საქართველოში სკანდინავიის ქვეყნების ისტორიის პოპულარიზაციის ერთი მცდელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.23საკვანძო სიტყვები:
საქართველო, სკანდინავიის ქვეყნები, ისტორია, პოპულარიზაცია, შვედეთის მეფე, გუსტავ I ვაზაანოტაცია
საქართველოში სკანდინავიის ქვეყნების ისტორიის პოპულარიზაცია შედარებით მოიკოჭლებს და დღემდე პერიფერიულ თემად რჩება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით თითქმის არაფერია გაკეთებული. ეს ასე არაა. ქართულმა ისტორიოგრაფიამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა სკანდინავიის ქვეყნების ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. სკანდინავიის ქვეყნების ისტორიის პოპულარიზაციის პირველ, თუ არა ერთ-ერთ პირველ, მცდელობად გვევლინება 1901 წელს გამოქვეყნებული პოპულარული ისტორიული ნარკვევი შვედეთის მეფე გუსტავ I ვაზაზე (1523-1560), რომელიც რუსულიდან გადმოუთარგმნია ან. წერეთელს. მთარგმნელის არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ ყოფილა. საფიქრალია, რომ შვედეთის მეფე მას ესახებოდა როგორც საქართველოსთვის სასურველ პოლიტიკურ ფიგურად. შვედეთის მეფის მოღვაწეობის დადებითი შეფასება, ცხადია შემთხვევითი არაა და ის, პირველ ყოვლისა, ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერების გამოძახილია. შვედეთის მეფის გუსტავ I ვაზას საქმიანობა, როგორც ჩანს, სავსებით შეესატყვისებოდა მის პოლიტიკურ იდეალს. გუსტავ ვაზასადმი სიმპათია შემთხვევითი არ ყოფილა და, უმთავრესად, ორი გარემოებით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული. მის სახელთან ასოცირდება შვედეთის გათავისუფლება დანიელთა ხანგრძლივი ბატონობისაგან, მისი სახელი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კი საქართველოში ყოველთვის აქტუალური თემა იყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძალიან მოსწონდათ გუსტავ-ვაზას მიერ გატარებული რეფორმები, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და ახლად ფეხადგმული ქვეყანა სწრაფად დააყენა გზაზე. შვედეთის მეფის, გუსტავ I ვაზას მოღვაწეობის შეფასება პროგრესულად-ლიბერალური პოზიციებიდან ცდილობდნენ. ეს იყო საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა, რომელსაც, ბუნებრივია, გააჩნია თავისი პლუსები და მინუსები.
წყაროები
ავალიანი (1920): ს. ავალიანი, მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო, ნაწილი პირველი, ტფილისი;
ანთაძე (1992): კ. ანთაძე, მ. კალანდაძე, კ. მეშველიანი, ისტორიის პერიოდიზაციისთვის, „მაცნე“, ისტორიის სერია, N2; თბილისი;
გუსტავ (1901): გუსტავ ვაზა, ძველი ისტორიული ამბავი, ან. წერეთლის თარგმანი, ტფილისი;
კალანდაძე (2007): მ. კალანდაძე, მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის შესწავლა საქართველოში, თბილისი;
კალანდაძე (2017): მ. კალანდაძე, ერთი აქტუალური პრობლემის გამო, ანუ დავა უდავო საკითხზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VII, თბილისი;
კალანდაძე (2000): მ. კალანდაძე, შილერი და გუსტავ ვაზა, დროშა N7-8, თბილისი;
კალანდაძე (2015): მ. კალანდაძე, საბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფიის შეფასებისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა, VIII, ყოველწლიური კონფერენცია, თბილისი;
ტივაძე (1970): გ. ტივაძე, შუა საუკუნეების ისტორია, მეორე ნაწილი, თბილისი;
უზნაძე (1920): დ. უზნაძე, გველესიანი ივ. ახალი ისტორია (XVI-XVII სს.), თბილისი;
წერეთელი (1920): ალ. წერეთელი, მსოფლიო ისტორია, მესამე ნაწილი, ახალი საუკუნეები, ტფილისი;
ჭუმბურიძე (1920): თ. ჭუმბურიძე, ახალი ისტორია, ტფილისი;
Андерссон (1951): И. Андерссон, История Швеции, Издательство иностранной литературы, Москва;
Каландадзе (1994): М. Каландадзе, Грузинские Школьные учебники по новои истории, Препадавание истории в школе, №7;
Кан (1974): А.С. Кан. История Швеции, Издательство „Наука“, Москва,
Мелин (2002): Ян Мелин, Альф В. Юханссон, Сюзанна Хеденборг. История Швеции, Издательство „весь мир“, Москва.