„სახლისკაცობის რიგი“ XVIII საუკუნის თუმანიშვილების სათავადოში

ავტორები

  • რეზო მარნაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.24

საკვანძო სიტყვები:

თუმანიშვილები, სათავადო, XVIII საუკუნე, „სახლისკაცობის“ წესი, გაუქმება

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია „სახლისკაცობის რიგის“ საკითხი ქა­რ­თულ სათა­ვა­დოებში, კერძოდ, თუმანიშვილების სათავადოში.  საქარ­თ­ვე­ლოში ყვე­ლა სათავადო გვიანფეოდალურ ხანაში „სახლის­კა­ცო­ბის“ წესის საფუძ­ვე­ლზე იმართებოდა. ზოგჯერ სათავადოს წევრების გან­ქო­რწინების შე­დე­გად მიწის გა­ნა­წილება-გაყოფის შემდეგ, სათავადოს სხვადასხვა შტოებს შორის  გარკვეული და­პი­­რი­ს­პი­რება წარმოიშობოდა, რაც საფუძვლად დაედო „სახლისკაცობის“ რიგის გაუქმების პროცესს XVIII საუკუნეში. თუ­მანიშვილთა სათავადოში, გარკვეული შუღლის ნიადაგზე, სახ­ლი­კა­ცები ერთმანეთს ეცილებოდნენ არამარტო მიწასა და ქონებას, არამედ ცდილობდნენ წაერთმიათ ყმები. ნაშრომში მოყვანილი ფა­ქ­ტო­ბ­რივი მასალა, მიუთითებს, რომ მსგავსი ფაქტები, თუმანიშვილების სა­თა­ვა­დოში არღვ­ე­ვ­დნენ ტრადიციულ „სახლის­კა­ცო­ბის“ წესსა და რიგს, ხელს უწყობდა მის გა­უქმებას. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება და­ვა­ს­კ­ვ­ნათ, რომ  XVIII საუკუნეში თუმანიშვილების სათავადო სახლის წევრთა ურთი­ე­რ­თობა დამყარებული იყო ,,სახლისკაცობის რიგზე“, რო­მე­ლიც არ იყო მკაცრად ორ­განიზებული და ხშირად ირღვეოდა.

წყაროები

გაბაშვილი (1958): ვალერიან გაბაშვილი. ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბილისი;

დოკუმენტები.., I, (1940): დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ. I, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XVIII სს.), ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი;

დოკუმენტები.., II, (1953): დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ. II, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XIX სს.), ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი;

სს, III, (1910): საქართველოს სიძველენი, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტ. III, ტფილისი;

ქსძ, IV, (1972): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი;

ქსძ, V, (1974): ქართული სამართლის ძეგლები. ტ. V, სასამართლო განჩინებანი (XVIII ს.). ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი;

ქსძ, VI, (1977): ქართული სამართლის ძეგლები. ტ. VI, სასამართლო განჩინებანი (XVIII-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი;

ქსძ, VII, (1981): ქართული სამართლის ძეგლები. ტ. VII, სასამართლო არზა-ოქმები, ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა შენიშვნები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი;

ქსძ, VIII, (1985): ქართული სამართლის ძეგლები. ტ. VIII, სასამართლო არზა-ოქმები და კერძო-სამართლებრივი აქტები. ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი;

ჯამბურია (1960): გივი ჯამბურია, დოკუმენტები ქართლის სათავადოების ისტორიისთვის XVII-XVIII სს., - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, ნაკვ. 33. თბილისი;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-05