კეთილისა და ბოროტის არეოპაგიტული კონცეპტის ასახვა რომანტიზმსა და წინარე ლიტერატურაში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.11საკვანძო სიტყვები:
კეთილი, ბოროტი, არეოპაგიტიკა, კონცეპტი, რომანტიზმი, პოეზია, ქართული, ლიტერატურა, ძველი, სულიერება, კეთილი ბოროტებაანოტაცია
ნაშრომი ეხება კეთილისა და ბოროტის არეოპაგიტული კონცეპტის ასახვას რომანტიკულ პოეზიასა ძველ ქართულ ლიტერატურაში. საკითხი განხილულია ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის პოეზიის მიხედვით. ჩვენი კვლევის მიზანია არეოპაგიტულ მოძღვრებაზე დაყრდნობით, გავაანალიზოთ სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართების რეფლექსია-რეცეფციები ქართულ ლიტერატურაში, რაში მდგომარეობს სიკეთისა და ბოროტების არსი რომანტიზმის მსოფლაღქმით და რა ტრადიციული გააზრება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რომანტიკული პოეზიის იდეის საფუძვლიანად გააზრებისათვის სიკეთისა და ბოროტის ურთიერთმიმართების დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაში არეოპაგიტული მოძღვრების გავლენა შეიმჩნევა იმ პერიოდიდანვე, როდესაც ეფრემ მცირემ ქართულად თარგმნა არეოპაგიტული წიგნები. სიკეთისა და ბოროტების არსის რომანტიკული გაგება მრავალმხრივ შესწავლას გულისხმობს, რადგან რომანტიკოსებმა წარმოსახვით შექმნეს იდეალური სამყარო და ცდილობდნენ მის რეალობაში განხორციელებას. ამ იდეალური სამყაროს წყობის ერთ-ერთი რგოლი ღვთაებრივი სიკეთეა, რომლის ნაკლებობაც წარმოშობს ბოროტს. საკითხის კვლევამ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა შემდეგი დასკვნები: 1. ქართულ რომანტიკულ პოეზიაში სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართების საკითხის გააზრებას არეოპაგიტული მოძღვრების კონცეპტები უდევს საფუძვლად. რომანტიკოსები, შესაძლოა, არ იცნობდნენ არეოპაგიტულ ფილოსოფიას, მაგრამ ეს იყო ტრადიცია, რომელიც ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრა რენესანსულმა მწერლობამ. 2. რომანტიკოსი პოეტებისათვის სიკეთე - ეს არის სახელმწიფოებრივი და პიროვნული თავისუფლება, რომლის შეზღუდვა სიკეთისაგან გადახრას გულისხმობს. სიკეთის კლებამ წარმოშვა ბოროტი, რომელიც საფუძველი გახდა ყოველგვარი (სახელმწიფოებრივი, პიროვნული) რღვევისა. 3. რომანტიზმში ბოროტება ხანგრძლივი მოვლენაა, სიკეთე კი „წამისმყოფობით“ ხასიათდება. კეთილისა და ბოროტის ამგვარი დახასიათება რომანტიკულ პოეზიაში ერის სულიერმა გატეხამ განაპირობა. ნაშრომის კვლევისას გამოყენებულია კვლევის სხვადასხვა მეთოდი: ანალიზის, სინთეზის, აბსტრაქციის, დაკვირვების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების კომპლექსური გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ჩვენ მიერ დასახელებული პრობლემატიკა. იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს არეოპაგიტული მოძღვრების ინერცია-რემინისცენციები რომანტიზმში მივმართეთ კომპარატივისტულ მეთოდს. კვლევის პროცესში ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებამ საშუალება მოგვცა ქართული რომანტიკული პოეზიის ისტორიული ფესვები სრულყოფილად გაგვეანალიზებინა.
წყაროები
აღმაშენებელი(1989): დავით აღმაშენებელი, გალობანი სინანულისანი, თბილისი;
ბარათაშვილი (1975): ნ. ბარათაშვილი, ქართული პოეზია (შემდგენელი - ცაიშვილი ს.), ტ. VI, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი;
გურამიშვილი (1955): დ. გურამიშვილი, დავითიანი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი;
თვარაძე (1985): რ. თვარაძე, თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი;
მახარაძე (2011): მ. მახარაძე, არეოპაგიტიკა, ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური და თეოლოგიური წყაროები, გავლენა, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი;
კაკაბაძე (1983): მ. კაკაბაძე, ქართული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;
ლოსევი (1975): ა. ლოსევი, აღმოსავლური რენესანსი, მთარგმნელები: მიხეილ მახარაძე, პაატა ჩხეიძე, ბათუმი;
ნუცუბიძე (1976): შ. ნუცუბიძე, რუსთაველის მსოფლმხედველობა, შრომები, ტ. IV, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;
ორბელიანი (1975): გრ. ორბელიანი, ქართული პოეზია (შემდგენელი - ცაიშვილი ს.], ტ. VI, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი;
რუსთაველი (2014): შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი;
ფსევდო-ლონგინე (2014): ფსევდო-ლონგინე, ამაღლებულისათვის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი;
ჭავჭავაძე (1975): ალ. ჭავჭავაძე, ქართული პოეზია (შემდგენელი - ცაიშვილი ს.), ტ. VI, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი;
ჯალიაშვილი (2016): მ. ჯალიაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული ლიტერატურული ტრადიცია, ჟურნალი „ძიებანი“, XXVII, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი;
Хидашели (1962): Ш. Хидашели, Основные мировоззренические направления в феодальной Грузин, Тбилиси.