЕН. Москва, издательство «Советская энциклопедия»;

Новосельцев (1990)А. П. Новосельцев. Хазарское государство и его роль в истории Восточной Европы и Кавказа. Москва, издательство «Наука»;

Острогорский (2011)Г. А. Острогорский. История Византийского государства. Перевод с немецкого:М. В. Грацианский; редактор: П. В. Кузенков. Москва, издательство «Сибирская Благозвонница»;

Папаскири (1982) З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимоотношений.Тбилиси, Издательство Тбилисского университета;

Пигулевская (1939) Н. В. Пигулевская. Анонимная сирийская хроника о времени Сасанидов (Сирийские источники по истории Ирана и Византии). – Записки Института востоковедения Академии наук СССР, VII. 1939. Москва-Ленинград, Издательство Академии Наук СССР;

Пигулевская (1946) Н. В. Пигулевская. Византия и Иран на рубеже VI-VII веков. Москва-Ленинград, Издательство Академии Наук СССР;

Пигулевская (2000) Н. В. Пигулевская. Сирийская средневековая историография. Исследования и переводы. Санкт-Петербург. Издательство Дмитрий Буланин;

Расовский (2012) Д. А. Расовский. Половцы. – წიგნში: Д. А. Расовский. Половцы. Черные Клобуки: Печенеги, Торки и Берендеи на Руси и в Венгрии (работы разных лет). Историко-генеалогический проект «Суюновы». Серия «Материалы и исследования». Tom I. «Исследования по истории кочевников восточноевропейских степей». Москва: Цивои;

Сиротенко (2014) А. Д. Сиротенко. Менандр и Писида: к вопросу об изображении императора Ираклия. – Византийский Временник. Т. 73 (98), 2014. Москва, издательство «Наука»;

Сиротенко (2018) А. Д. Сиротенко. Император Ираклий в греческой литургической традиции. – Византийский временник, т. 102, 2018. Москва. Издательство Московского университета;

Тревер (1959) К. В. Тревер. Очерки по истории и культуре Кавказской Албании IV в. до н. э. – VII в. н. э. Москва-Ленинград, Издательство Академии Наук СССР;

Успенский (1927) Ф. И. Успенский. История Византийской империи. Эпоха смут. Москва, Издательство «АСТ»;

Чичуров (1980) И.С.Чичуров. Патриарх Никифор (ок. 758-829) «Бревиарий». – წიგნში: И.С.Чичуров. Византийские исторические сочинения: Хронография Феофана, Бревиарий Никифора. Москва издательство «Наука»;

Чичуров (1980a) И. С. Чичуров. Место «Хронографии» Феофана в ранневизантийской историографической традиции (IV – нач. IX в.). – Древнейшие государства на территории СССР. Материалы и исследования. 1981 год. Москва издательство «Наука», 1983.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-16

გამოცემა

სექცია

Articles