აფხაზეთი ქართულ პრესაში (1866-1899)

ავტორები

  • ანა ბაქანიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.18

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, ქართული პრესა, საისტორიო წყარო, კოლონიზაცია, ოკუპაცია, განათლება, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა

ანოტაცია

XIX საუკუნის ქართული პრესა ძვირფასი საისტორიო წყა­როა საქართველოს უძველესი მხარის - აფხაზეთის ისტორიის შესა­ს­წა­ვ­ლად. ნა­შ­რომში შესწავლილია ქართული პერიოდული პრესის - ჟურნალ-გა­­ზე­თე­ბის („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „მწყემსი“, „აკა­­კის თვი­ური კრებული“) ცნობები XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის სხვა­­და­სხვა სფეროს შესახებ. ქართული პრესა მოგვითხრობს რუსეთის მიერ აფხაზეთის  კოლო­ნი­ზა­ცი­ისა და ოკუპაციის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურ­ნე­ო­ბის, ვაჭ­რო­ბის, მედიცინის და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ.  ეს მა­სა­ლა იმდენად მდიდარ ინ­ფო­რ­მაციას გვაწვდის, მას  ერთი სა­მე­ც­ნი­ე­რო სტატია ვერ დაიტევს. ჩვენს ნაშრომში კონტენტ ანალიზის კვლევის მე­თო­დის გამოყენებით,  ქართული პრესის მონაცემების მყარი და ვა­ლი­დუ­­რი კო­რე­ლა­ცია  და სანდოობის კოეფიციენტის დადგენა განხ­ო­რ­ცი­ე­ლ­და. საკვ­ლე­ვი მასალა და მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველი მოღვა­წე­ები თავიანთი პუბლიკაციებით ცდილობდნენ ქართველი და აფხა­ზი ხა­ლ­ხის უფლებების დაცვას, აფხაზური ენის შენარჩუნებასა და მისი ფუნ­ქ­ცი­ონირების უზრუნველყოფას ისინი ხელს უწყობდნენ და არგუ­მე­ნ­ტი­რ­ე­ბუ­ლად ასაბუთებდნენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა თუ  ღვთი­სმსახურების აუცილებლობას, აღწერდნენ და მკითხველს აცნობდნენ აფხაზეთში არსებულ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, კარგად იც­ნო­ბდნენ და მკითხველსაც უზიარებდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ სა­კი­თხებს საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში.

წყაროები

გელენავა (2014): გელენავა ირაკლი, „ქართული პერიოდული პრესის მასალები 1900-1921 წწ.: (აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა)“, თბილისი;

გულუა (1998): გულუა ნუნუ, აფხაზეთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდულ გამოცემებში /საქართველოს პრესის მასალების მიხედვით, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი;

პაპასქირი (2004): პაპასქირი ზურაბ, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი I: უძველესი დროიდან 1917 წლამდე; თბილისი;

ჭურღულია (1983): ჭურღულია ოთარ, ქართულ-აფხაზური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობანი, თბილისი;

ხორავა ( 2004): ხორავა ბეჟან, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, თბილისი;

Дзидзария 1972: Г. А. Дзидзария, Расцвет науки. – Абхазская АССР в братской семье советских народов. Издательство „Алашара“, Сухуми;

გამოყენებული ჟურნალ-გაზეთები: „აკაკის კრებული“, 1897-1899 წლების გამოცემები; „დროება“, 1866-1884 წლების გამოცემები; „ივერია“, 1885-1899 წლების გამოცემები; „კვალი“, 1893-1899 წლების გამოცემები; „მწყემსი“, 1883-1890 წლების გამოცემები; „ცნობის ფურცელი“, 1896-1899 წლების გამოცემები;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-05