ახალი ცნობები ვარლამ ჩერქეზიშვილის 1906 წლის ვიზიტზე რუსეთის იმპერიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.27საკვანძო სიტყვები:
ვარლამ ჩერქეზიშვილი, ახალი ცნობები, ვიზიტი, რუსეთი, 1906 წელი, ანარქისტული წრეებიანოტაცია
ვარლამ ჩერქეზიშვილის ვიზიტი რუსეთში 1906 წელს ქართულ ისტორიოგრაფიაში გარკვეულწილად ცნობილია. თუმცა დეტალების მთელ რიგს ჯერ კიდევ სჭირდება დაზუსტება. ნაშრომში „Daily Chicago News-ში“ გამოქვეყნებულ წერილებზე, საარქივო მასალებსა და სამეცნიერო ნაშრომებზე დაყრდნობით შევეცადეთ გამოგვევლინა ახალი ფაქტები ვარლამ ჩერქეზიშვილის 1906 წლის ვიზიტზე რუსეთის იმპერიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩერქეზიშვილი თებერვლიდან რუსეთის იმპერიაში იმყოფებოდა და არა საქართველოში. სამშობლოს მხოლოდ გაზაფხულზე ეწვია, ზაფხულში კი მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა (ამ ფაქტს მეუღლის - ფრიდას წერილებიდან ვაზუსტებთ. ეს წერილები ნაკლებადაა ცნობილი ქართული ისტორიოგრაფიისთვის). ამ მოგზაურობის მიზანი ჯერ ვერ გავარკვიეთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის ანარქისტულ წრეებს ეწვია. „საქართველოს დახმარების კომიტეტის“ შესახებ რამდენიმე ახალი ფაქტი გამოვლინდა. როგორც გაირკვა, ეს კომიტეტი 1921 წელს საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ აღდგა. შემდგომი დეტალების გარკვევა მომავალი კვლევის საგანია.
წყაროები
გოგებაშვილი (1989): იაკობ გოგებაშვილი, რჩეული თხზულებანი, ტომი III, თბილისი;
მახარაძე, ხეცურიანი (2012): ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი, ტერორისტები, თბილისი;
რამიშვილი (2012): ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, თბილისი;
შველიძე (2001): დიმიტრი შველიძე, აი, ვინ იყო ქართველნო ვარლამ ჩერქეზიშვილი, თბილისი;
შველიძე (2019): დიმიტრი შველიძე, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი მეთხუთმეტე, თბილისი;
შარაძე (1984): გურამ შარაძე, ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბ;
ჩახვაშვილი (1955): ნ. ჩახვაშვილი, ოქტომბრის საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვები და შეიარაღებული აჯანყება საქართველოში 1905 წელს. კრებული „1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში“, თბილისი;
ჯაგუნავა (2016): პავლე ჯაგუნავა, საქართველო და ქართველები XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული პრესის მიხედვით (1898-1910 წ.წ.), საბაკალავრო ნაშრომი, თბილისი;
Startt (1987): Startt James, The Evolution of an Anarchist: An Autobiographical Statement by Varlaam Tcherkesoff, 1846-1925, Vol. 10, No.2, University of Hawai'i Press;
Startt (1979): StarttJames, Journalisms unofficial ambassador, A biography of Edward pricebell, Athens;
Hamilton (2009): John Maxwell Hamilton, Journalism's roving eye: a history of American foreign reporting, Louisiana State University Press;
John (2006): Angela John, War, Journalism and the Shaping of the Twentieth Century, The Life and Times of Henry W. Nevinson;
Cornelissen (1993): Homme Wedman De Collectie Cornelissen/Chichery, Amsterdam International Institut voor Sociale Geschiedenis Groningen
Chicago Daily News (1902.23.1): Chicago Daily News.- Despotism in Russia, 23 january, 1902;
Chicago Daily News (1905.1.11): Chicago Daily News.- Banished Russians to Return, 1 November, 1905;
Chicago Daily News (1906. 2.02): Chicago Daily News.- Russian Party Lines, 2 February, 1906;
Chicago Daily News (1906. 8.05): Chicago Daily News.- Sad Scenes in Russia, 8 May, 1906;
Chicago Daily News (1906.6. 04): Chicago Daily News.- Call it a concession, 6 April, 1906;
Chicago Daily News (1906.10. 05): Chicago Daily News.- Butcheries in Tiflis, 10 May, 1906;
Chicago Daily News (1906.17. 05): Chicago Daily News.- Races Live in Peace, 17 May, 1906;
Manchester Guardian (1923 10. 06): Manchester Guardian.- Georgian Memorial Service, 10 June, 1923.
Кривенький (2000) Кривенький В.В. Анархисты Политические партии России: история и современность. М.: “Российская политическая энциклопедия, c. 210–226 http://grachev62.narod.ru/mnpt/chapt10.htm ბოლოს დამოწმებულია, 19.8.2020.