პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის უმაღლეს სასწავლებლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.57საკვანძო სიტყვები:
უმაღლესი სასწავლებელი, პროცესი, მეთოდები და მიდგომები, უსაფრთხო გარემო, დამოკიდებულებები, უნარები, კრიტიკული გააზრება, სტუდენტთა მიღწევებიანოტაცია
სწავლება რთული პროცესია, მაგრამ სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესის შემთხვევაში შესაძლებელია ეფექტური შედეგების მიღწევა. მასწავლებლებს და მასწავლებელთა განათლებაზე პასუხიმგებელ პირებს შეუძლიათ გარკვეული ინოვაციური ქმედებები განახორციელონ ამ მიმართულებით და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილისთვის განვითარების თანაბარი პირობები შექმნან. მათ შორისაა პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება და ისეთი ასპექტების წინ წამოწევა, როგორიცაა: დემოკრატიული დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელირება; დემოკრატიული პროცესები სასწავლო გარემოში, თანამშრომლობითი სწავლა; პროექტზე დაფუძნებული სწავლა და მომსახურების სწავლა. ამ მეთოდების გამოყენებისთვის აუცილებელი არ არის გარე ინსტიტუციონალური ინტერვენცია და მხარდაჭერა, მთავარი სასწავლო პროცესის სწორად ორგანიზებაა. მასწავლებლებსა და მომავალ მასწავლებლებს შეუძლიათ ორიენტაცია გააკეთონ იმ სასწავლო პროცესის სტრუქტურაზე, რომელსაც ისინი წარმართავენ, ან სთავაზობენ მოსწავლეებს. მთავარია აქცენტირება სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე, ეფექტიანობაზე და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვაზე. ამავე დროს, მიზნების, შინაარსის, სასწავლო მასალის, შეფასებისა და პროგრამის შეფასების ერთობლივი დაგეგმვა, ჰოლისტური მიდგომების გამოყენება სწავლებისა და შეფასების პროცედურებს შორის და მათ შესახებ სასწავლო პროცესის მონაწილეებ შორის შეთანხმება ცვლის ტრადიციულ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, აფართოებს ფუნქციებს და სხვა სიმაღლზე აყავს ის. ესაა აქტიური თანამშრომლობა და კონსტრუქტივიზმი, რომელიც პედაგოგსა და სტუდენტს (მასწავლებლესა და მოსწავლეს) შორის სწორი ურთიერთობებით უფრო მივიღეთ, ვიდრე კურიკულუმების დანერგვის გზით. ჰუმანისტური კომპონენტების გააქტიურება კი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უმთავრესი პირობაა.აღნიშნული პრაქტიკის ეფექტიანობას, სტუდენტთა კომპეტენციებსა და მათი მომზადების ხარისხს ადგენს პრაქტიკული კვლევა, რომელიც ასევე გვიჩვენებს მასწავლებლების მზაობას, საკუთარი ღირებულებები გადაიტანონ პრაქტიკაში, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი, მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარი პროფესიული და პიროვნული იდენტობისა და საკუთარი ინდივიდუალური და პროფესიული მიზნების შესახებ. ამ მიზნით 2019 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსტიტეტში განვახორციელეთ ტოლერანტობის დონის დამდგენი კვლევა, რომელშიც შემთხვევითი პრინციპის საფუძველზე მონაწილეობდა განათლების ფაკულტეტის 50 სტუდენტი. კვლევის კონკრეტული მიზანი და ამოცანა: 1) ტოლერანტობის დონის დადგენით პროცესზე ორიენტირებული სივრცის ჩამოყალიბებისა და უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის ხელშეწყობა, მით უფრო იქ, სადაც მომავალ პედაგოგებს ამზადებენ; 2) ამ მიმართულებით (პროცესზე ორიენტირებული სივრცის ჩამოყალიბებისა და უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის) ეფექტური შედეგების მისაღებად პრაქტიკული რეკომენდაციების შეთევაზება. კვლევისას მეთოდებად გამოვიყენეთ: ანკეტირება, საუბარი და დაკვირვება. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურ სასწავლო პრაქტიკაში დემოკრატიული დამოკიდებულებებსა და ქცევის მოდელირებაზე აქცენტირება მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების კოეფიციენტს. ამ მიმართულებით შეთავაზებული იქნა გარკვეული რეკომენდაციებიც, რომელიც ასევე დადებითად მოქმედებს სწავლა-სწავლების ეფექტიანობაზე. მსგავსი კვლევები, შესაბამისი სტურქტურული ცვლილებები, პროცესზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება უსართხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დამოკიდებულებების, უნარებისა და ცოდნის კრიტიკული გააზრების საშუალებას გვაძლევს, არამედ დადებითად აისახება სტუდენტთა მიღწევებსა და ურთიერთობებზე, რაც თავისთავად, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კრიტიკულ შეფასებას და ეფექტიანი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.
წყაროები
ანდღულაძე, მოსიაშვილი, კეჭაყმაძე (2012) ნათია ანდღულაძე, თამარ მოსიაშვილი, ვანო კეჭაყმაძე. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში. წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები. წიგნში: ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012. გვ.117-156. ხელმისაწვდომია https://dspace.nplg.gov.ge/bit-stream/1234/4350/1Usafrtxo_Skolis_Gzamkvlevi.pdf
ბერეკაშვილი, მშვიდობაძე და სხვები (2005) ნანა ბერეკაშვილი, რუსიკო მშვიდობაძე, მანანა ჯავახიშვილი, თეა ლობჟანიძე, შორენა ლორთქიფანიძე, ირინა სულხანიშვილი. შ. ლორთქიფანიძე, რედ. 2005: ვქმნით ტოლერანტულ გარემოს. ტოლერანტობის სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი ICCN. წიგნის რედაქტორი შ. ლორთქიფანიძე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (2005). ხელმისაწვდომია: http://w-ww.iccn.ge/files/vqmnit_tolerantul-garemos_2005_geo_full.pdf
გორგოძე, ჯანაშია, ანდღულაძე,მოსიაშვილი, კეჭაყმაძე (2012) უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში. წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი. ავტორები: გორგოძე სოფიო, ჯანაშია სიმონ, ანდღულაძე ნათია, მოსიაშვილი თამარ, კეჭაყმაძე ვანო. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი;
ნაცვლიშვილი, სილაგაძე, (2018) ნათია ნაცვლიშვილი, თეონა სილაგაძე (რედაქტორები), დემოკატიული კულტურის კომპეტენციები და პედაგოგიკა. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო. ტ. 3. ევროპის საბჭო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი;
Declaration of Principles on Tolerance (1995) Declaration of Principles on Tolerance Proclaimed and signed by the Member States of UNESCO on 16 November; ხელმისაწვდომია https://www.oas.or-g/dil/1995%20Declaration%20of%20Princip-les%20on%20Tolerance%20UNESCO.pdf ბოლო ნახვა, 2021 წლის 12 მაისი.
Gerhard Neuner, Contributors (2012) Gerhard Neuner, Contributors, 2012: Intercultural competence for all.Preparation for living in a heterogeneous world. Gerhard Neuner ,The dimensions of intercultural education. Council of Europe Pestalozzi Series, No. 2. ხელმისაწვდომია https:/rm.coe.int/intercultural-competence-for-all/16808ce20c
Huber (2012) Intercultural competence for all Preparation for living in a heterogeneous world, Series editor Josef Huber, Edited by Josef Huber, Contributors Francesca Brotto, Josef Huber, Katarzyna Karwacka-Vögele, Gerhard Neuner, Roberto Ruffino Rüdiger Teutsch. Council of Europe Pestalozzi Series, No. 2. Council of Europe Publishing F-67075 Strasbourg Cedex, ხელმისაწვდომია: -https://rm.coe.int/intercultural-competence-for-all/16808ce20c
Безотечество (2014( Л. М. Безотечество. ФОРМИРОВАНИЕ ТОЛЕРА-НТНОСТИ СТУДЕНТОВ – БУДУЩИХ ПЕДАГОГОВ В ОБРАЗО-ВАТЕЛЬНОМ ПРОЦЕССЕ ВУЗА: методические рекомендации / Л. М. Безотечество. – Красноярск, 2014. – 43 с. ხელმისაწვდომია:http://tolerance.sfu-kras.ru/files/metodicheskie_rekomendacii_1.pdf