მეცნიერული კეთილსინდისიერებისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.41საკვანძო სიტყვები:
მეცნიერება, ნაშრომი, განათლება, ინტელექტი, სიახლე, წყარო, ცოდნა, კეთილსინდისირება, პლაგიატიანოტაცია
ნაშრომის შექმნის დროს რაც არ უნდა ბევრი და საინტერესო წყარო გამოვიყენოთ, ის მაინც ვერ გახდის მიმზიდველს ნაშრომს ინტელექტუალი მკითხველის თვალში. განათლებული, ინტელექტუალი მკითხველი ეძებს ავტორისეულ და თუნდაც მცირე მნიშვნელობის სიახლეს. თუ ნაშრომში არ არის დარგის განვითარებისათვის შემოთავაზებული თუნდაც მცირე მნიშვნელობის „სიახლე“, მაშინ ის ამ დარგის განვითარებას ვერაფერს შემატებს და არც არაფერის მომცემი იქნება. სხვაგან მიღებული ცოდნის შესწავლა ლიტერატურის დამუშავებით თუ სხვა გზით საჭიროა იმიტომ, რომ ვიცოდეთ რა ხდება ამა თუ იმ დარგში. ეს საჭიროა იმისათვის, რომ თუ ჩვენ რაიმე სიახლეს ვქმნით, ვიცოდეთ ის უკვე ხომ არ არის შექმნილი სხვის მიერ. ეს იმიტომ რომ უკვე შექმნილი ცოდნის თუნდაც კეთილსინდისიერად ხელმეორედ შექმნა დარგს ვერ განავითარებს. ეს დონე უკვე არსებობდა და თუკი ჩვენ კეთილსინდისიერად რაიმე აღმოვაჩინეთ ისე, რომ პლაგიატს ადგილი არ ჰქონია, ეს მიუთითებს ჩვენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და კეთილსინდისიერებაზე, მაგრამ არა დარგის განვითარებაში წვლილზე, რადგან ეს უკვე სხვამ შეძლო ჩვენამდე. ამიტომ მეცნიერული სიახლეების გაცნობა აუცილებელია თუნდაც ახალი სიახლეების შესაქმნელად და ამ გზით მეცნიერების განსავითარებლად. მეცნიერული სიახლეების გაცნობა უნდა იყოს საშუალება და არა თვითმიზანი, საშუალება ახალი ცოდნის შესაქმნელად და არა შექმნილი ცოდნის ჩვენი სახელით მისათითებლად.