სამეცნიერო კონფერენციები, ფორუმები და სიმპოზიუმები

ავტორები

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.58

საკვანძო სიტყვები:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული, საერთაშორისო და საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, ფორუმები

ანოტაცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისიიდან გამომდინარე, გეგმავს და ატარებს საერთაშორისო, ეროვნულ და საუნივერსიტეტო დონის კონფერენციებს. საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო, ან სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს/სიმპოზიუმებს და ფორუმებს ატარებს სპეციალურად შექმნილი დარგობრივი საერთაშორისო ან ეროვნული სამეცნიერო საბჭო, (ზოგიერთ შემთხვევაში კოლეგია), რომელიც ორგანიზებას უწევს ღონისძიების მომზადებისა, ჩატარების, ინფორმაციის გავრცელების საკითხებს. საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარულ კონფერენციებს ატარებს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ფორუმების ნაწილი თემატურია, ან დარგობრივი, ნაწილი ინტერდისციპლინარული და მოიცავს მომიჯნავე დარგებს. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში სამეცნიერო ფორუმები ტარდება სხვა უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო -კვლევით ცენტრებთან თანამსრომლობის საფუძველზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-12