მოტივაციური სფეროს როლი და მნიშვნელობა მედიცინაშ

ავტორები

  • ლია სვანიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.48

საკვანძო სიტყვები:

მოტივაცია, ჯანდაცვა, სფერო, მედიცინა, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, პროცესი

ანოტაცია

ჯანმრთელობის სფეროს შესწავლისათვის ჩვენი საუკუნის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო რეფორმა, რომელიც ობიექტური (შეი­ც­ვა­ლა ფორმაცია, დაიწყო პრივატიზაცია) ვითარების გამო, მეცნიერულ ნაშ­რო­მად ვერ გაფორმდა. მაგრამ დაისახა მეტად მნიშვნელოვანი პრობ­ლე­მები, რომელთა სისრულეში მოყვანაც ნაშრომის ავტორმა გადაწყვიტა.ღრმა ანალიზის და დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლის საფუძველზე ლია სვანიძემ წარმოადგინა ნაშრომი „მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სფეროს როლი და მნიშვნელობა მედიცინაში“, სადაც განხილულია ის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც უზრუნველყოფს კაცობრიობის გა­და­რჩენას მოსალოდნელი წარღვნისგან, რომელიც ამ საუკუნეს მოევლინა – ეს არის „მოტივაცია“. მან თავისი სფეროც შექმნა „მოტივაციური სფეროს“ სახით, რომელსაც არნახული ძალა აქვს და ღვთაებრივ შესაძლებლობებს ფლობს.„მოტივაცია“ არის ფრანგული, ინგლისური და ლათინური წარ­მო­შო­ბის სიტყვა და ნიშნავს „მოძრაობაში მოყვანას“ – მრავალმნიშვნელოვანი ცნებაა. ფსიქოლოგიაში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პლანის დი­ნა­მიკური პროცესია, რომელიც მართავს ადამიანის ქცევას, განსაზღვრავს მის მიმართულებას, ორგანიზებულობას, აქტიურობას და მდგომარეობას. იგი შინაგანი და გარეგანი პირობების ერთობლიობაა, რომელიც იწვევს სუ­ბი­ექტის აქტივობას; გაცნობიერებული მიზეზია, რომელიც საფუძვლად უდევს პიროვნების ქმედებას, ქცევას, მოქმედებას, საქციელს.ფუნქციონალური მოტივი – საქციელის, საქმიანობის, სურვილების ისეთი გაცხოველებაა, რომლის დროსაც თვით საქმიანობის პროცესს მოაქვს ემოციური კმაყოფილება და არა მხოლოდ მისაღწევი შედეგი.მრავალგზის, ბევრი ფაქტორის და შესაძლებლობის კვლევა-შესწავლა იყო საჭირო, რომ მედიცინის სფეროს გადასარჩენად ავტორს   „მოტივაცია“ ჩაეთვალა და რა როლს შეასრულებს იგი მედიცინაში კარგად ჩატარებული რეფორმის შემთხვევაში (იხ. ნაშრომი).ნებისმიერი რანგის სამედიცინო პერსონალი და საქართველოს მო­სა­ხ­ლეობა სისტემატურად უნდა იყოს ჯანმრთელობის რეფორმის უმაღლეს დონეზე ჩატარების, მიმდინარეობის და მისი ცალკეული ეტაპების განხორციელების შედეგების საქმის კურსში. ეს ხელს შეუწყობს მედპერსონალის საქმიანობის მოტივაციური სფეროს განმტკიცებას.ავტორს სურვილი აქვს, რეზიუმეში მოკლედ და თვალხილულად წარმოადგინოს რეფორმის არსი და იმედი აქვს, რომ საქართველოში მისი ჩატარება არ დაყოვნდება.

წყაროები

უზნაძე (1998) დ. უზნაძე. ზოგადი ფსიქოლოგია. თბილისი;

ნადირაშვილი (2001) შ. ნადირაშვილი. განწყობის ანტროპული თეორია. თბილისი;

Майерс (2007) Д. Майерс.Социальная психология. Санкт-Петербург Издательство Питер;

სვანიძე (2016) ლ. სვანიძე. ლექციები ეკონომიკურ ფსიქოლოგიაში. შემეცნებითი სწავლება. თბილისი; 256-276.

ნადირაშვილი, გოგოტიშვილი (2018) დიმიტრი ნადირაშვილი, თეა გოგოტიშვილი. გეშტალტთერაპია. თეორია და პრაქტიკა. თბილისი;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია