სქესობრივი დანაშაულის რეფორმა იაპონიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.38საკვანძო სიტყვები:
იაპონია, სქესობრივი დანაშაული, დანაშაული, სქესობრივი თავისუფლება, სექსუალური დანაშაული, დემორალიზაცია, ფემინისტები, კონსერვატორები, რეფორმა, დებატებიანოტაცია
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის სსკ-ში 2017 წელს განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის რეფორმა, ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „გარყვნილი ქმედების“ ცნების გაუქმება. ხელყოფის ობიექტის მხოლოდ ქალით შეზღუდვის გაუქმება არის ნაბიჯი სექსუალური დანაშაულის დემორალიზაციის მიმართულებით და სქესობრივი თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფისათვის. ხელყოფის ობიექტის შეზღუდვის გაუქმება ნიშნავს ლგბტ-პირებისა და ჰეტეროსექსუალების სქესობრივი თავისუფლების გათანაბრებას. ამით დაზუსტდა, რომ ,,გარყვნილი ქმედების“ ქმედების შემადგენლობის ნიშნები ,,სქესობრივი კავშირის, ანალური სქესობრივი კავშირის ანდა ორალური სქესობრივი კავშირის“ შემზღუდავი ჩამონათვალის საშუალებით შეიცვალა, რადგან ყველა მათგანი გულისხმობს მამაკაცის სასქესო ორგანოების შეღწევას; მხოლოდ მაშინ არის ,,სქესობრივი კავშირი.“ ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული გაუპატიურების შემადგენლობაში ქალებს შორის სქესობრივი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, მამაკაცის სასქესო ორგანოს შეღწევით განსხვავდება გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ქმედების იძულება. ამ დროს ისმება ორი შეფასებითი კითხვა: რატომ აქვს შეღწევას ასე განსაკუთრებული მნიშვნელობა და რატომ მხოლოდ მამაკაცის მიერ? ვერ იპოვით ამ შეკითხვებზე დამაჯერებელ პასუხს. არც ემპირიულად და არც ნორმატიულად გამართლებული საფუძველი აქვს იმას, რომ გაუპატიურების დასჯადობა შეიზღუდოს ძალადობის ან მუქარის მხოლოდ განსაკუთრებით ინტენსიური გამოყენების შემთხვევებით. თუ ჩავთვლით, რომ იაპონიისთვის აუცილებელია ძალადობისა და მუქარის გარეშე სექსუალური ქმედების დასჯადობა, მაშინ რეკომენდირებულია შემოვიღოთ ქმედების ახალი შემადგენლობა სასჯელის მსუბუქი ზომით. სქესობრივი დანაშაულის რეფორმამ გამოიწვია დისკუსია, რომელიც ადრე იყო მხოლოდ ფემინისტებსა და კონსერვატორებს შორის პოლიტიკური დებატების საგანი. ცვლილებებით ყურადღება გამახვილდა საკითხის სამართლის მხარეზე, რაც ასევე არის რეფორმის ერთ -ერთი დადებითი ეფექტი.
წყაროები
აკიტას პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v, 20. 2. 2013, LEX/DB 2550971; იხილეთ ასევე ზემოთ დასახელებული კოფუს პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v 27.5.2014;
დანდო (1965) ტოკორო, დანდო და სხვები (1965), რედ., ჩუსუაკუ კაიჰოუ (სსკ-ს კომენტარი) ტ. 4;
ისსკ: იაპონიის სისხლის სამართლის კოდექსი;
ისსკ, განაჩენი v. 4. 4. 1914. ჰორიცუ შინბუნ 940. 22; უზენაესი სასამართლოს განაჩენი v. 8. 2. 1949;
ისს გადაწყვეტილებათა კრებული (1957): 3. 3. 1957, სისხლის სამართლის საქმეებზე უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული, შემდეგში ,,კაიშუ“, 11.997.
ისს საქმეების მე-2 ინსტანცია (1961): უზენაესი სასამართლოს (კოტოსაი-ბანჩო) სისხლის სამართლის საქმეების მე-2 ინსტანცია, ნაგოია, კანაზავას ფილიალი, 1961 წ.-ის 2 მაისის გადაწყვეტილება, (სისხლის სამართლის საქმეებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები, შემდეგში ,,კაკეიშუ“);
კაიშუ 3.2.75; ისს-ს განაჩენი v. 24. 6. 1914, ტაიშინინ კაიჯი ჰანკეცუროკუ, 20.1333 და ა. შ.
კამონი (2015): კამონი, ჰანზაი თუ კაიბაცუ, №26,25; ასადა, ჰანზაი თუ კაიბაცუ, №26,7; ამათგან განსხვავებულად სატო, ჰოგაკუ კუოშიცუ, №418, 26.
კენშუ (2015): იმაი, კენშუ, #830, 40; იდა, კეო-ჰოგაკუ #31 (2015), 48;
კენშუ (2017): იმაი, კენშუ, #830, 50; ჰაშიზუმე, ჰირიცუ ნო ჰირობა, ტ. 70, ნაწ. 11, 2017;
კეზუჰარა (1990): კუზუჰარა, ჰოგაკუ-სემინარი, ტ. 35, ნაწ. 10, 1990;
კიტაგავა, ჰოგაკუ კიოშიცუ, №445 (2017), გვ. 65; საჰეკი, ჰოსო-ჯიჰო, 67.9.28;
კოფუს პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v. 27.5.2014, LEX/DB 25504086, ტოკიოს პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v. 27.9.1999, კოკაისოკუ, ტოკიოს პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v 15.4.1987, ჰანრაი-თაიმსი, 640,227, ნაგოიას პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v 28.7.1980, ჰანრაი-ჯიჰო, 1007,140, ტოკიოს პრეფექტურის სასამართლო, განაჩენი v 16. 3. 1963, კაკაიშუ 5, 3=4, 244; ჰიროსიმას უმაღლესი სასამართლო, განაჩენი v. 4. 7. 2012, LLI/DB L06720347;
კუოშიცუ (2015): სატო, ჰოგაკუ კუოშიცუ №418 (2015), 26; იდა, კენშუ №806,12.
ნაკამორი (2015): ნაკამორი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, მეოთხე გამოცემა, ტოკიო, 2015, ნიშიდა (2012) ნიშიდა, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, მეექვსე გამოცემა, ტოკიო, 2012;
ნიშიდა (2012): იხ. ნიშიდას დასახ. ნაშრ.
ოსაკას პრეფექტურის სასამართლოს განაჩენი v. 12. 3. 1971, ჰანრაი-ტაიმსი, №.267, 376;
ოსაკას პრეფექტურის სასამართლოს განაჩენი v. 27. 6. 2008 LE¬X/-DB28145357
საიტო, ჰანცაი თუ კაიბაცუ, 26, 72.
ტაცუი (2018): ტაცუი, კეიჯიჰოუს ჟურნალი, #55 (2018);
ტაიშინინ (იაპონიის საიმპერიო სასამართლო, შემდეგში „ისს“), განაჩენი v. 11. 9. 1933;
ტაკამაცუს უმაღლესი სასამართლო, განაჩენი v. 29. 9. 1972, ჰანრაი-თაიმსი 291, 276; ტოკიოს უმაღლესი სასამართლო, განაჩენი v. 28.11.1968, ჰანრაი-თაიმსი 233, 190; ოსაკას უმაღლესი სასამართლო, განაჩენი ჰანრაი-თაიმსი 230, 308 და ა. შ.
ტოკიოს უმაღლესი სასამართლო, განაჩენი v. 27.1.1981, კაიგაცუ 13, 1=2, 50. ფუკომაჩი, ჰორიცუ-ჯიჰო, ტ. 89, ნაწ. 9;
ჰორიცუ-შინბუნ 3615,11; ნაგოიას უმაღლესი სასამართლო, განაჩენი v. 2. 6. 2003, ჰანრაი-ჯიჰო, №. 1834,161;
ჰიროსიმას უმაღლესი სასამართლოს განაჩენი v. 20. 11. 1978, ჰანრეი-ჯიჰო, №.923,112;
ჰიროსიმას უმაღლესი სასამართლოს განაჩენი v. 20. 11. 1978, ჰანრეი-ჯიჰო, №922, 111;
ჰირობ (2017): ჰაშიზუმეს, ჰორიცუ ნო ჰირობა, ტ. 70(2017), ნაწ. 11, S.5; ფუკამაჩი, (სქოლიო 7); ტაცუი, კეიჯიჰოუს ჟურნალი, №55 (2018).