ალექსანდრე ორბელიანის ლექსები
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.12საკვანძო სიტყვები:
რომანტიზმი, პოეზია, ხელნაწერები, ალექსანდრე ორბელიანი, თემატიკაანოტაცია
ალექსანდრე ორბელიანის ლექსები არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით. პოეტურად აზროვნებაზე მეტად და ბევრად უკეთ პროზაულად წერა გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, მის ლექსებს აქვს გარკვეული მნიშვნელობა და თავის ადგილს იჭერს ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ამდენად, ამ ლექსებს გვერდს ვერ აუვლის ქართული მწერლობის ვერცერთი მკვლევარი. რომანტიკოსი მწერლის პოეტურ მემკვიდრეობაში ნაჩვენებია ის სევდა-მწუხარება, რომელიც გამოწვეულია სამშობლოს დაკარგვით („მთოვარე“). სევდა, დარდი, ნაღველი კიდევ უფრო სრულად და რელიეფურად ჩანს გადასახლებაში დაწერილ თხზულებებში. ვხვდებით სატრფიალო-სამიჯნურო ხასიათის ლექსებს, მომხიბვლელად გვიხატავს საქართველოს ბუნებას... ალექსანდრე ორბელიანს ლექსი აქვს მიძღვნილი ქართული პოეზიის მეტრის, შოთა რუსთაველისადმი. ერეკლე მეფის ხოტბაა ლექსში „ეპიტაფია“. არის ეგრეთ წოდებული „მსოფლიო სევდაც“. ლექსებიდან მოისმის გულწრფელი ხმა შემოქმედისა, რომლისთვისაც უპირველესი მამული იყო. როგორც აკაკი წერეთელი ამბობდა, მას „საქართველო განსხვავებულად უყვარდა“. სრულად ყველა ლექსი ჯერ გამოქვეყნებული არ გახლავთ, ხელნაწერები ინახება პირად ფონდში. ალექსანდრე ორბელიანის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან უფრო საყურადღებო პროზაული ნაწარმოებებია, თუმცა უინტერესო არ უნდა იყოს ლექსებიც. მათ შორის, რამდენიმე, გამორჩეული, ქართული რომანტიკული პოეზიის მშვენიერ ნიმუშად მიმაჩნია.
წყაროები
გაწერელია (1953): აკაკი გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, თბილისი, 1953;
კალანდაძე (1977): ალექსანდრე კალანდაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, I, თბილისი, 1977;
მახარაძე (1982): აპოლონ მახარაძე, ქართული რომანტიზმი, თბილისი, 1982;
ორბელიანი (1979): ალექსანდრე ორბელიანი, მთოვარე, კრებ. „ახალი ქართული ლიტერატურა“, ქრესტომათია, I, თბილისი, 1979;
ორბელიანი (1992): ალექსანდრე ორბელიანი, ბაიათი, ქართული მწე-რლობა, ტომი, IX, თბილისი, 1992;
სირაძე (1997): რევაზ სირაძე, სული დავნებული სურვილითა, ალ. ორბელიანისადმი მიძღვნილი I სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1997;
ჩხეიძე (1996): როსტომ ჩხეიძე, ალექსანდრე ორბელიანი, თბილისი, 1996;
ხახანაშვილი (1917): ალექსანდრე ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების პოლიტიკა (მეცხრამეტე საუკუნე), ტფილისი. 1917