სოციალური ნორმების როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების სფეროში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.30საკვანძო სიტყვები:
სოციალური ნორმები, საზოგადოება, კანონი, ურთიერთობები, ადათი, რეგულირებაანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია როგორც სამართლის თეორიის, ისე სამართლის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი: სოციალური ნორმებისა და მათი ზემოქმედება საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირებაზე. კვლევის მიზანი ორია: 1. წარმოაჩინოს კონკრეტული მაგალითების დონეზე, სამართლის ისტორიის, როგორც იურიდიული მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის როლი და მნიშვნელობა იურიდიული მეცნიერების ისეთი ფუნდამენტური დარგისთვის, როგორიც სამართლის თეორიაა. სამართლის თეორია ცნებებად და დებულებებად აყალიბებს იმას, რასაც სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, მოვლენებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გადმოსცემს ერთგვარი „ნედლი მასალის“ სახით. სწორედ ამ მასალის სათანადო ანალიზისა და შესწავლის შედეგად სამართლის თეორია, ფორმალურ-იურიდიული მეთოდის გამოყენებით, აყალიბებს ცალკეულ ცნებებს, გამოავლენს ძირითად მახასიათებლებს. ამ შემთხვევაში საუბარია სოციალურ ნორმებზე, მის ცნებასა და ნაირსახეობებზე, ცალკეული სოციალური ნორმის როლსა და გენეზისზე. 2. ასევე კვლევის მიზანია: წარმოაჩინოს სოციალური ნორმების მნიშვნელობა საზოგადოებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შექმნის პროცესში. ხშირ შემთხვევაში კანონმდებელი არასათანადოდ უღრმავდება, სამართლის ნორმის შექმნისას, სხვა სოციალური ნორმების როლსა და მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს კანონის აღსრულების პროცესს, რამდენადაც საზოგადოებას უჭირს იმ კანონების შესრულება, რომელიც უცხოა მისი ცნობიერებისთვის: იმ მორალურ-ზნეობრივ-ადათობრივ-სოციალური რეალობისთვის, რომელშიც ყალიბდებოდა და ვითარდება მოცემული საზოგადოება. კანონი ერთგვარი სამოსია საზოგადოების სხეულზე, მისი შექმნისას აუცილებელია მოცემული საზოგადოების სწორი პარამეტრების შერჩევა ანუ იმ სოციალური ნორმების გათვალისწინება, რომლებიც საკუთრივ ამ საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი და თავად საზოგადოების მიერ არის ჩამოყალიბებული საუკუნეების მანძილზე. საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში, საზოგადოების მთავარი მისიაა, შეინარჩუნოს: თვითმყოფადობა, სიცოცხლისუნარიანობა, შეძლოს თვითგანვითარებადობა, ამისათვის სახელმწიფოს ესაჭიროება კანონმდებლობის შექმნისას, საზოგადოებაში არსებული, საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებული და ზოგიც ახალი სოციალური ნორმების სწორად გათვალისწინება, მათი მისადაგება თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც გააუმჯობესებს კანონმდებლობის შექმნის პროცესს და გაზრდის კანონის აღსრულების ეფექტურობას. წინამდებარე ნაშრომის შექმნისას გამოვიყენეთ კონტენტ - ანალიზის, წყაროების სინთეზის, შედარებით-ისტორიული მეთოდი, პრობლემური მეთოდი და ფორმალურ-იურიდიული მეთოდი.
წყაროები
დოლიძე (1960): ისიდორე დოლიძე. საქართველოს ჩვეულებითი სჯული, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა თბი-ლისი;
ელიავა (1989): გივი ელიავა, ეთნოგრაფიული სამეგრელო, ალბომი, მარტვილი;
ნადარეიშვილი (2000): გიორგი ნადარეიშვილი. უძველესი სოციალური ნორმები საქართველოში ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, ჟურნალი „ალმანახი“, სპეც. გამოშვება N14;
სურგულაძე (2002): ივანე სურგულაძე. ქართული სამართლის ისტორიის წყა¬რო¬ები, თბილისი.