ადრეული და სასკოლო ასაკის ბავშვთა შფოთვისა და სტრესის ფიზიოლოგიური პროცესები და მათი დაძლევის გზები

ავტორები

  • ლალი ახალაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.51

საკვანძო სიტყვები:

ბავშვები, ადრეული, სასკოლო, ასაკი, შფოთვა, სტრესი, ფიზიოლოგია, პროცესი, დაძლევის გზა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია,  ადრეული და სასკოლო ასაკის ბა­ვ­­­შ­ვებში შფ­ო­­თ­ვი­სა და სტრესული რეაქციების  დროს  გამოვლენილი მდგო­­მა­რეობა,  ადა­­­პ­ტა­ცი­უ­რი ხა­სი­ათის ინტეგრალური რეაქციები, სტრე­სის და­დე­ბითი და უარ­ყო­ფითი  შე­დე­გები, ასევე, მისი მართვის სხვადასხვა ხე­რ­ხები. მიუხედავად იმი­სა, რომ სტრესზე სა­პასუხო რეაქცია ბუნებით და გენეტიკურად, ჩვენს ორ­განიზმში კოდირებული ადა­პ­ტა­ციური მექა­ნი­ზ­მების ჩართვითაა განპი­რობე­ბული, საფ­რ­თ­ხის შემცველ სი­ტუ­ა­ციაში  ბავ­შ­ვის  ორგანიზმს განსაკუთრებით მობილიზებულს და ბრძოლის უნარიანს ხდის, ასევე ხელს უწყობს ცვალებად გარემოსთან შე­გუ­ების პროცესს. ის გა­ნი­ხილება, როგორც ბიო­ლო­გიურად დადე­ბითი, ადაპ­ტა­ცი­უ­რი ხასიათის ინტეგრალური რე­ა­ქ­ცია, რომელიც ზრდის ორ­განიზმის მდგრადობას სხვა­და­სხვა პათოგენური ფაქ­ტო­რე­ბის მიმართ. მაგრამ, თუ წონასწორობა აქტიურ მდგომარეობასა და  მოსვენებულ მდგომარეობას შორის დაი­რ­ღ­ვა, ანუ როცა არ არსებობს ბალანსი დაძაბულობასა და რელაქსაციას შორის, მაშინ მოჭარებებული სტრესის უარყოფითი რეაქციები იწვევს  ორგა­ნი­ზ­მში საადაპტაციო რე­ზე­რვების ამოწურვას და სპეციფიკური და არას­პე­ცი­ფი­კური რეზისტენტობის დაქ­ვე­ი­თებას, რაც საბოლოოდ უარყოფითად აი­სა­ხება პიროვ­ნების, როგორც ფიზიკურ, ისე ფსი­ქოლოგიურ მდგო­მა­რე­ო-ბაზე. ბავშვებში ხშირია უარყოფითი სტრესის შედეგები, რო­გორიცაა თა­ვი­სა და მუცლის ტკივილი, ძილ-ღვიძილი ფაზის დარღვევები  და გა­დამე­ტე­ბუ­ლი ტირილი ან პრობლემები ჭამასთან და­კავშირებით. ყოველივე ეს  იწყება,  ჩვილობის ასაკიდანვე და საბავშვო ბაღსა და სკო­ლის პერიოდშიც გრძელდება. შესა­ძ­ლე­ბელია  აღნიშნული მდგო­მარეობამ  ხელი შეუშალოს, ბავშვის ორგანიზმში საა­და­პ­ტა­ციო მექანიზმების ნორმალური ზრდა-გა­ნ­ვითარების ჩამოყალიბებას. გენე­ტი­კუ­რად დეტერმი­ნი­რებული პოტენ­ცი­ალი სრუ­ლად რომ გამოვლინდეს, ბავშვს სჭირდება შე­სა­ბა­მისი გარემო - სიყვარული და სითბო, ყურადღება, წახალისება და გონებრივი სტი­მუ­ლ­აცია, ადეკვატური კვება და მაღალი ხარისხის ჯანდაცვა. ამ ასაკში გან­საკუ­თრებით მნიშვნელოვანია მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთ­დამო­კიდე­ბულება, მშობლის განსაკუთრებული ჩართუ­ლო­ბა და განვითარების სტი­­მუ­ლა­ცია. სტიმულაცია გული­ს­ხ­მობს მშობლებთან, ოჯა­ხის  წევრე­ბ­თან ურთიერთობას, სხვადასხვა  ნივთების დათვა­ლი­ერებას, მოფერე ბას, მოსმენას, სეირნობას  და,  რა თქმა უნდა, თამაშს.  სტა­ბი­ლური კა­ვშირები, ოჯახ­თან ერ­თად  გატარებული დრო და რიტუალები, ბავშვებს უღვივებს შინაგანი უსა­ფ­რ­თხოების შეგრძნებას და ეხმარება, მძიმე სიტუაციებიც კა­რ­­გად რომ დაძლიოს. ახალშობილებსა და სასკო­ლო ასაკის ბავშვებს  გა­ნ­სა­კუ­თრებით სჭირდებათ მუდმივი ყურადღება და სიყვა­რული.  მათ  სჭი­რ­დე­ბა განცდა, რომ ვიღაც მა­სთან არის, ესმის მი­სი ტირილი, მას­ზე ზრუნავს და მათ მიმართ დიდ  სიყვარულს გა­მო­ხატავს. თუ ასე არ ხდება, მაშინ თავს იჩენს უარყოფითი სტრესი, ბავშვები თავს მიტოვებულად გრძნო­­ბენ, ითრ­გუნებიან, რაც მათთვის მძიმე და საშიში განსაცდელია. მუდმივი შფო­თვისა და დაძაბულობის მოსახსნელად არსებობს სხვადასხვა ხერხები: მაგ, სპორტისა და ცეკვის  წრეში ჩართვა, სასურველია ბავშვები დაკავდნენ  30 წუთიანი  ფიზიკური აქ­ტი­ვობით, რაც იწვევს ენდო­რფ­ი­ნების დონის მო­მა­ტებას და კო­რ­ტი­ზოლის დონ­ის და­ქ­ვე­ითებას. ასეთ წრეებში ჩართ­უ­ლო­ბით, ბავშვი ადეკვატური ფო­რ­მით  შე­ძლებს დღის გა­ნ­მავლობაში დაგ­რო­ვი­ლი ენერგიის დახარჯვას, არა­ფო­რ­მა­ლურ გა­რე­მო­ში კომუ­ნი­კა­ციის უნა­რე­ბისა და თავდაჯერებულობის მოპოვებას. ასევე, რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარჯი­შე­ბი  ამ­ცი­რებს სტრესს და შფოთვას ხანგრძლივი ვა­დით.  სეი­რ­ნო­ბის ანტი­ს­ტ­რესული ფაქ­ტო­რია ფიზიკური აქტივობა, რაც ზრდის ენდო­რფინების დონეს, ასევე, მწვანე ზონაში ყოფნა მნიშვნე­ლო­ვ­ნად აუმჯობესებს ემ­ო­ციურ გამ­ძ­ლე­ო­ბას და ამ­ცი­რებს სტრესს, ასევე,  სწო­რად ჩატარებული სუ­ნ­თ­ქ­ვითი ვარ­ჯი­შებიც  ამცირებს სტრესს. ასევე, დამა­მ­შ­ვი­დებელი მუსიკის მოსმენა, უფ­რო კარგ შედეგს მი­ვი­ღებთ, თუ თავად დაუკრავენ რომელიმე ინსტრუმენტზე, რადგან ამ დროს ბავშვები იყენებენ ფიზიკურ ძალასაც.  სა­სუ­რველია, აღმო­იფხვრას ყურა­დ­ღე­ბის გამ­ფა­ნტავი ფაქტორები, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ თანამე­დროვე ტექნოლოგიები (მო­ბილური, ტე­ლე­ფონი და კომპიუტერი), მო­ვა­რი­დოთ   ბავშვები  უარყო­ფითი ში­ნა­არსის  ფი­ლ­მე­ბის და გადაცემების ყურებას, იკვებონ სრულ­ფა­სო­ვნად - რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად,   შევუქმნათ  სა­სიამოვნო ურთიერთობები ოჯა­ხის წე­ვრებთან და თა­ნა­ტო­ლე­ბ­თან, ასევე, ხშირი კა­ვ­შირები ჰქონდეთ მათ­თვის საყვარელ ადამია­ნე­ბთან, რაც ხელს შეუწყობს შფოთვისა და სტრესის ფიზიოლოგიური პრო­ცე­სე­ბის თავიდან აცილებას.

წყაროები

ახალაძე, ხანანაშვილი, ჩიხლაძე (2011:) ახალაძე ლ. ხანანაშვილი მ. ჩიხლაძე მ., კორტიზოლის მაჩვენებლის ცვლილებები განსხვავებული სირთულის თავდაცვითი რეაქციების ტესტირებისას. სოხუმის უნივერსიტეტის შრომები X. საბუნებისმეტყველო მეცნიერებეთა სერია. თბილისი,.გვ. 58-66.

კოლპაკოვა, 2012: კოლპაკოვა ალინა. სკოლის მოსწავლეებში სტრესის მიზეზები, მათი გავლენა სხეულზე და სტრესული სიტუაციებიდან გამოსვლის გზები - ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ქალაქ რუდნის აკიმატის სახელმწიფო დაწესებულება „რუდნის ქალაქის განათლების დეპარტამენტი“;

ხანანაშვილი (2008) ხანანაშვილი მიხეილი. ინფორმაციული სტრესი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა. თბილისი;

Buckhalt (2014) Joseph A. Buckhalt. Children’ s Sleep, Sleepiness, and Performance on Cognitive Tasks – PubMed Central (PMC) . National Library of Medicine. WMF Press Bull. 30.11. 2014. ხელმისაწვდომია საიტზე: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4180085/

Molano (2020) Jennifer Rose V. Molano. Creating Better Sleep Habits to Stre¬ng¬then Immunity – Tips for maintaining sleep. Departament of Nevrology and Rehabilitation Medicine, University of Cincinnati College of Medicine. 15. 03 .2020. ხელმისაწვდომია საიტზე: https://www.uchealth.com/en/media-room/covid-19/better-sleep-habits-to-strengthen-immunity

Halber (2009) Deborah Halber. Sleep Helps build long-term memories – Picower Institute study strengthens link between sleep, memory formation. Massachusetts Institute of Technology. 24.07.2009. ხელმისაწვდომია საიტზე: https://news.mit.edu/2009/memories-0624

Tsigos, Kyrou, Kassi, Chrousos (2020) Constantine Tsigos, Ioannis Kyrou, Eva Ka¬ssi, and George P. Chrousos. Stress: Endocrine Physiology and Pathophysiology. Endotext (Internet) . www.endotext.org . PubMed Central (PMC) . National Library of Medicine. 17.11. 2020. ხელმისაწვდომია საიტზე: https://www.nc-bi.nlm.nih.gov/books/NBK278995/

Chrousos (1992) Chrousos GP.,Regulation and dysregulation of the hypothalamic-pituitary-adrenal axis.The corticotropin-releasing hormone perspective. Endocrinol Metab Clin North Am’

Tsigos, Chrousos (1994) Tsigos C, Chrousos Gp. Physiology of the hypothalamic-pituitary-adrenal axis in health and dysregulation in psychiatric and autoimmune disorders. Endocrinol Metab Clin North Am. 1994 1994 Sep;23(3):451-66. ხელმისაწვდომია საიტზე: https:/-/pubmed.ncbi.nlm.nih.gov/7805648/

Schulz, Laessle (2012) Schulz S, Laessle RG. Stress-induced laboratory eating behavior in obese women with binge eating disorder.Appetite. 2012;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07