სალოცავთან დაკავშირებული რამდენიმე სამიწათმოქმედო ტერმინისათვის მეგრულ-ლაზურში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.06საკვანძო სიტყვები:
მეგრულ-ლაზური, სალოცავი, ლოცვა, მიწათმოქმედება, გვალვა, წვიმა, რიტუალი, ტერმინიანოტაცია
სამეგრელო-ლაზეთში უხვადაა სამიწათმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული რიტუალები, რომელიც სხვადასხვა დროს დანიშნულების მიხედვით იმართებოდა: შკვითული დღა (შვიდეული დღე) - ჭირნახულის დაბინავების შემდგომი რიტუალი. ბორიაშ ოხვამერი - სიმინდის ყანის ქარისგან დაცვის მიზნით წარმოთქმული სახვეწარი. ნეძიშ თასუა (კაკლის თესვა) - მოსავლიანობის სიუხვისათვის ტარდებოდა. ძივავობა - გვალვის საწინააღმდეგო რიტუალია. ამ სახელწოდებითაა იგი ცნობილი აფხაზეთის მკვიდრთათვისაც. ძივავა-ს სემანტიკითაა გამოყენებული ძვაბრა გონჯა, ძივოუ. კოხინჯობა - წვიმის ღვთაებისადმი მიძღვნილი რიტუალი.აგუნა - მწიფობის, მოსავლის, ნაყოფიერების ღვთაებაა. კატუშ ინოკირაფა - წარმართული რიტუალი გვალვის წინაამდეგ, რათა მდინარე განრისხებულიყო და წვიმა მოევლინებინა; ამ მიზნით ტარდებოდა რიტუალი ოჭვიმაფარი-ც (წვიმის მოსახმობი რიტუალი). ყველანაირ ლოცვას მეგრულსა და ლაზურში ხვამას ეძახიან. ღმერთის შესაწირავი ღვინო, პური, საკლავი, თაფლი თუ სანთელი ოხვამერი ტერმინით იწოდებოდა.
წყაროები
აბაკელია (1997): ნ. აბაკელია, სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულ¬ტურაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი;
ანთელავა (2017): ნ. ანთელავა, კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, გამომცემლობა „უნივერსალი“,თბილისი;
ასათიანი (2012): ი. ასათიანი, ლაზური ლექსიკონი, თბილისი;
ბატონიშვილი (1941): ვ. ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (თ. ლომოური, & ნ. ბერძენიშვილი, რედ.), თბილისი;
ბოროზდინი (1934): კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი, 1854-61 წლების მოგონებანი (თ. სა¬ხოკია, მთარგმნ.), თბილისი;
თანდილავა (2013): ა. თანდილავა, ლაზური ლექსიკონი, (მ. ჩუხუა, რედ.), გამომცემლობა „საარი“,თბილისი;
თოფურია (1984): ნ. თოფურია, ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, (თ. ოჩიაური, რედ.), თბილისი;
მაკალათია (1941): ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ.,
მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 1963: მასალები საქართველოს ეთ¬ნო¬გრაფიისათვის, XII-XIII, ეძღვნება გიორგი ჩიტაიას, თბილისი;
ტუღუში (1988): ა. ტუღუში, ერთი ქართული წარმართული ღვთაებრივი სა-ხე¬ლის გამო. ცისკარი (2) თბილისი;
ფუტკარაძე (2005): ტ. ფუტკარაძე, ქართველნი, ქუთაისი;
ქაჯაია (2002): ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი (ტ. II), გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი;
ქირია, ეზუგბაია, მემიშიში, & ჩუხუა (2015): ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, ლ. მემიშიში, ლაზურ-მეგრული გრამატიკა, მორფოლოგია (ლაზურისა და მეგრულის საერთო ძირ-ფუძეთა ლექსიკონი), გამომცემლობა „მერიდიანი“,თბილისი;
ქობალია (2010): ა. ქობალია, მეგრული ლექსიკონი, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი;
შარდენი (1975): ჟ. შარდენი, მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;
ჩიქობავა (1936): ა. ჩიქობავა, ჭანურის გრამატიკული ანალიზი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი;
ჩუხუა (2000-2003): მ. ჩუხუა, ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსი-კონი, თბილისი.
ჭარაია, პ. ( 1997): პ. ჭარაია. მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბილისი
ჭინჭარაული (1998): ა. ჭინჭარაული, კიდევ ერთი ბერძნული წარმომავლობის სიტყვა, ქართველური ონომასტიკა, თსუ;
ხალხური სიბრძნე (1994): ხალხური სიბრძნე, ტ. I, მეგრული და ლაზური ანდაზები: ალმანახი „მსგეფსი“,თბილისი;
ჯავახიშვილი (1979): ივ. ჯავახიშვილი, მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი II, ნაწ. I, თბილისი.