პირველი მსოფლიო ომის შედეგები საქართველოსთვის

ავტორები

  • ზურაბ ხონელიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.29

საკვანძო სიტყვები:

პირველი მსოფლიო ომი, საქართველო, საერთაშორისო პოლიტიკა,, პატარა ქვეყნები, ომის შედეგები

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შე­­ქმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება და  კავკასიის პატარა ქვე­ყნის - საქარ­თ­ვე­ლოს ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუ­კი­დე­ბ­ლო­ბი­ს­თვის. ნაშრომში კვლევის შე­დე­გად გამოტანილია დასკვნები:  მიუ­ხე­და­ვად, იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს არცერთ დაპირის­პი­რე­ბულ ბლოკს არ აინტერესებდა პატარა ერების ბედი, ამ ერებმა, სწორედ ამ ომის შედეგად შექმნეს, ან აღადგინეს სახელმწიფოებრიობა და გააჩინეს სა­მო­მავლო პერსპექტივები მსოფლიო საერთაშორისო სისტემაში დამკვი­დ­რე­­ბისა­თ­ვის. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და პირ­ვე­ლი დემო­კ­რა­ტიული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება პირველი მსოფ­ლიო ომის დროს მიმდინარე პო­ლ­­იტიკურმა პროცესებმა განაპირობა. მი­უ­­ხ­ე­და­ვად იმისა, რომ საქართ­ვე­ლოს დემო­კრა­ტიული რესპუბლიკა დამარცხდა 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპა­ციასთან ბრძოლაში, საქარ­თ­ვე­ლომ შეზღუდული „სუვერენიტეტით“ რესპუ­ბ­ლი­კის სახით არ­სე­ბობა გაა­გ­რძელა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.  დღეს არსებული ქართული სახელმწიფო რესპუბლიკური მმართველობით ისტორიულად ეფუ­ძნება სა­ბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს სსრ-ს, ანუ „მეორე რესპუ­ბ­ლი­კის“  ფუნდამენტს, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საქა­რ­თ­ვე­ლოს დე­მო­კრა­ტი­უ­ლი რესპუბლიკის, ანუ „პირველი რესპუბლიკის“ ბა­ზი­სს. მა­რ­თა­­ლია ეს რესპუბ­ლი­კები ერთმანეთისაგან  თვისობრივად  აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ მათ ერთმანეთის არსებობას  სა­ბა­ზისო სა­ფუძველი  ჩაუყარეს. ამის ერთგვარ დასაბუთებას წარ­მო­ა­დ­გენს 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს დამოუ­კი­დებლობის დე­კ­ლა­­რა­ცია, რომელიც სამართლებრივად, 1991 წლის 31 მარტის რე­ფე­რე­ნ­დუმის სა­ფუ­­ძ­ველზე ეფუძნება 1918  წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დე­კ­ლა­რაციას. 

წყაროები

Stevenson (1988): David Stevenson, The First World War and International Politics,1988;

Wilde (2020): Robert Wilde, The Countries Involved in World War I, https://www.thoughtco.com/countries-involved-in-world-war-1-1222074

Kochler (2006): The Use of Force in International Relations: Challenges to Collective Security, Edited by Hans Kochler, Vienna, 2006.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-06