გზად ახალი მოდერნისაკენ : ულრიხ ბეკის შეხედულებები თანამედროვე საზოგადოების ტრანსფორმირების თაობაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.47საკვანძო სიტყვები:
ულრიხ ბეკი, საზოგადოება, შეხედულებები, ტრანსფორმაცია, უთანასწორობა, ყოველდღიურობაანოტაცია
გერმანელი სოციოლოგის, ულრიხ ბეკის ინტერესის საგანი თანამედროვე საზოგადოების ტრანსფორმირების ფონზე არის კლასობრივი უთანასწორობა, რომელიც მისი აზრით ცხოვრების დონის მატებასთან ერთად ქრება და გამოსჭვივის ყოველდიურობის ნიუნსებში, იქნება ეს არქიტექტურული დიზაინი, ჩაცმის სტილი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ცხოვრების დაგეგმვარება თუ სხვა. თუმცა, ეს პროცესი გასაგები მიზეზების გამო პირველი, მეორე და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, განსხვავებული ინტენსივობით მიმდინაროებს. ავტორის მიხედვით, ამ პროცესის თანმდევია: 1. ანაზღაურებადი შრომისაგან გამოთავისუფლებული მეტი დრო; 2. ანაზღაუ-რებადი შრომისაგან გამოთავისუფლებული დროის მატერიალური კუთხით კარგად უზრუნველყოფა; 3. ანაზღაურებადი შრომისაგან თავისუფალ დროს ადამიანების პროდუქტიულობის შენარჩუნება და შესაძლოა უმჯობესი ხარისხითაც; 4. მეტი ანაზღაურება; 5. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა მამაკაცებში დაახლოებით 10 წლით, ხოლო ქალებში 13 წლამდე. ულრიხ ბეკი ამ ხუთი კომპონენტის კომბინაციიდან და არამარტო საუბრობს ,,ლიფტის ეფექტზე". ცვლილებათა განხილვადი შემთხვევის გენეზისს გერმანიის მაგალითზე აგებს, მოყოლებული კაიზერისეული პერიოდიდან, ვაიმარის რესპუბლიკის ჩათვლით ფედერაციულ გერმანიამდე, რომელმაც თანამედროვე გერმანიას მისცა სახე. ულრიხ ბეკის აზრით, ცხოვრების დონის ზრდა სქესთა შორის ურიერთობებზეც კი აისახება და ე.წ. პატრიარქალური საზოგადოებისთვის მახასიათებელი სქესთა შორის მიმართების ჭრილში სტერეოტიპები ჩამოიშლება. ზემოხსენებული ,,ლიფტის ეფექტის" წყალობით დროდადრო, ფიქრობს ბეკი, შესაძლებელი ხდება ,,ნახტომები ისტორიაში", რაც გვაძლევს სრულიად ახალ რეალობას, და პირველ რიგში ახალს ხარისხობრივად.
წყაროები
Beck (1986) Beck Ulrich, Risikogesellschaft; AUD DEM WEG IN EINE ANDERE MODERNE, Suhrkamp Verlag Frankfurt am Main;
Бек ( 2000) Бек Ульрих, Общество риска; На пути к другому модерну. Пер. с нем. В. Седельника, Н. Федоровой. Москва Прогресс-Традиция;