თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობა და პოლიტიკური ერის ფორმირება
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.43საკვანძო სიტყვები:
ეროვნული იდენტობა, პოლიტიკური ტრანზიცია, ქართული სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური ერი, პოლიტიკური აქტორი, მართლმადიდებელი ეკლესიაანოტაცია
აბსტრაქტი. ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობა და პოლიტიკური ერის ფორმირების პრობლემა. კვლევის დროს ძირითადად გამოყენებულია შედარებითი კვლევის მეთოდი, სისტემური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური და პოლიტიკური სიტუაციის სივრცითი და დროითი ანალიზი. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის აქტუალურ პრობლემად ეროვნული იდენტობის ფორმირება გადაიქცა. თანამედროვე ქართული იდენტობა ახალი დროის შესაბამისად ტრანსფორმაციას განიცდის. ეროვნული იდენტობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდამავალ პერიოდში; იგი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის თვითდამკვიდრების განზომილებითი კრიტერიუმია. თანამედროვე დემოკრატიაზე გადასვლის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა პოლიტიკური ერის ფორმირებაა. ქართული პოლიტიკური სივრცე ძალზე პოლარიზებულია, რაც ხელს უშლის პოლიტიკური ერის ფორმირების პროცესს. სახელმწიფოებრივი ცნობიერების ფორმირება უნდა გახდეს ერის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. პრობლემად რჩება ეროვნული კონსოლიდაციისა და ინტეგრაციის მიღწევა. პოლიტიკური ერის ფორმირების პროცესში განსაკუთრებული როლი პოლიტიკური სივრცის აქტორებს აქვთ; მათ პოლიტიკურ კულტურასა და ინტელექტზეა დამოკიდებული კონსოლიდირებული დემოკრატიის ფორმირება საქართველოში. პოლიტიკური პოლარიზაციისა და ინსტიტუციური ვაკუუმის პირობებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია და ავტორიტეტი კგამოიკვეთა; მისი აქტორული ფუნქციები პოლიტიკურ სივრცეში კიდევ უფრო იზრდება.
წყაროები
აბესაძე 2015: გ. აბესაძე. პოლიტიკური კულტურა: კონცეპტუალური მო-დელები და დემოკრატიული ტრანზიციის პარადიგმები. ,,უნივერსალი", თბილისი;
აბესაძე ნ., 2019: ნ. აბესაძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი პოლიტიკური იდენტობის ფორმირების პროცესში. ჟ. ,,რელიგია“, 2;
აბესაძე, 2020: ნ. აბესაძე. მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე ქართული ეროვნულიპოლიტიკური იდენტობა. ,,ფილოსოფიური ძიებანი“ /კრებული ოცდამეოთხე/. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია. ,,უნივერსალი“, თბილისი; გვ. 237-249
ილია II, 2007: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სააღდგომო ეპისტოლე. თბილისი; http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2010.htm
ილია II, 2014: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საშობაო ეპისტოლე. თბილისი;
მამარდაშვილი, 1992: მ. მამარდაშვილი. საუბრები ფილოსოფიაზე. ,,მეცნიერება", თბილისი;
სმითი, 2004: ენტონი დ. სმიტი. ნაციონალიზმი: თეორია. იდეოლოგია, ისტორია. თარგმნა მარიამ ჩხარტიშვილმა. თბილისი;
სმითი, 2008: ენტონი დ. სმითი. ნაციონალური იდენტობა. L ლოგოს პრესი, თბილისi;
ჭავჭავაძე, 1987 : ილია ჭავჭავაძე. რა გითრათ? რით გაგახაროთ? რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. IV. თბილისი;
ჯონსი, 2012: სტივენ ჯონსი. საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფოს არ ენდობა. 2012. https://www.amerikiskhma.com/a/interview-stephenjones137618598/537977.html