,,ეროვნობა, ნაციონალობა, გვარტომობა ერისა...“

ავტორები

  • აზა ქადარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.16

საკვანძო სიტყვები:

პუბლიცისტიკა, ილია ჭავჭავაძე, ირლანდია, საქა¬რ¬თ¬ველო, ეროვნული, თავისუფლება

ანოტაცია

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში დიდი ადგილი უჭირავს უცხოეთის ცხოვრებას. ცნობილია, ქართველი განმანათლებელი ცდილობდა, ჩვენი ხალხი გაცნობოდა მსოფლიოს სხვადასხვა  სახელმწიფოს ისტორიას, რა­თა შემდეგში, როცა დასჭირდებოდა, გაეთვალისწინებინა დაპყრობილი ქვე­ყნების ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოცდილება.   სა­მე­ც­ნი­ე­რო ლიტერატურაში შეუსწავლელი არაა, როგორ აისახა და რა მიზნით ილიას შემოქმედებაში უცხო ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური, ეკო­ნო­მი­კური თუ კულტურული ცხოვრება.  ჩემი კვლევის მიზანი მოკრძალებულია. მე შევე­ცა­დე  ილია ჭავჭავაძის ერთი წერილის მიხედვით შემესწავლა  ავ­ტო­რის  უაღ­რე­სად საინტერესო მოსაზრებები ირლანდია-ინგლისის შესახებ, და­მე­კავ­ში­რე­ბინა ევროპის შუაგულში მიმდინარე მოვლენების ავტორისეული შეფასება საქართველოს ცხოვრებასთან, მის საჭირბოროტო საკითხებთან. კვლევისას გამოვიყენე ისტორიული და შედარებითი მეთოდი.  ვე­ყ­რ­დ­ნო­ბი წინამორბედ მკვლევართა ნაშრომებს და ვცდილობ, სხვა კუთხით შე­ვ­ხე­დო ილიას ინტერესებს. ცნობილია, რომ ირლანდიის ბედი მეცხრამეტე სა­უ­კუნეში ბევრი რამით ჰგავდა საქართველოს ბედს. ილია თვალნათლივ გვიჩ­ვენებს ბრძოლის იმ გზას, რაც ირლანდიამ გამოიარა მას შემდეგ, როცა ინ­გ­ლი­სმა და­ი­პყრო. ეს წერილი ნიმუში და მაგალითიცაა ქართველი მკითხველისთვის, გაფ­რ­თხილებაცა და განგაშის ზარების შემოკვრაც. დღევანდელი ვითარება მკვე­თ­რად განსხვავდება ილიასდროინდელი ყოფისგან. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ წერილს მარტო ისტორიული კი არა, არამედ სადღეისო მნიშვნელობაც აქვს.

წყაროები

დოლიძე (2020): გენრი დოლიძე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ირლანდიელი მწერალი, ჟ. ,,მწვანეყვავილა“, №5, ქუთაისი;

ჩხეიძე (2020): როსტომ ჩხეიძე, ,,მუხა უდაბნოში“, გამომც. ,,ჩვენი მწერლობა“, თბილისი;

ჭავჭავაძე (1957): ილია ჭავჭავაძე, ირლანდია და ინგლისი - საისტორიოსაეკონომიო ნარკვევი, თხზ. სრ. კრებ. ათ ტომად, ტ. IX, საქარ. სა-ხელ. გამომცემლობა, თბილისი;

ჭავჭავაძე (2012): ილია ჭავჭავაძე, ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ, ექვსტომეული, ტ. IV, გამომცემლობა ,,პალიტრა“, თბილისი;

ჭავჭავაძე (1957): ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და კანონი, თხზ. სრ. კრებ. ათ ტომად, ტ.VI, საქართ.სახელ. გამომცემლობა, თბილისი;

ჭავჭავაძე (1957): ილია ჭავჭავაძე, სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 20 მაისს, 1895 წელს, თხზულებათა სრული კრებებული ათ ტომად, ტ. IX, საქართ. სახელ. გამომცემლობა, თბილისი;

ჭავჭავაძე (2007): ილია ჭავჭავაძე, მგზავრის წერილები (ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე), „ქართველი მწერლებისკოლაში“, ნაწ. II, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“, თბილისი;

ჭავჭავაძე (1989): ჭავჭავაძე ილია, წერილი ეპისკოპოს ალექსანდრესადმი, „აზრები“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-05