ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს საჩივრის ფორმის შევსების გავრცელებული შეცდომები
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.34საკვანძო სიტყვები:
ადამიანი, უფლებები, ევროპული სასამართლო, საჩივარი, შემუშავებული საჩივრის ფორმა, დანართები, წესის დარღვევა, კონვენცია, გავრცელებული შეცდომები, რეკომენდაციებიანოტაცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა სახელმწიფოთათვის და იწვევს მთავრობების მიერ მათი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას მრავალ სფეროში. სასამართლოს შეუძლია იმ საჩივრების განხილვაც, რომელსაც წარმოადგენენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მიიჩნევენ რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასამართლოს მიერ განხილული საჩივრების 90%-ზე მეტი მიუღებლად ცხადდება, რისი გამომწვევი მიზეზი ხშირად სასამართლოს მიერ შემუშავებული საჩივრის ფორმის შევსების პროცესში დაშვებული შეცდომები ხდება. ნაშრომში განხილულია ისეთი ტიპიური და გავრცელებული შეცდომები, როგორიცაა: საჩივრის ფორმის არასათანადო ფორმის გამოყენება, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად მითითება, არ არის დანართები დამაგრებული სათანადო წესით, არის არის დასაბუთბული შიდასახელმწიფოებრივი დაცვის მექანიზმების ამოწურვა, ხელმოწერების არარსებობა, დანართების გვერდის შეუვსებლობა, ნუმერაციის წესის დარღვევა, კონვენციის მუხლის მიუთითებლობა და სხვა. ნაშრომი ასევე მოიცავს პრაქტიკულ რჩევა-რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასურველი შედეგის მისაღწევად.
წყაროები
კონვენცია (2021): ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ცოცხალი აქტი, დოკუმენტი მომზადებულია სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, ინგლისურენოვანი გამოცემა: The European Convention on Human Rights – A living instrument ხელმისაწვდომია https://echr.coe.int/Documents/Convention_Instrument_KAT.pdf