დამამტკიცებელ საბუთთა სისტემა XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.36საკვანძო სიტყვები:
საქართველო, XVII-XVIII საუკუნეები, ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, დამამტკიცებელი საბუთი, ფიცი, შანთი, მდუღარე, ხმალი, მოწმე, ცოდვის მოკიდებაანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია ძველი ქართული სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - დამამტკიცებელ საბუთთა სისტემა, რომელსაც განვითარებული ფეოდალური ეპოქის (XI-XIII სს.) საქართველოსთან შედარებით, გვიანფეოდალურ ხანაში, კერძოდ XVII-XVIII საუკუნეებში განსხვავებული სახე მიეცა. ბუნებრივია, საქართველოს ფეოდალური დაშლილობის დროს, ირანისა და ოსმალეთის პოლიტიკური და სამართლებრივი გავლენის ეპოქაში, დამამტკიცებელ საბუთთა სისტემამ სახე იცვალა. მაგრამ ქართულ სამეფო-სამთავროებში წარმოქმნილ ამ სხვადასხვაობას წერტილი დაუსვა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნმა, რომელიც ყველა ქართული სამეფო-სამთავროს სამართლებრივი სისტემის მთავარი დოკუმენტი გახდა. ქართული სასამართლო სისტემაში ცნობილი იყო და-მამტკიცებელ საბუთთა მრავალი სახე, მაგრამ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მე-6 მუხლი ეხება შემდეგი სახის მტკიცებულებების საშუალებებს: „საქართველოს რიგი და სამართალი ექვსი არის რომე ამითი თავი იმართლების: პირველი-ფიცი, მეორე-შანთი, მესამე-მდუღარე, მეოთხე-ხმალი, მეხუთე-მოწმე, მეექვსე-ცოდვის მოკიდება. ნაშრომში, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის საფუძველზე, შესწავლილია XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს სასამართლოსთვის დამახასიათებელი დამამტკიცებელ საბუთთა სისტემა.
წყაროები
დოკუმენტები (I/1940): დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტომი I, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XVIII ს.ს.), ნიკო ბერძენიშვილის რედაქტორობით, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, თბილისი;
ვახტანგის სამართალი (1955): ვახტანგVI-ის სამართლის წიგნი, თინათინ ენუქიძის გამოცემა, თბილისი;
ლამბერტი (1938): არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თარგმანი იტალიურიდან ალექსანდრე ჭყონიასი, მეორე გამოცემა ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი;
ლეკვეიშვილი (1963): მ. ლეკვეიშილი, სასამართლო პროცესი XVII-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოშ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა, თბილისი;
სიძველენი (I/1899): საქართველოს სიძველენი - ტომი I - ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი;
ფონდი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, საბუთი N1;
შარდენი (1935): ჟან შარდენი, მოგზაურობა საქართველოში, თარგმნილი ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ, სახელმწიფო გამომცემლობა - სახელგამი, ტფილისი;
Сборник законов (2019): Сборник законов грузинского царя: Вахтанга VI (Russian Edition) Paperback – July 4, 2019. Russian Edition by Д.З. Бакрадзе (Author), დიმიტრი ბაქრაძის გამოცემა აღდგენილია 2019 წელს.