ლომის სიმბოლიკის მხატვრულ-მეტაფორული გააზრება
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.14საკვანძო სიტყვები:
აგიოგრაფია, ლომი, სიმბოლიკა, მხატვრული, მეტაფორა, სასულიერო, მწერლობა, მიძინება, ქრისტიანობა, მორალიანოტაცია
სიმბოლო, ერთი მხრივ, შეიცავს ინფორმაციას, ცოდნას ამა თუ იმ პიროვნების, ჯგუფის, საგნის ან ინსტიტუტის შესახებ, მეორე მხრივ, კი იწვევს ემოციურ განცდას. ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, შე-ხედულება, იდეა თუ რწმენა სიმბოლოთი გამოიხატება. სიმბოლოთა შორის ერთ-ერთი უძველესია ლომი. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ძლიერს, გულადს, უშიშარს.. ლომ- ძირისგან არაერთი სახელია მიღებული. ლომი, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი, აქტიურად გამოიყენება იდიომებში, ფრაზეოლოგიზმებსა და შესიტყვებებშო. ხშირად გვხვდება სიტყვა ლომი ანდაზებში. საკუთარი სახელის, ლევან-ის, ქართული ფორმაა ლეონ-ი, რომელიც ლომს ნიშნავს. ლომი ღვთაებრივი ბუნების მატარებელ ცხოველად მიიჩნეოდა, კანის ფერმა კი ის მზესთან დააკავშირა. ახლო აღმოსავლეთის ტაძრებში ლომის სიმბოლოს გამოსახულებიანი დომინანტი სიუჟეტები ემსგავსება ამავე პერიოდის საქართველოში ფიქსირებულ ლომის გამოსახულებიან სიუჟეტებს. ლომის, როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გავრცელება საქართველოში წარმართულ პერიოდში მის მძლავრ ფესვებს უკავშირდება და ეს აისახა ახალ რელიგიაშიც. ამაზე მეტყველებს წარმართული და ადრექრისტიანული პერიოდების ლომის გამოსახულებიანი სიუჟეტების ხასიათის უწყვეტობა. საინტერესოდაა გადმოცემული ლომის მეტაფორა სასულიერო მწერლობაში. ის რიგ შემთხვევაში ქრისტეს მეტაფორაა (მაგ. ლომის მიძინება ქრისტეს ადამიანური ბუნების სიკვდილის აღმნიშვნელია), ხოლო რიგ შემთხვევაში ბოროტი ძალის აღმნიშვნელია. აგიოგრაფიაში უფრო ხშირად ვხვდებით მაგალითს ასკეტის ზეგავლენისას ყველაზე უველურესსა და უსაშინლეს მხეცზე - ლომზე. ამ ფაქტების გადმოცემისას აგიოგრაფები გარკვეული ტენდენციით ხელმძღვანელობდნენ, მათ სურდათ ამგვარი ფაქტებით ეჩვენებინათ სიდიადე ქრისტიანული მორალისა, რომლის მატარებელნი თითქოს მხეცებზედაც კი ახდენდნენ გავლენას.
წყაროები
დიღმელაშვილი (2010): ქ. დიღმელაშვილი, ქრისტიანული სიმბოლიკა პირველ-მეოთხე ს.ს. საქართველოში, თბილისი;
იმედაშვილი (1959): გ. იმედაშვილი, ქართული კლასიკური საგალობლის პოეტური მეტყველების ზოგი საკითხი, კ. კეკელიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი;
მინჩხი (1987): იოანე მინჩხის პოეზია,თბილისი;
კეკელიძე (1955): კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. მე-3, თბილისი;
მოსია (1997): ტ. მოსია, ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ძეგლების მეტაფორა-სიმბოლიკის ზოგიერთი საკითხი, თბილისი;
მოსია (2011): ტ. მოსია, ქართული ჰაგიოგრაფია და ბიბლია, თბილისი;
ონიანი (1966): ალ. ონიანი ქართული იდიომები, თბილისი;
სახოკია (1979): თ. სახოკია, ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, თბილისი;
სურგულაძე (1993): ი. სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბილისი;
ქეგლ (1950-64): ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (8 ტომად), არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, თბილისი;
ძქსპ (1913): ძველ-ქართული სასულიერო პოეზია, ტფილისი;
ჯუანშერი (1955): ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტ. I. თბილისი.