დაწყებითი საფეხურის (V-VI კლასების) ისტორიის თემატიკა საქართველოსა და ესტონეთის ზოგადი განათების ეროვნულ სასწავლო გეგმებში (შედარებითი ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.60საკვანძო სიტყვები:
ეროვნული სასწავლო გეგმა, განათლების თანამედროვე მიდგომები, განათლების ესტონური მოდელი, რეფორმებიანოტაცია
ნაშრომის მიზანია, განხილულ იქნას ისტორიის სწავლების თემატიკა საქართველოსა და ესტონეთის ზოგადი განათლების სასწავლო გეგმებში დაწყებით საფეხურზე. განვიხილავთ რამ განაპირობა ესტონური მოდელის ასეთი წარმატება და მიუხედავად უამრავი რეფორმისა, რატომ არ ამართლებს იგივე მოდელი საქართელოში. განათლების ესტონური მოდელის განხილვას მიძღვნილი აქვს უამრავი სტატია, თუმცა დეტალური კვლევა ისტორიის თემატურ-კალენდარული გეგმების საფუძველზე ჯერ არ ჩატარებულა. სტატიაში თავმოყრილია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შედეგები და მათი ანალიზი, განხილულია საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტები და მოცემულია მათი მსგავსება - განსხვავება. კვლევის მეთოდები: სტატიაში გამოყენებულია ისტორიულ-შედარებითი კვლევის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოდელი საქართველოში არ ამართლებს, რადგან ჩვენი საზოგადოება რთულად იღებს რეფორმებსა და სიახლეებს. კვლევის სიახლე/ღირებულება. სტატიაში შესწავლილი და შედარებულია ესტონეთის სახელმწიფოს მიდგომები დაწყებით საფეხურზე ისტორიის სწავლების საკითხისადმი. ნაშრომს აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და შეიძლება გამოადგეს განათლების დარგით დაინტერესებულ მკვლევრებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს.
წყაროები
ბოლქვაძე (2014) დავით ბოლქვაძე. ისტორიის სწავლება: ზოგადი ტე-ნდენციები, ახალი მეთოდები, სასწავლო აქტივობები. The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education) 5-6 Desember, 2014, materials ბოლო ნახვა: 19.02.2022, 18:48
კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005) ხელმისაწვდომია https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=92 ბოლო ნახვა: 20.02.2022;
კიზივაძე (2021) თამარ კიზივაძე. განათლების სისტემა საქართველოში: რას ვაკეთებთ არასწორად? 13 იანვარი, 2021 წელი, ხელმისაწვდომია https://businessfeed.ge/ganathlebis-sistema-saqarthveloshi-ras-vakethebth-arastsorad/ ბოლო ნახვა: 19.02.2022, 18:48
დუმბაძე (2017) ლელა დუმბაძე. რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი - ინტერვიუ ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან, ინტერნეტგაზეთი „ბათუმელები“, 4.12.2019. ხელმისაწვდომია -https://batumelebi.netgazeti.ge/news/243267/ ბოლო ნახვა: 20.02.2022, 21:45
კახურაშვილი (2020) ირმა კახურაშვილი. ესტონური განათლების გამ-ოცდილება, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“,შაბათი, თებერვალი 19, 2022. http://mastsavlebeli.ge/?p=15578 ბოლო ნახვა: 18.02.2022;
Estonian Curriculum (2014) National curricula 2014, National curricula for basic schools, Republic of Estonia, Ministry of Education and Research https://www.hm.ee/sites/default/files/est_basic_school_-nat_cur_2014_appendix_5_final.pdf ბოლო ნახვა: 20.02.2022, 18:51