ალექსი ჭიჭინაძის პრაქტიკული, თეორიულ-დიდაქტიკური იდეები და თანამედროვეობა
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.52საკვანძო სიტყვები:
ალექსი ჭიჭინაძე, დიდაქტიკა, თეორია, იდეები, აღზრდა, განათლება, ქუთაისი, თბილისი, სათავადაზნაურო სასწავლებლები, ეროვ¬ნუ¬ლი სკოლაანოტაცია
ალექსი ჭიჭინაძე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობას ეწეოდა ქუთაისისა და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლებში, ხონის საოსტატო სემინარიაში, ხელმძღვანელობდა ერევნისა და თერგის სკოლათა საქმიანობას, იყო კარგი პედაგოგი, პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ მეთოდურ, თეორიულ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ საქმიანობას გამოდიოდა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე. იგი ქუთაისში ბიბლიოთეკის, თეატრალური დასის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი, უსასყიდლოდ მუშაობდა ხონის ვაჟთა პროგიმნაზიაში, ასევე ემსახურებოდა ქალთა გიმნაზიას, თავკაცობდა ბევრ საზოგადო და საქველმოქმედო საქმეს.თხზულება „რიჟრაჟზე სათქმელი“ მნიშვნელოვანი პედაგოგიურ-დიდაქტიკური ნაწერმოებია, იმ დროისთვის გაბედული სიტყვაა ცარისტული საგანმანათლებლო რეჟიმის წინააღმდეგ, მოწოდებაა ეროვნული სკოლების მუშაობის გარდასაქმნელად ეპოქის მოთხოვნათა შესაბამისობაში.
წყაროები
გორგოძე ( 2019) სალომე გორგოძე, ახალი სკოლის მოდელი - რა იცვლება სასკოლო ცხოვრებაში, ხელმისაწვდომია https://publika-.ge/article/122/ ბოლო ნახვა, 2021 წლის 12 იანვარი.
გიგიბერია (1911) სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ჟურნალი „განათლება“, N1 ტფილისი;
ჭიჭინაძე, (1915ა) ჭიჭინაძე ალ. „რიჟრაჟზე სათქმელი“, ჟურნალი „განათლება“, №7, ტფილისი;
ჭიჭინაძე (1915 ბ) ჭიჭინაძე ალ. „რიჟრაჟზე სათქმელი“, ჟურნალი „განათლება“, №8-9, ტფილისი
ჭიჭინაძე, 1917, N2) ჟურნალი „განათლება“, №2. ტფილისი;
ჭიჭინაძე (1907) ჭიჭინაძე ალ. მოკლე საუბარი თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს პირველდაწყებითი კურსი გეოგრაფიისა, სამშობლოს აღწე-რის სანიმუშო პროგრამით (ავტორი). ქუთაისი;
ჭყონია (1878) ილია ჭყონია გაზეთ „ივერიის“ 1878 წლის №41;