ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ტენდენციები თანამედროვე ქვეყნებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.39საკვანძო სიტყვები:
ადგილობრივი მმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადმინისტრაციული სისტემებიანოტაცია
თანამედროვე ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტები უკანასკნელ ათწლეულებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. როგორც არაერთი უცხოელი ავტორი აღნიშნავს ევროპული ქვეყნების პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტეგრაციამ განაპირობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებათა, არამარტო ევროპის კავშირის მმართველი ორგანოებისათვის გადანაწილება, არამედ გარკვეული დატვირთვა მიანიჭა ევროპის კავშირში გაერთიანებული ქვეყნების რეგიონალურ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მართალია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოწყობის სისტემა ამ ქვეყნებში ძალზედ მრავალფეროვანია თუმცა, წინამდებარე სტატიის ფარგლებში ჩვენ შედარებით სამართლებრივი მიდგომების საფუძველზე განვიხილავთ იმ საერთო ნიშან-თვისებებს, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენს განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ძირითად ტენდენციებს. აღნიშნულ ტენდენციათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების მეშვეობით მოქალაქეთა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ასპექტები.
წყაროები
ლოსაბერიძე, კანდელაკი, აბულაძე, კონჯარია (2016): დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ოთარ კონჯარია, ადგილობრივი თვითმმართველობა, თბილისი, 2016;
ევროპული ქარტია (1985): ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, სტრასბურგი, 15.X.1985. საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის N 515 – II ს დადგენილებით. ხელმისაწვდომია: https://smr.gov.ge/uploads/prev/evropuli_q_-354b65fe.pdf. ბოლო შემოწმება: 13/01/2022.
კულმანი, ვოლმანი (2014): საბინე კულმანი და ელმუტ ვოლმანი, შესავალი შედარებით საჯარო მმართველობაში: ადმინისტრა-ციული სისტემები და რეფორმები ევროპაში, 2014, მთარგმნელები: ნინო ცუხიშვილი გვანცა ბესელია თბილისი, 2019;
Vodyanitskaya (2017): Elena Vodyanitskaya. Local Government, Max Planck Encyclopedia of Comparative Constitutional Law. https://mgimo.ru/uplo-ad/iblock/e67/MPECCOL_Local%20Government.pdf ბოლო ნახვა 13/01/2022
Oxford Constitutions (http://oxcon.ouplaw.com). (c) Oxford University Press, 2015. All Rights Reserved. Subscriber: Elena Vodyanitskaya; date: 13 October 2017. წყარო: https://mgimo.ru/upload/iblock/e67/MPECCO-L_Local%20Government.pdf. ბოლო შემოწმება: 13/01/2022.