მუსთერაპიის გამოყენების ფორმები და მეთოდები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან

ავტორები

  • ლელა რეხვიაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.56

საკვანძო სიტყვები:

მუსთერაპია, მეთოდები, შშმ მოსწავლეები, ემოცია, შემეცნება, შთაბეჭდილება, თამაში, მელოდია, ყურადღება, დადებითი დინამიკა

ანოტაცია

მუსიკა შეიძლება გახდეს ჩვეულებრივი და განვი­თა­რე­ბაში პრობ­ლე­მების მქონე სკოლის მოსწავლეების, ასევე რთულ ცხოვ­რე­ბი­სეულ პირობებში მყო­ფი და დევიანტური ქცევის მქონე ბავშვების ემო­ცი­ო­ნა­ლური მდგომარეობის პე­და­გო­გიური  რეგულირების შეუცვლელი სა­შუ­ალება. სკოლაში მასწავლებელმა შშმ მოსწავლეებთან მუშაობისას შეიძლება წა­რმატებით გამოიყენოს მუსიკის შესაძლებლობები. მუსიკის ზემოქ­მე­დე­ბის ფორმები და მეთო­დე­ბი მრავალფეროვანია, ის არ უნდა ატარებდეს  ძალ­დატანებით ხასიათს და მოსწ­ა­ვ­ლე უნდა გამოხატავდეს ურთ­ი­ე­რ­თობის მზაობას. სასიმღერო ჟანრი განსაკუთრებულად ახლო და მისაწვდომია ბავშვე­ბი­სა­თვის. სი­მღერა არეგულირებს  სუნთქვის რიტმს, პულსს, წნევას, ტემპე­რა­ტურას, ხსნის და­ძა­ბულობას. ამიტომ ზუსტად შერჩეული მელოდია სასიკეთო გავლენას ახდენს მათზე და აჩქარებს გამოჯანმრთელებას. მუსიკის აღქმა (მოსმენა)  ბავშვებისთვის მეტად საყვარელ და საინ­ტე­რესო საქ­მია­ნობას წარმოადგენს. მასწავლებელმა ბავშვებს შეიძლება შე­სთავაზოს  სპეცია­ლურად შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებების მოსმ­ე­ნა და ამ პროცესში აღძ­რული საკუ­თა­რი განცდების, ფიქრების, მოგონებების განხილვა. შემდგომ, იქ­მნება შთაბეჭდილება - სახე (ნახატი, ნაკეთობა პლა­ს­ტელინისა თუ თიხისგან). ეს ხერხი ეხმარება ბავშვს გახსნაში, საკუთარი თავის, შინაგანი ჰარმონიის “გაგო­ნებაში”, სტრესის მოხსნაში.შშმ ბავშვებთან მუშაობისას ძალიან ეფექტურია თამაშის გამოყენება. კორე­ქ­ცი­უ­ლი ამოცანების თამაშის ფორმით გადაწყვეტა ბავშვებისა და უფროსების ერთო­ბ­ლი­ვი შემოქმედების კეთილგანწყობილი, ემოციურად დატვირთული ატ­მოს­ფეროს შექმნის შესაძლებლობას იძლევა, აქეზებს თი­თო­ეულ ბავშვს მიიღოს მონაწილეობა სა­სწავლო პროცესში, ხელს უწყობს შემეცნებითი ინტერესისა და  ყურადღების შენარჩუნებას.მუსიკისა და თამაშის შეხამება იწვევს ბევრ ემოციას, ბავშვები სია­მო­ვ­ნებით ერთ­ვებიან საქმიანობაში. ისინი მზად არიან შეასრულონ ისეთი ქმე­დებები, რომლის უნარი არ აქვთ სხვა მეცადინეობებზე. მათ უჩნდებათ ერთმანეთთან და უფროსებთან ურთიერთობის, გარშემომყოფების ქმე­დე­ბის მიბაძვის  სურვილი. წყდება აგრეთვე შემეცნებითი სფეროს ამოცანები: ბავშვები ცნობენ ნაცნობ მელოდიებს, გამოიცნობენ სხვადასხვა ინსტრუ­მე­ნტის ჟღერადობას, ანუ თვა­ლ­საჩინო ხდება სმენითი აღქმის, მეხსიერების, ყუ­რადღების ფორმირების და­დე­ბითი დინამიკა.სწორედ მუსიკალური თამაშების მეშვეობით ბავშვები იწყებენ სი­მ­ღე­რას და მა­რ­ტივი სიტყვების წარმოთქმას, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისინი გა­ნი­ცდიან  აქტიური მეტყველების დაუფლებაში გარ­კ­ვე­ულ სირთულეებს.

წყაროები

აშუღაშვილი (2018) აშუღაშვილი მარი. მუსიკისა და სიყვარულის თერაპია. ჟურნალი ავერსი #137. ელ-ვერსია: https://www.aversi-.ge/cnobari/1138/musikisa-da-siyvarulis-Terapia

ძაძამია (2014) ძაძამია ნატა, მუსიკა და მისი თერაპიული დანიშნულება. დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი. ელ. ვერსია: http://psycholo-gycommetee.blogspot.com/2014/05/blog-post_25.html

ჯანჯღავა (2018) ჯანჯღავა ნ. მუსიკა როგორც მკურნალი . ელ-ვერსია: http://natiajanjgava.blogspot.com/p/blog-page_27.html

Минько (2014) Минько Л. Р. Музыкальное воспитание детей с ограниченными возможностями здоровья детей. ელ-ვერსია: https://nsportal.ru/shkola/muzyka/library/2014/12/07/muzykalnoe-vospitanie-detey-s-ogranichennymi-vozmozhnostyami

Попок (2012) Попок А. Г. Музыкотерапия для детей с ограниченными возможностями ელ-ვერსია:https://cyberleninka.ru/article/n/muzykoterapiya-dlya-detey-s-ogr-anichennymi-vozmozhnostyami

Осипова, Уфимцева (2006) Осипова Н., Уфимцева Л., Артпедагогика- лекарство от стресса. ელ-ვერსია: http://zdd.1seპtember.ru/article.php?ID=-200602306

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07