პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას იგავებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.17საკვანძო სიტყვები:
ზვიად გამსახურდია, იგავები, პროფეტიზმი, ენიგმა, სემანტიკა, სტილისტიკა, მახასიათებელი, სამყარო, თავისუფლებაანოტაცია
ნაშრომის კვლევის მიზანია დიდი ქართველი მოღვაწის, მოაზროვნისა და მწერლის, ზვიად გამსახურდიას შემოქმედების, კერძოდ, იგავების კრიტიკული ანალიზი (პროფეტული და ენიგმატური თვალსაზრისით). კვლევის პროცესში გამოყენებულია შედარებითი მეთოდი, რომ-ლითაც კარგად ჩანს ზვიად გამსახურდიას ნაწარმოებების ღირსება და სუსტი მხარეები, უფრორე - პირველი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზვიად გამსახურდიას იგავები არ გამოირჩევიან ეპიკურობითა და სიდიადით, მაგრამ თავად მწერლის ცხოვრების არსობრივი იდეებისა და პრინციპების გასაღებს შეიცავენ. ზვიად გამსახურდიას იგავები ლექსიკურად და თემატურად გათანამედროვებულია და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ზედმიწევნით იცავს იგავ-არაკულ ზომიერებასა და იდეებს. მისი შემოქმედების მართებული გაგება მოითხოვს სიღრმისეული სემანტიკისა და სტილისტიკური მახასიათებლების ზუსტ გააზრებას. თავისუფლების გარეშე არ შეიძლება გაგებულ იქნეს ბოროტების არსებობის ფაქტის ირაციონალურობა საღვთო სამყაროში. თავისუფლება შექმნილი არაა, იმიტომ რომ ის ბუნება არ არის, თავისუფლება წინ უსწრებს სამყაროს.
წყაროები
გამსახურდია (1987): ზვიად გამსახურდია, იგავები და ზღაპრები, თბილისი;
მილორავა (2020): ინგა მილორავა, ზვიად გამსახურდიას იგავების პროფეტულობა, „ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა“, კონფერენციის მასალები.